შაკირას პატიმრობა ემუქრება- რას ედავება პროკურატურა ცნობილ ვარსკვლავს? | Allnews.Ge

შაკირას პატიმრობა ემუქრება- რას ედავება პროკურატურა ცნობილ ვარსკვლავს?

ცნობილები გადასახადებს მუდამ კეთილსინდისიერად, რომ არ იხდიან ეს ცნობილი ამბავია, სწორედ გადასახადების დამალვის გამო ჩასვეს ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელის შტეფი გრაფის მამა ციხეში. ძმები შუმახერებიც შვეიცარიის მოქალაქეები გახდნენ, რადგან გერმანული კანონმდებლობით მიღებული შემოსავალი მაღალი განაკვეთით იბეგრება.

ახლა კი გადასახადების გადაუხდელობის გამო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ცნობილ კოლუმბიელ მომღერალ შაკირას, რომელიც არანაკლებ ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის პიკეს მეუღლეა. 44 წლის კოლუმბიელ მომღერალს ესპანური პროკურატურა ედავება 2012, 2013 და 2014 წელს სახელმწიფო საგადასახადო სისტემისათვის 14, 5 მილიონი ევროს გადაუხდელობას.

gerard-pique-and-shakira-attend-the-festa-de-esport-catala-news-photo-1580340413-1627817731.jpg

გამოძიება 3 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, გამოძიებას აქვს სრული საფუძველი პროკურატურამ აღძრას სისხლის სამართლის საქმე შაკირას წინააღმდეგ. შაკირას განცხადებით ის გადასახადს არ იხდიდა, რადგან არ ცხოვრობდა ესპანეთში. მისი თქმით, იმ პერიოდში ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობდა.

მაგრამ საგადასახადოს ინსპექტორები სხვაგვარად ფიქრობენ. მათი თქმით იმ პერიოდში შაკირამ წელიწადში 183 დღე გაატარა ესპანეთში, შესაბამისად მას სახელმწიფოსთვის უნდა გადაეხადა ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული რაოდენობის გადასახადი.

ინსპეტრორებს არ ის გამორჩენიათ, რომ ჟერარ პიკეთან ერთად ცხოვრობდა და რომ აქვე შეეძინა ორივე შვილი: მილანა და საშა. თავის მხრივ შაკირას ქმარმა ჟერარ პიკემ 2007-2010 წლებში ესპანურ საგადასახადოს დაუმალა 2 მილიონი ევრო, რის გამოც მის წინააღმდეგაც იყო საქმე აღძრული, საბოლოოდ პიკემ გადაიხადა ის თანხა რომელსაც ესპანური პროკურატურა და საგადასახადო სტრუქტურა ედავებოდა.

e6f55be31c6d43f2b69df325df5ea4d0500x5002x-1627817754.jpg

დააკავებენ თუ არა ცნობილ მომღერალს ეს მასზეა დამოკიდებული, თუ შაკირა დროულად გადაიხდის გონივრულ ვადაში დაწესებულ გადასახადს, მას მოუხსნიან ბრალდებას.

myquiz