ვის უფრო ენდობა ხალხი - პატრიარქს, კახა კალაძეს თუ გიორგი გახარიას? - IRI-ის კვლევის შედეგები | Allnews.Ge

ვის უფრო ენდობა ხალხი - პატრიარქს, კახა კალაძეს თუ გიორგი გახარიას? - IRI-ის კვლევის შედეგები

„სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის“ კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სო­ბას, 88%-ს ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი მოს­წონს, მე­ო­რე ად­გილ­ზე კი თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძეა.

კერ­ძოდ, რეს­პო­დენ­ტთა 88%-ი აცხა­დებს, რომ პატ­რი­არ­ქი ძა­ლი­ან მოს­წონს, 7%-ს ის არ მოს­წონს, 1% ამ­ბობს, რომ არას­დროს სმე­ნია მისი სა­ხე­ლი და 5% აცხა­დებს, რომ პა­სუ­ხი არ აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა კახა კა­ლა­ძეს, ის გა­მო­კი­თხულ­თა 58%-ს ძა­ლი­ან მოს­წონს, 37%-ს არ მოს­წონს, 1% აცხა­დებს, რომ მისი სა­ხე­ლი არას­დროს სმე­ნია, 4%-ს კი კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ აქვს.

რე­ი­ტი­ნის მე­სა­მე ად­გილს პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია იკა­ვებს, ის გა­მო­კი­თხულ­თა 56%-ს ძა­ლი­ან მოს­წონს, 39%-ს გა­ხა­რია არ მოს­წონს, 1%-ს კი მას­ზე არა­ფე­რი სმე­ნია.

personaluirreitingi-68003-1627919175.jpg

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­წო­ნი პერ­სო­ნა აღ­მოჩ­ნდა გა­მო­კი­თხულ­თა 40%-ის­თვის, 54%-ს კი ის არ მოს­წონს, 2%-ს მისი სა­ხე­ლი არ სმე­ნია.

რე­ი­ტინ­გის მე­ხუ­თე ად­გილს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რი ნიკა მე­ლია იკა­ვებს, ის 39%-ს ძა­ლი­ან მოს­წონს, 54%-ს არ მოს­წონს, ნიკა მე­ლი­ას სა­ხე­ლი არას­დროს სმე­ნია გა­მო­კი­თხულ­თა 1%-ს.

პარ­ტია „ლე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონს გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­თა 36%-ს, 49%-ს ის არ მოს­წონს, 4%-ს კი მას­ზე არა­ფე­რი სმე­ნია.

რე­ი­ტინ­გში მეშ­ვი­დე ად­გილს ანა დო­ლი­ძე იკა­ვებს, ის კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­თა 34%-ს მოს­წონს,46%-ს კი არ მოს­წონს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­მო­კი­თხულ­თა 31%-ის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და შე­სა­ბა­მი­სად, რე­ი­ტინ­გის მერ­ვე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი, რომ­ლებ­საც პრე­ზი­დენ­ტი არ მოს­წონთ, 65%-ს შე­ად­გენს.

გა­მო­კი­თხულ­თა 30 -30%-ის მო­წო­ნე­ბა აქვს „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ გი­ორ­გი ვა­შა­ძე­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვა­შა­ძე გა­მო­კი­თხულ­თა 60%-ს, კო­ბა­ხი­ძე კი 62%-ს არ მოს­წონს.

კვლე­ვა ჩა­ტარ­და 2021 წლის 15-30 ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში "სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის" კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის სა­ხე­ლით, ბალ­ტი­ის კვლე­ვე­ბი­სა და გე­ლა­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის დოქ­ტო­რი რასა ალი­შა­უს­კი­ნეს მიერ, სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და „IPM“- ის მიერ. მო­ნა­ცე­მე­ბი შეგ­როვ­და სტრა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს გზით. შერ­ჩე­ვა მო­ი­ცავ­და სა­არ­ჩევ­ნო ხმის უფ­ლე­ბი­სა და ასა­კის მქო­ნე 1500 რეს­პონ­დენტს. მო­ნა­ცე­მე­ბი შე­წო­ნილ იქნა ასა­კის, სქე­სის, რე­გი­ო­ნი­სა და და­სახ­ლე­ბის ზო­მის შე­სა­ბა­მი­სად. ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი წარ­მო­ად­გენს +/- 2.5 %, გა­მო­პა­სუ­ხე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - 74 %. კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მეშ­ვე­ო­ბით.

myquiz