რა რისკების წინაშე დადგებიან პენსიონერები, თუკი პენსიის განაწილება ერთის მაგივრად რამდენიმე ბანკს ჩაბარდა? | Allnews.Ge

რა რისკების წინაშე დადგებიან პენსიონერები, თუკი პენსიის განაწილება ერთის მაგივრად რამდენიმე ბანკს ჩაბარდა?

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ არა ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა თუ ლი­დე­რი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, და­პირ­და ამომ­რჩე­ველს, რომ ე.წ. სა­პენ­სიო სეს­ხებ­ზე გა­ნაკ­ვე­თებს „შე­უმ­ცი­რებ­დნენ“. მას შემ­დეგ, რაც სა­კი­თხში უკეთ ჩა­ი­ხე­დეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ამ­გვარ სეს­ხებ­ზე არ­სე­ბუ­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი სა­შუ­ა­ლო სა­ბაზ­რო გა­ნაკ­ვე­თის ტოლი იყო და მისი გა­ნა­ხევ­რე­ბა, რო­გორც ამას ამომ­რჩე­ველს და­პირ­დნენ, ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია, პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი სა­პენ­სიო მომ­სა­ხუ­რე­ბის ტენ­დე­რის დაშ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვიდ­ნენ, იმ სა­ბა­ბით, რომ კონ­კუ­რენ­ცია ბან­კებს შო­რის გა­იზ­რდე­ბო­და და პენ­სი­ო­ნე­რებ­საც სხვა­დას­ხვა ბან­კე­ბი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი რე­ა­ლო­ბას მკვეთ­რად აც­დე­ნი­ლია და მო­სახ­ლე­ო­ბის, ანუ ამომ­რჩევ­ლის გუ­ლის მო­გე­ბა­სა და მათ ემო­ცი­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამი­ტომ, ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სა­პენ­სიო ტენ­დე­რის დაშ­ლის შემ­თხვე­ვა­ში და ვინ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, ვინ მი­უ­ტანს პენ­სი­ას მთი­ან რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ 200 ათა­სამ­დე პენ­სი­ო­ნერს, ხომ არ მო­უ­წევთ მათ ამ ხარ­ჯის სა­კუ­თა­რი ჯი­ბი­დან გა­დახ­და, ხომ არ გა­უ­ა­რეს­დე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბა, რაც დღეს შე­უ­ფერ­ხებ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა?

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის თით­ქმის მე­ო­თხე­დი, დღეს ისეთ სოფ­ლებ­ში ცხოვ­რობს, სა­დაც არც ბან­კის ფი­ლი­ა­ლი და არც ბან­კო­მა­ტი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, მათ შო­რის არც სა­პენ­სიო სერ­ვი­სის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი „ლი­ბერ­თი ბან­კის". სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, ასე­თი სო­ფე­ლი, დღე­ი­სათ­ვის 1 300-ზე მე­ტია.

შე­სა­ბა­მი­სად, ამ სოფ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­პენ­სიო მომ­სა­ხუ­რე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აშე­ნე­ბას და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბი დას­ჭირ­დე­ბა. პენ­სი­ო­ნე­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე ბან­კი ვალ­დე­ბუ­ლია, ყო­ველ­თვი­უ­რად, დად­გე­ნილ ვა­და­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში, თუნ­დაც „ხე­ლით მი­ი­ტა­ნოს“ და ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბი ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით და­უ­რი­გოს.

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, დღეს, 1 300 სო­ფელ­ში მცხოვ­რებ 200 000 ადა­მი­ან­თან პენ­სია „ლი­ბერ­თის“ თა­ვი­სი მოძ­რა­ვი სერ­ვის­ცენ­ტრე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, შე­უ­ფერ­ხებ­ლად მი­აქვს. 30 ათა­სამ­დე ბე­ნე­ფი­ცი­არ­თან კი ბან­კის გამ­სვლელ მო­ლა­რე­ებს თან­ხა სხვა­დას­ხვა ტრან­სპორ­ტით, ზოგ­ჯერ ფე­ხი­თაც კი მი­აქვთ, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ამ სოფ­ლებ­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. სწო­რედ ამ მიდ­გო­მის გამო, მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, კუთ­ვნილ თან­ხას ყო­ველ­თვის გან­სა­ზღვრულ დროს, დაგ­ვი­ა­ნე­ბის გა­რე­შე იღე­ბენ.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი მომ­სა­ხუ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ბანკზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ისე­დაც მი­ზე­რუ­ლი თან­ხის დრო­უ­ლად მი­წო­დე­ბა შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით შე­ფერ­ხდეს. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ტენ­დე­რის დაშ­ლა (ანუ სა­პენ­სიო გა­სა­ცემ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ბან­კებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბა) ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაძ­ვი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს, რაც ან სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს უნდა და­აწ­ვეს ტვირ­თად, ან კი­დევ უა­რე­სი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და პენ­სი­ის მი­წო­დე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და შე­საძ­ლოა პენ­სი­ო­ნერს თა­ვი­სი ჯი­ბი­დან მო­უხ­დეს.

სა­პენ­სიო გა­სა­ცემ­ლე­ბის სერ­ვის­ში რამ­დე­ნი­მე ბან­კის ჩარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, გარ­თულ­დე­ბა ად­მი­ნის­ტრი­რე­ბაც. მა­გა­ლი­თად, ახლა ერთი მომ­სა­ხუ­რე ბან­კის შემ­თხვე­ვა­ში, ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას მთლი­ა­ნად ბან­კი ახორ­ცი­ე­ლებს, ტენ­დე­რის დაშ­ლის პი­რო­ბებ­ში კი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ტვირ­თი ძი­რი­თა­დად სა­ხელ­მწი­ფო­ზე გა­და­ვი­დეს. შე­დე­გად კი, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა ხარ­ჯი, რად­გან ამ პრო­ცე­სის მარ­თვა სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­უ­წევს, რო­მელ­საც დღეს სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლი აქვს ერთ ბანკთან ურ­თი­ერ­თო­ბით. ტენ­დერ­ში რამ­დე­ნი­მე ბან­კის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რაც თა­ვის მხრივ, პენ­სი­ის მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა.

სამ­წუ­ხა­როა, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის ნაც­ვლად, მხო­ლოდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით ცდი­ლო­ბენ ელექ­ტო­რა­ტის თვალ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას და სი­ტყვას საქ­მე ნაკ­ლე­ბად მოჰ­ყვე­ბა მათი მხრი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად არც იმ შე­დე­გებ­ზე ფიქ­რო­ბენ, რაც შე­საძ­ლოა მათ პო­პუ­ლის­ტურ ინი­ცი­ა­ტი­ვებს მოჰ­ყვეს.

დღეს სა­ხელ­მწი­ფო არა­ფერს უხ­დის ბანკს, რო­მე­ლიც პენ­სი­ებს და სხვა სო­ცი­ა­ლურ გა­სა­ცემ­ლებს ექ­სკლუ­ზი­უ­რად ემ­სა­ხუ­რე­ბა და რო­მე­ლიც ყო­ველ­თვი­უ­რად, დაგ­ვი­ა­ნე­ბის გა­რე­შე, უფა­სოდ არი­გებს პენ­სი­ას, სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. პენ­სი­ო­ნე­რე­ბი და სხვა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი კი ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას უფა­სოდ იღე­ბენ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სის­ტე­მამ გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ოს კრი­ზი­სის დრო­საც და პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დე­ბელ­მა ბან­კმა ეფექ­ტუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს პრო­ცე­სის მარ­თვა და მო­ა­ხერ­ხოს სერ­ვი­სის უწყვე­ტო­ბა და მისი ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ამ ამო­ცა­ნის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ყვე­ლას­თვის ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის დროს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ხან­გრძლი­ვი „ლო­ქ­და­უ­ნის“ პი­რო­ბებ­ში, როცა სრუ­ლი ჩა­კეტვის პი­რო­ბებ­შიც კი მო­სახ­ლე­ო­ბა პენ­სი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ გა­სა­ცემ­ლებს შე­უ­ფერ­ხებ­ლად და დრო­უ­ლად იღებ­და.

ყვე­ლას ახ­სოვს, პან­დე­მი­ის პიკ­ში, სწო­რედ იმი­ტომ, რომ არ მომ­ხდა­რი­ყო ერ­თდრო­უ­ლად პენ­სი­ის გა­ცე­მით რი­გე­ბის ზრდა, რაც გა­მო­იწ­ვევ­და ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ტე­ბას ასა­კო­ვან მომ­ხმა­რე­ბელ­ში, ლი­ბერ­თიმ სწრა­ფი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბით გა­ა­ნა­წი­ლა მომ­ხმა­რე­ბე­ლი და ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დღე გა­ნუ­სა­ზღვრა სერ­ვი­სის მი­სა­ღე­ბად.

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დიდი ქა­ლა­ქე­ბის, მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბის და რა­ი­ო­ნე­ბის გარ­და, გა­აზ­რე­ბუ­ლად გა­და­წყდეს მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ­თათ­ვის პენ­სი­ე­ბის და­რი­გე­ბის სა­კი­თხი და პო­ლი­ტი­კუ­რი პო­პუ­ლიზ­მის გამო, ათა­სო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, სა­ხელ­მწი­ფოს­თან და ბიზ­ნეს­თან ერ­თად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდეს.