"უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ... გაუგონარი ამბავია, როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებას? | Allnews.Ge

"უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ... გაუგონარი ამბავია, როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებას?

თბი­ლის­ში და­კარ­გუ­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ. ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია რა ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა 31 წლის ტუ­რის­ტი, შანე ბრუ­კი.

ცნო­ბის­თვის, მისი კვა­ლი გუ­შინ­დე­ლი დღი­დან იკარ­გე­ბა. რო­გორც მე­გობ­რე­ბის ჰყვე­ბი­ან, გო­გო­ნა მთაწ­მინ­დის ტე­რი­ტო­ი­ა­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში 100 მაშ­ვე­ლი იყო ჩარ­თუ­ლი. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძი­ე­ბა 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

მომ­ხდარ ფაქტს სრუ­ლი­ად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა. ისი­ნი წე­რენ, რომ გო­გო­ნას გა­უჩ­ნა­რე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი იმიჯს შე­უ­ლა­ხავს ქვე­ყა­ნას და ქარ­თულ ტუ­რიზ­მზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იმოქ­მე­დებს.

ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი, პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რი: "სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნებს (ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ტუ­რის­ტებს, ქა­ლებს, ბავ­შვებს) აქვთ და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა.ეს გან­ცდა ჩნდე­ბა მა­შინ, როცა ხე­დავ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბის­გან უნდა გი­ცავ­დეს, გან­ზე დგას და გე­უბ­ნე­ბა - „რა ვქნა არ შე­მიძ­ლია, ვერ გი­ცავ, შე­ნით მო­აგ­ვა­რე“ - ანუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლა­დო­ბის­გან შენი დაც­ვის სა­ბა­ზი­სო ფუნ­ქცი­ას ვერ/არ ას­რუ­ლებს, უსუ­სუ­რი და კომ­პე­ტენ­ცი­ის­გან დაც­ლი­ლია;როცა ხე­დავ, რომ ძა­ლა­დო­ბის აღ­კვე­თა­ზე და შენს დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი, ძა­ლა­დო­ბას არა­თუ გმო­ბენ მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნე­ბი­დან, არა­მედ ზოგ­ჯერ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და ზოგ­ჯერ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ახა­ლი­სე­ბენ მას, აღ­ვი­ვე­ბენ და­პი­რის­პი­რე­ბას;

როცა ხე­დავ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვიწ­რო­პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით თუ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მოტ­ვა­ცი­ით, და­ნა­შა­ულს პა­ტი­ობს მათ შო­რის მათ, ვი­საც წეს­რი­გის დამ­ცველ პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე იე­რი­ში მი­აქვთ;როცა ხე­დავ, რომ და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გამო, დამ­ნა­შა­ვის­თვის სა­მარ­თლი­ა­ნი სას­ჯე­ლი გარ­და­უ­ვა­ლი არ არის და და­უს­ჯე­ლო­ბა არც თუ ისე იშ­ვი­ა­თია;როცა ხე­დავ რომ, მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ფა­სე­ბის - მი­ნი­მუმ შეშ­ფო­თე­ბის და დაგ­მო­ბის ნაც­ვლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვის მარ­თლე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­შუ­ა­ლე­ბებს (და­ნა­შა­უ­ლი ყველ­გან ხდე­ბა, სტა­ტის­ტი­კა არ გაზ­რდი­ლა, მე­დი­ის ბრა­ლია და ა.შ.) გთა­ვა­ზობს.სიმ­შვი­დის და და­ცუ­ლო­ბის გან­ცდის გა­რე­შე ქვე­ყა­ნა წინ ვერ წავა ! ამი­ტომ, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი რა­საც #სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­ვა­კე­თებთ - და­ვას­რუ­ლებთ და­პი­რი­პი­რე­ბას, შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბას, ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას, ადა­მი­ა­ნებს და­ვუბ­რუ­ნებთ სიმ­შვი­დის გან­ცდას და ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ პირ­ველ რიგ­ში იმ რე­ფორ­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის გზით, რო­მე­ლიც და­ვი­წყეთ და დღეს სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი აღარ არის".

ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი: ერთი ტუ­რის­ტის მკვლე­ლო­ბა­ზე რომ იყოს სა­პა­სუ­ხო, ჯან­და­ბას-მეთ­ქი, მა­ინც ვერ ვი­ტყო­დი, მაგ­რამ, კრი­მი­ნა­ლურ ჩარ­ჩი­ებ­ში ჩავ­ტო­ვებ­დი ამ მკვლე­ლო­ბას... რაც არის კი­დეც! მაგ­რამ... აქ აღარ და ვე­ღარ ვი­სა­უბ­რებთ ერთ კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვა­ზე, რად­გან ყვე­ლა ვხვდე­ბით, რომ ეს მკვლე­ლო­ბაც, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბლო­გე­რის და­ღუპ­ვაც, ბა­თუმ­ში რომ დი-ჯეი დაჭ­რეს, ისიც და სვა­ნეთ­ში რომ უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი და აღარ ჩა­მო­დის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი კონ­ტექ­სტის ნა­წი­ლია.მე­ტიც, ამა­ვე კონ­ტექ­სტის ნა­წი­ლია ნა­ცე­მი და მერე მოკ­ლუ­ლი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა;

ამა­ვე კონ­ტექ­სტის ნა­წი­ლია გია ვოლ­სკია მიერ ლაშ­ქა­რა­ვას ფო­ტოს გა­მო­გლეჯ­ვა; ამა­ვე კონ­ტექ­სტის ნა­წი­ლია წუ­ლუ­კი­ა­ნის არ­ნა­ხუ­ლი სი­თავ­ხე­დე; ამა­ვე კონ­ტექ­სტის ნა­წი­ლია ვა­კე­ლი თუ ბა­თუ­მე­ლი ორ­კე­ბის ძა­ლა­დო­ბა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე და ა.შ.გუნ­დას ჰგავს და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც ზვა­ვად გა­და­იქ­ცე­ვა!და ეს ზვა­ვი ჩა­ი­ტანს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სა­ხელ­მწი­ფოს!

განაგრძეთ კითხვა