"დამემართა იშვიათი დაავადება... მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას" - რა ინფორმაციას ავრცელებს ლევან ვასაძე | Allnews.Ge

"დამემართა იშვიათი დაავადება... მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას" - რა ინფორმაციას ავრცელებს ლევან ვასაძე

პარ­ტია "ერის" ლი­დე­რი, ლე­ვან ვა­სა­ძე ავ­რცე­ლებს ვი­დე­ოს, სა­დაც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. ვა­სა­ძის თქმით, მას და­უდ­გინ­და იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა, AL ტი­პის ამი­ლო­ი­დო­ზი, რომ­ლის მკურ­ნა­ლო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პიც ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"და­მე­მარ­თა იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის დად­გე­ნაც და დი­აგ­ნოს­ტი­კაც ძა­ლი­ან ძნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. გა­მო­ვიც­ვა­ლე ხუთი სა­ა­ვად­მყო­ფო, ორი თურ­ქეთ­ში, სამი - მოს­კოვ­ში, სა­ნამ არ მი­ვე­დი იმ დი­აგ­ნო­ზამ­დე, რო­მელ­საც დღეს და­ვა­სა­ხე­ლებ და კი­დევ ვე­ლო­დე­ბი ერთ დი­აგ­ნოზს.

ჩემს და­ა­ვა­დე­ბას ჰქვია AL ტი­პის ამი­ლო­ი­დო­ზი, ის ჩნდე­ბა ძვლის ტვინ­ში და იწ­ვევს ტოქ­სი­კუ­რი ცი­ლე­ბის გა­მო­ყო­ფას, რომ­ლე­ბიც ილე­ქე­ბა სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ებ­ში და არის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო.

მე ამ­ჟა­მად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მაქვს მხო­ლოდ გული. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში. ამ ტი­პის, შე­ძე­ნი­ლი ამი­ლო­ი­დო­ზი ემარ­თე­ბა ერთ მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ში ორ კაცს. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ის არ არის გე­ნე­ტი­კუ­რი, რაც ჩემ­თვის, რო­გორც მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მა­მის­თვის იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ანუ ის არ გა­და­ვა ჩემს შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე.

თუ ამ და­ა­ვა­დე­ბას არ უმ­კურ­ნა­ლებ, ის სის­ტე­მუ­რია და გავ­რცელ­დე­ბა სხვა ორ­გა­ნო­ებ­ზეც. მკურ­ნა­ლო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი გუ­ლის­ხმობს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გა­სულ კვი­რას უკვე ჩა­მი­ტარ­და პირ­ვე­ლი სე­ან­სი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ი­სა. აწი ყო­ველ კვი­რა მე მექ­ნე­ბა ქი­მი­ო­თე­რა­პია, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ძვლის ტვინ­ში ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ზე.

ახლა მო­ვი­და მე­ო­რე ბი­ოფ­სია (პა­სუ­ხი) და გაჩ­ნდა ეჭვი მე­ო­რე და­ა­ვა­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც თუ დად­გინ­და, გა­მო­ვა, რომ ის არის პირ­ვე­ლა­დი და ეს არის მე­ო­რა­დი და­ა­ვა­დე­ბა. იმ და­ა­ვა­დე­ბას ჰქვია მრა­ვალ­ჯე­რა­დი მი­ე­ლო­მა და პირ­ვე­ლი თუ ამ ტოქ­სი­კურ ცი­ლებს გა­მო­ყოფს მე­ო­რე ერ­ჩის ჩონ­ჩხს და ძვლებს", - ამ­ბობს ლე­ვან ვა­სა­ძე.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლე­ვან ვა­სა­ძე გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ჯერ თურ­ქეთ­ში, ხოლო შემ­დეგ რუ­სეთ­ში წა­ვი­და და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მე­ბი ვერ ად­გენ­დნენ, თუ რა და­ა­ვა­დე­ბას­თან ჰქონ­დათ საქ­მე.

myquiz