"რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და დამრღვევი დაჯარიმდეს" - რა შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები? | Allnews.Ge

"რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და დამრღვევი დაჯარიმდეს" - რა შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა. გუ­შინ ინ­ფი­ცი­რე­ბის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი, 4 827 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, დღეს კი 4 233 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 38 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ანა­ლი­ზით, პი­კის ფა­ზა­შია და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით კი­დევ 10 დღე გაგ­რძელ­დე­ბა.

სა­გან­გა­შო სტა­ტის­ტი­კის ფონ­ზე, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში მსჯე­ლო­ბენ ლო­ქ­და­უ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გუ­შინ­დე­ლი სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ და­მა­ტე­ბით აკ­რძალ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბა, ამ ეტაპ­ზე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის. მისი თქმით, ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბი აღ­სრულ­დეს.

"დღეს უწყე­ბა­თა საბ­ჭომ იმ­სჯე­ლა არ­სე­ბუ­ლი ზო­მე­ბის და მო­ნი­ტო­რინ­გის გამ­კაც­რე­ბა­ზე, ასე­ვე მკაცრ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე პირ­ბა­დის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან პირ­ბა­დე არის ვირუ­სის­გან დაც­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გას­ცემს მკაცრ რე­კო­მენ­და­ცი­ას პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­ზე, რო­გორც და­ხუ­რულ, ასე­ვე ღია სივ­რცე­ში. ქორ­წი­ლე­ბი და სხვა დიდი ყრი­ლო­ბე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვით. ამ­დე­ნად, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი არის ისევ მო­ნი­ტო­რინ­გი და ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რაც დღეს უკვე და­წე­სე­ბუ­ლია. ჯერ­ჯე­რო­ბით იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლია, არ იგეგ­მე­ბა და მთა­ვა­რი უკვე მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან გან­სხვა­ვე­ბით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში ფიქ­რო­ბენ, რომ მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­დგე­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ით ცენ­ტრმა საბ­ჭოს უკვე მი­მარ­თა.

"სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს წევ­რებს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­დგე­ნის რე­კო­მენ­და­ცი­ით მივ­მარ­თეთ. თუმ­ცა საბ­ჭო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კონ­სენ­სუ­სით იღებს და კონ­სენ­სუ­სი ასე­თი მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას უნდა იყოს არა მხო­ლოდ საბ­ჭო­ში, არა­მედ ქვე­ყა­ნა­შიც. ჩვენს მიერ წარ­დგე­ნილ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში ერთ-ერთი იყო ღა­მის სა­ა­თებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, ასე­ვე რეს­ტორ­ნებ­ში მხო­ლოდ აც­რი­ლე­ბის ან წი­ნას­წარ გა­ტეს­ტი­ლე­ბის დაშ­ვე­ბა. ქორ­წი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ, კი ბა­ტო­ნო, იყოს 50 ადა­მი­ა­ნის დას­წრე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა უნდა იყოს აც­რი­ლი ან მი­ნი­მუმ წი­ნას­წარ გა­ტეს­ტი­ლი", - აცხა­დებს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე.

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ფი­ცი­რე­ბის დღე­ვან­დელ სტა­ტის­ტი­კას და ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე ყველ­გან, KN95 პირ­ბა­დე რის­კის და­ა­ვა­დე­ბის პი­რე­ბის­თვის, ღა­მის გა­და­ად­გი­ლე­ბის აკ­რძალ­ვა, რეს­ტორ­ნე­ბი მხო­ლოდ ღია სივ­რცე­ში, 5 ადა­მი­ან­ზე მე­ტის შეკ­რე­ბის შე­ზღუდ­ვა, მა­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრე­ბი... შე­ზღუდ­ვე­ბი უს­წრა­ფე­სად ასა­მოქ­მე­დე­ბე­ლია, თო­რემ მა­ინც მოგ­ვი­წევს სამ­წუ­ხა­როდ, მისი და­წე­სე­ბა და მერე გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა. და ამ დროს 3000 "ცრუ" ჯავ­შა­ნი ვაქ­ცი­ნებ­ზე. სრუ­ლი სა­ბო­ტა­ჟია ქვეყ­ნის წი­ნა­შე და ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ", - მი­იჩ­ნევს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა Ambebi.ge-სთან ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის მი­ზე­ზებ­სა და გა­მო­სავ­ლის გზებ­ზე სა­უბ­რობს. ექი­მის თქმით, რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბა ერ­თამ­ნეთს დრო­ში და­ემ­თხვა, რა­მაც სა­ერ­თო სო­ტუ­ა­ცი­ის დამ­ძი­მე­ბა გა­მო­იწ­ვია. "რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მოვხსე­ნით, მა­შინ და­ი­წყო დელ­ტა შტა­მის გავ­რცე­ლე­ბა ჩვენს რე­გი­ონ­ში, ქვე­ყა­ნა­ში, ამას და­ე­მა­ტა ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი, ზა­ფხუ­ლი, დას­ვე­ნე­ბა... და რაც ახლა ხდე­ბა, ეს კა­ნონ­ზო­მი­ე­რი შე­დე­გია", - გვე­უბ­ნე­ბა გო­გი­ნა­ვა.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ლო­ქ­და­უ­ნის და სხვა რა­დი­კა­ლუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა ეფექ­ტუ­რი არ იქ­ნე­ბა და ზი­ანს უფრო გა­მო­იწ­ვევს, ვიდ­რე სტა­ბი­ლუ­რო­ბას.

"ლო­ქ­და­უ­ნი ახლა არ მოგ­ვი­ტანს არა­ნა­ირ შე­დეგს, უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, ამი­ტომ წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბით, წე­სე­ბის დაც­ვი­თა და არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, უნდა გა­მო­ვი­დეთ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ი­დან. პი­რა­დად მე, მკაც­რი შე­ზუდ­ვე­ბის მომ­ხრე არ ვარ. თუმ­ცა, ფაქ­ტია, გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გა­სამ­კაც­რე­ბე­ლია. პირ­ველ რიგ­ში, ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი უნდა გაძ­ლი­ერ­დეს. იქ­ნე­ბა ეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, თუ სხვა ხა­სი­ა­თის შეკ­რე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რად წე­სად მი­ი­ღე­ბენ, რომ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნებს მო­ე­თხო­ვოთ PCR-ის ან უახ­ლო­ეს 24 სა­ათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტის პა­სუ­ხი და ვაქ­ცი­ნი­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

სა­ხელ­მწი­ფომ უკე­თე­სად უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი. არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნი­დან, სა­დაც მა­ღა­ლია დელ­ტა შტა­მის გავ­რცე­ლე­ბა, შე­მო­დი­ან ტუ­რის­ტე­ბი. იყო შემ­თხვე­ვა, როცა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით გად­მო­ვიდ­ნენ სა­ზღვარ­ზე. ამი­ტომ მეტი კონ­ტრო­ლია სა­ჭი­რო. გარ­და ამი­სა, სა­ჭი­როა, ყუ­რა­დღბა მი­ექ­ცეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტსაც. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რე­კო­მენ­და­ცი­ებს სა­თა­ნა­დოდ არ იცა­ვენ. იმა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნია ტრან­სპორ­ტში, ვიდ­რე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია პან­დე­მი­ის პი­რო­ბე­ბე­ში. ამი­ტომ სა­ჭი­როა, და­ე­მა­ტოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რათა უფრო გა­ი­ლო­დეს ნორ­მე­ბის დაც­ვა", - გვე­უბ­ნე­ბა ინ­ფე­ცი­ო­ნის­ტი.

ნორ­ვე­გი­ის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პირ­ვე­ლი მრჩე­ვე­ლი ზაზა წე­რე­თე­ლი Ambebi.ge-სთან მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის სან­ქცი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. მისი თქმით, უნდა და­ჯა­რიმ­დეს რო­გორც ქორ­წი­ლე­ბის და ქელე­ხე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, ისე დამ­სწრე სტუმ­რე­ბი.

"სა­ხელ­მწი­ფომ ალ­ბათ უნდა გა­და­წყვი­ტოს, რომ სა­ხელ­მწი­ფოა და არა მარ­ტო ინ­დი­ვი­დე­ბის ნაკ­რე­ბი. ასე რომ სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვის მთა­ვა­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა უნდა ითა­ვოს, და­იც­ვას მისი მო­სახ­ლო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და არ მი­უშ­ვას სი­ტუ­ა­ცია ამ მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბა­ზე. კონ­ტრო­ლი უნდა გამ­კაცრ­დეს და შეს­რულ­დეს! ყვე­ლა, ვინც არ­ღვე­ვეს მა­გა­ლი­თად ნიღ­ბის ტა­რე­ბის წე­სებს უნდა და­ჯა­რიმ­დეს. ქორ­წი­ლე­ბის და ქელე­ხე­ბის ჩა­მატ­რე­ბე­ლი და ყვე­ლა დამ­სწრე უნდა და­ჯა­რიმ­დეს. ვი­საც შუ­ეძ­ლია ონ­ლა­ინ სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა უნდა გა­და­ვი­დეს სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა­ზე. რეს­ტორ­ნე­ბი და კა­ფე­ე­ბი უნდა და­ი­კე­ტოს 11 სა­ათ­ზე. გა­სამ­კაც­რე­ბე­ლია სა­ზღვარ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის წე­სე­ბი. არ­ცერ­თი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ უნდა მოხ­ვდეს ქვე­ყა­ნა­ში. რაც მთა­ვა­რია, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ი­ზარ­დოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და ტეს­ტი­რე­ბის ტემ­პი და რა­ო­დე­ნო­ბა. თუმ­ცა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პე­ბის გაზ­რდა მა­ინც 4 კვი­რი­ან შუ­ა­ლედს აძ­ლევს ქვე­ყა­ნას, რომ მე­ო­რე დო­ზით აიც­რას მო­სახ­ლო­ე­ბა, ამი­ტომ ამ პე­რი­ოდ­ში ეს შე­ზღუდ­ვე­ბი, მა­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა, გა­მოვ­ლე­ნა, იზო­ლი­რე­ბა უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩა­კეტ­ვას, ეს ვერ იმუ­შა­ვებს. აზრი არ აქვს უბ­რა­ლოდ, უკვე ისეა მო­დე­ბუ­ლი დელ­ტა შტა­მი", - აცხა­დებს ზაზა წე­რე­თე­ლი.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პროგ­ნო­ზით, თუ სა­ხელ­მწი­ფო არ­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე კონ­ტროლს გა­ამ­კაც­რებს და ახალ წერ­ტი­ლო­ვან შე­ზღუდ­ვებს ეფექ­ტუ­რად აა­მოქ­მე­დებს, ეპიდსი­ტუ­ა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით, 10 დღის მერე და­ი­წყებს დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას.

myquiz