"ეს უნარი გენეტიკურად გამომყვა" - გაიცანით ცნობილი თიხის ოსტატის ქალიშვილი სოჭიდან | Allnews.Ge

"ეს უნარი გენეტიკურად გამომყვა" - გაიცანით ცნობილი თიხის ოსტატის ქალიშვილი სოჭიდან

მე­თუ­ნე­ო­ბით სულ უფრო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა, მათ შო­რის, გო­გო­ნე­ბიც არი­ან. უმე­ტე­სო­ბას თი­ხას­თან მუ­შა­ო­ბა ისე იზი­დავს, რომ მათ­თვის ის საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­აც ხდე­ბა, ზო­გის­თვის კი - წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რას­თან ერ­თად, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ტა­ცე­ბა. თე­ლა­ველ მე­თუ­ნე ლექ­სო გენ­გაშ­ვილს უამ­რა­ვი მოს­წავ­ლე ჰყავს, რომ­ლებ­საც სა­ხე­ლოს­ნო­ში და­უ­ნა­ნებ­ლად გა­დას­ცემს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას. ბა­ტო­ნი ლექ­სო ჩვე­ნი რეს­პონ­დე­ტიც ყო­ფი­ლა და მე­თუ­ნე­ო­ბის უძ­ვე­ლეს, სა­ჭი­რო პრო­ფე­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც დღე­საც საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია, გვი­სა­უბ­რია...

გუ­შინ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი გო­გო­ნას პირ­ვე­ლი ნა­მუშ­ვა­რი გა­ნა­თავ­სა - „ჩემი შვი­ლის პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­მუშ­ვა­რი - არც კი ვიცი, რა ვი­ფიქ­რო“. რა უნდა იფიქ­როთ, ბა­ტო­ნო ლექ­სო, გე­ნე­ტი­კა თა­ვის საქ­მეს აკე­თებს - მშობ­ლის უნა­რებს უმე­ტე­სად შვი­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ. ნა­მუ­შე­ვა­რი ჩვენც მოგ­ვე­წო­ნა და გო­გო­ნას და­ვუ­კავ­შირ­დით.

229065349-2671412463155466-5830623561809510520-n-62990-1628153238.png

ანა გენ­გაშ­ვი­ლი-რა­ტი­ა­ნი თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, სოჭ­ში ცხოვ­რობს და საქ­მი­ა­ნობს. ახლა თე­ლავ­ში მშობ­ლებ­თან პან­დე­მი­ის მერე პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვი­და. მა­მის სა­ხე­ლოს­ნო­ში შე­სულს კი სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა, თი­ხას შე­ხე­ბო­და და ნა­მუ­შე­ვა­რიც შე­ექ­მნა. მის­მა ნა­ხე­ლავ­მა მა­მის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს 2 წლის წინ ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი. თი­ხის გუნ­და მა­ში­ნაც მა­მამ მომ­ცა და პირ­ველ ცდა­ზე პა­ტა­რა ლარ­ნა­კი გა­მო­მი­ვი­და. თუმ­ცა მა­მა­ჩემ­მა ის სე­რი­ო­ზუ­ლად არ ჩათ­ვა­ლა, - შემ­თხვე­ვით გა­მო­გი­ვი­და, არ არ­სე­ბობს, პირ­ველ ცდა­ზე ნა­მუ­შე­ვა­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოო. მეც ასე ჩავ­თვა­ლე, რომ მარ­თლაც შემ­თხვე­ვით რა­ღაც მოხ­და-მეთ­ქი. ის ლარ­ნა­კი მა­შინ მა­მამ და­შა­ლა, ამა­ში სა­ა­მა­ყო არა­ფე­რია და არ გა­მოგ­ვიწ­ვია. მას მერე სულ ვთხოვ­დი, - მეც მას­წავ­ლე-მეთ­ქი, რად­გა­ნაც ბოლო დროს სულ ვაკ­ვირ­დე­ბი, თვი­თონ რო­გორ მუ­შა­ობს, რა ნა­მუ­შევ­რებს ქმნის და სხვებ­საც რო­გორც ას­წავ­ლის. მაგ­რამ უდ­რო­ო­ბის გამო ჩემ­თან პრაქ­ტი­კულ გაკ­ვე­თი­ლებს ვერ ახერ­ხებ­და,“ - გვე­უბ­ნე­ბა ანა, რო­მელ­საც იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ეს საქ­მე არ უს­წავ­ლია, მე­ო­რე ცდა­ზე ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­უ­ვი­და.

221671090-3993643474098397-7433172990928296067-n-63193-1628153301.jpg

„არ არის ცუდი ნა­ხე­ლა­ვი. მამა დარ­წმუნ­და, რომ ეს უნა­რი გე­ნე­ტი­კუ­რად გა­მომ­ყვა. ის ყო­ველ­თვის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო თი­ხა­ზე, მაგ­რამ ამ საქ­მით აქ­ტი­უ­რად ბოლო წლებ­ში, და­კავ­და. ჰობი პრო­ფე­სი­ად აქ­ცია და ამ საქ­მე­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­და,“ - აღ­ნიშ­ნავს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, მაგ­რამ სამ­ხატ­ვრო სკო­ლაც ჰქო­ნია დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

„კი, უფრო ად­რე­ულ წლებ­ში შექ­მნი­ლი ნა­ხა­ტე­ბი მაქვს, ხატ­ვის­თვის ვერ ვიც­ლი, ანუ ხატ­ვა სე­რი­ო­ზუ­ლად აღარ გა­მიგ­რძე­ლე­ბია. თუმ­ცა ხე­ლოვ­ნე­ბას­თან შორს არ ვარ. ახლა თი­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად დავ­ფიქ­რდი. მარ­თლა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს იმის ყუ­რე­ბა, როცა თი­ხას­თან სხვე­ბი მუ­შა­ო­ბენ. გეგ­მა­ში მაქვს, იქ, სა­დაც ვცხოვ­რობ, პა­ტა­რა სა­ხე­ლოს­ნო მო­ვა­წყო, ეს საქ­მე უკეთ შე­ვის­წავ­ლო და რო­გორც ჰო­ბის, ჩემი პრო­ფე­სი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად მივ­ყვე“... განაგრძეთ კითხვა

myquiz