საქართველოში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა- სულ რამდენი ადამიანია აცრილი ამ დროისთვის? | Allnews.Ge

საქართველოში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა- სულ რამდენი ადამიანია აცრილი ამ დროისთვის?

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბოლო მონაცემებს ავრცელებს:

საქართველოში იმუნიზაციის დაწყების დღიდან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

4 აგვისტოს 20 845 პირი აიცრა.

მადლობას გიხდით, რომ იცავთ საკუთარ თავს, თქვენს ახლობლებს და საზოგადოებას COVID-19-სგან.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

გააქტიურებულია 15 22-ის და 144 - 3-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

myquiz