"არ იმოგზაუროთ საქართველოში... ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულია ძალადობა, ან ორგანიზებული კრიმინალი" - რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე | Allnews.Ge

"არ იმოგზაუროთ საქართველოში... ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულია ძალადობა, ან ორგანიზებული კრიმინალი" - რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­იტ­ზე, ვებგ­ვერ­დის იმ ნა­წილ­ში, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლებს სა­ხელ­მწი­ფო რჩე­ვას აძ­ლევს და აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ, სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­თხე ზო­ნა­შია და მი­თი­თე­ბუ­ლია შემ­დე­გი - "არ იმოგ­ზა­უ­როთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.“

georgia-39274-1627888504.jpg

აღიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტორს ასა­ხე­ლებს.

"არ იმოგ­ზა­უ­როთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო“, - ნათ­ქვა­მია დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მაჩ­ვე­ნებ­ლის დონე არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი.

გარ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი­სა, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლებს აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

kriminali-39369-1627888536.jpg

"ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ძა­ლა­დო­ბა, ან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლი. ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს, შე­საძ­ლოა, არ ჰქონ­დეთ უნა­რი, რომ უპა­სუ­ხონ სე­რი­ო­ზულ კრი­მი­ნალს.

პო­ლი­ტი­კურ­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა, რე­ლი­გი­ურ­მა და ეთ­ნი­კურ­მა არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ძა­ლა­დო­ბა და ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდეს“ - ვკი­თხუ­ლობთ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზე.

myquiz