„ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, რომ სახლში დაიღუპონ ადამიანები და სამედიცინო სერვისი ვერ მიიღონ“-ბიძინა კულუმბეგოვი | Allnews.Ge

„ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, რომ სახლში დაიღუპონ ადამიანები და სამედიცინო სერვისი ვერ მიიღონ“-ბიძინა კულუმბეგოვი

„მეოთხე ტალღის წინაშე დგას ქვეყანა, რომელიც ძალებს იკრებს,“-ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მისივე თქმით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა უსაფრთხოება ახლა პრიორიტეტია და საჭიროა, 1-ელ ოქტომბრამდე ყველა სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს მიეცეს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია.

„ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომლებიც არის უსაფრთხო და ეფექტური, მათ შეუძლიათ ადამიანები დაიცვას ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან. მეოთხე ტალღის წინაშე დგას ქვეყანა, რომელიც ძალებს იკრებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების უსაფთხოება ახლა პრიორიტეტია ანუ უმჯობესი იქნება ვაქცინების განაწილების პრიორიტეტიზაციის საწყის გეგმას დავუბრუნდეთ.

1-ელ ოქტომბრამდე ყველა სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს უნდა მიეცეს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია. ერთადერთი გამონაკლისი უნდა იყოს არგუმენტირებული უარი ვაქცინაციაზე და ესაა მასში შემავალ კოპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციის ანუ ანაფილაქსიის ეპიზოდის არსებობა ანამნეზში,“-წერს კულუმბეგოვი.

ამასთან, როგორც მანდ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, „ახლა ქვეყანა ზღვარზეა ჰუმანიტარული კატასტროფის, რომ სახლში დაიღუპონ ადამიანები და სამედიცინო სერვისი ვერ მიიღონ“.

„თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, შეიძლება 10 დღე ან 2 კვირა გაუძლოს ქვეყანამ, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებს. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაციის პროცესი სრული იმუნიზაციის დასრულებამდე მოითხოვს თვე-ნახევარს, თვეზე მეტ პერიოდს, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მაინც მოუწევს შეზღუდვების შემოღება. რაციონალური შეზღუდვების შემოღება აუცილებელია, ჩვენ არ ვამბობთ ტოტალური ლოკდაუნის დაწესებას და ყველაფრის დაკეტვას,“-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

myquiz