"სტერეოტიპია, რომ მათემატიკა ბიჭებს უკეთესად გამოსდით, ვიდრე გოგონებს..." - გოგონები, რომლებმაც მათემატიკის გამოცდაში უმაღლესი შეფასება მიიღეს | Allnews.Ge

"სტერეოტიპია, რომ მათემატიკა ბიჭებს უკეთესად გამოსდით, ვიდრე გოგონებს..." - გოგონები, რომლებმაც მათემატიკის გამოცდაში უმაღლესი შეფასება მიიღეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს ეტაპობრივად აქვეყნებს. დღეს აბიტურიენტებმა მათემატიკის გამოცდის შეფასება გაიგეს. Mshoblebi.ge გაგაცნობთ მაქსიმალური ქულის მქონე გოგონებს, რომლებიც ამსხვრევენ გასულ წლებში გავრცელებულ სტერეოტიპს, თითქოს მათემატიკა ბიჭებს უკეთესად გამოსდით.

ნია თათრიშვილმა მაქიმალური ქულის მოპოვება შეძლო. ის ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

nia-tatrishvili-1628155973.jpg

- სკოლის რესურსი, მასწავლებელი და გარემო ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა. ოჯახში როგორც კი შეამჩნიეს, რომ მათემატიკა მიყვარდა, კომაროვის სკოლაში შემიყვანეს და მაქსიმალურად მიწყობენ ხელს. შედეგს სკოლაში მიღებული ცოდნით მივაღწიე. თავადაც მყავდა მოსწავლეები. ესეც ძალიან დამეხმარა, რომ რაღაცები კარგად გადამემეორებინა. სტერეოტიპია, რომ მათემატიკა ბიჭებს უკეთესად გამოსდით, ვიდრე გოგონებს. ეს ყველაფერი აღზრდიდან, გარემოდან და სოციუმიდან მოდის. გოგონებს ხშირად ასწავლიან, ტექნიკური საგნები არ არის მათი საქმე. ვფიქრობ, თუ იმას მივუძღვნით ჩვენს დროს, რაც მართლა მოგვწონს და გამოგვდის, გოგონებსაც ისეთივე შედეგი გვექნება, როგორც ბიჭებს. სხვა საგნებშიც კარგი შედეგი მაქვს, 64 ქულა ქართულში, ხოლო 78 ინგლისურში.

ლიზა დადიანმა კერძო სკოლა "ალმასი" დაამთავრა. ამბობს, რომ მათემატიკაში უმაღლესი შედეგი მრავალწლიანი შრომის შედეგია.

liza-dadiani-1628156045.jpg

- ბავშვობიდან სხვადასხვა ოლიმპიადაში ვმონაწილეობდი და დიდი გამოცდილება მივიღე. მაქსიმალური ქულა კი მრავალწლიანი შრომის შედეგია. კომაროვში ვემზადებოდი და ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი მასწავლებელი მყავდა. ვფიქრობ, შრომა ყოველთვის ფასდება და მომავალ აბიტურიენტებსაც მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად მოინდომონ. სხვა საგნებში კარგი შედეგი მაქვს. ინგლისურში 77, ხოლო ქართულში 62 ქულა ავიღე. განაგრძეთ კითხვა

myquiz