"ზოგს ჰგონია, იოლია იმის გაკეთება, რაც გაკეთებულია... ერთი მადლობის სიტყვა არ წამოცდებათ" - თენგიზ ცერცვაძე | Allnews.Ge

"ზოგს ჰგონია, იოლია იმის გაკეთება, რაც გაკეთებულია... ერთი მადლობის სიტყვა არ წამოცდებათ" - თენგიზ ცერცვაძე

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­ყუ­რა­დღე­ბოა, თუმ­ცა, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა უძ­ლებს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, იმის­თვის, რომ სა­ხელ­მწი­ფომ კი­დევ უფრო უკეთ მარ­თოს პრო­ცე­სი, მო­სახ­ლე­ო­ბამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა და­იც­ვას.

"ეპიდსი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­ყუ­რა­დღე­ბოა, მაგ­რამ ჯერ არ არის სა­გან­გა­შო. იმის თქმის უფ­ლე­ბას, რომ სა­გან­გა­შო არ არის, გვაძ­ლევს მხო­ლოდ ერთი ფაქ­ტი, ჯერ­ჯე­რო­ბით, კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი უძ­ლებს ამ დიდ გა­მოწ­ვე­ვას, რომ­ლის წი­ნა­შეც არის. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დატ­ვირ­თვაა და ჯერ პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში არ შექ­მნი­ლა არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა და კრი­ზი­სი ისე­თი, რო­მე­ლიც გვა­ფიქ­რე­ბი­ნებ­და იმას, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი ვე­ღარ მარ­თავს სი­ტუ­ა­ცი­ას.

მი­უ­ხე­და­ვად პა­ცი­ენ­ტე­ბის ასე­თი დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­სა, კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ციფ­რია, რო­მელ­საც ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ვა, ეს არის აქ­ტი­უ­რი კო­ვიდ ავად­მყო­ფე­ბის რი­ცხვი. ესე­ნი არი­ან კო­ვიდ ავად­მყო­ფე­ბი, რო­მელ­საც დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გი­ნათ და ჯერ გან­კურ­ნე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, ასე­თი არის 31 500 დღე­ის­თვის. ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში იყო 32 ათა­სი. ანუ, პრაქ­ტი­კუ­ლად ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბრის მაჩ­ვე­ნე­ბელს გა­ვუს­წორ­დით და დიდი ალ­ბა­თო­ბით, კი­დევ გა­იზ­რდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის წინა ტალ­ღე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი გა­ცი­ლე­ბით უკეთ მარ­თავს ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას.

"მო­დით, ნუ გა­მო­ვე­კი­დე­ბით ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებს, რომ სა­დღაც სას­წრა­ფომ 20 წუ­თით ან ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით და­აგ­ვი­ა­ნა. ასე, კო­ვი­დამ­დეც იგ­ვი­ა­ნებ­და სა­დღაც სას­წრა­ფო ერთ და ორ შემ­თხვე­ვა­ში. პა­ცი­ენ­ტთა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი, პრაქ­ტი­კუ­ლად სარ­ე­კორ­დო ნა­კა­დი იმარ­თე­ბა წარ­მა­ტე­ბით, გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე. ჩვენ­თან მკურ­ნა­ლო­ბის ხა­რის­ხი ყო­ველ­თვის კარ­გი იყო, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო და დღე­საც კარ­გი რჩე­ბა.

ზოგს ჰგო­ნია, რომ ძა­ლი­ან იო­ლია იმის გა­კე­თე­ბა, რაც გა­კე­თე­ბუ­ლია. ერთი მად­ლო­ბის სი­ტყვა არ წა­მოც­დე­ბათ, პი­რი­ქით ამ­ბო­ბენ, თით­ქოს გა­მად­ლი­ან, რო­გორ, ჩვენ არ ვართ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი კო­ვი­დის გავ­რცე­ლე­ბა­ზე ან მის მარ­თვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?! პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თქვენ ხართ და რო­გორც გინ­დათ ისე უნდა მი­ხე­დეთ და მო­უ­ა­რე­თო.მარ­თა­ლია,სა­ხელ­მწი­ფოა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა მარ­თოს, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბამ თუ არ და­უ­ჯე­რა სა­ხელ­მწი­ფოს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, მი­თი­თე­ბებს და მას არ და­ეხ­მა­რა, მა­შინ სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.