დაწესდება თუ არა კოვიდ-რეგულაციები ქვეყანაში?- რას ამბობს თამარ გაბუნია შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე | Allnews.Ge

დაწესდება თუ არა კოვიდ-რეგულაციები ქვეყანაში?- რას ამბობს თამარ გაბუნია შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მომ­დევ­ნო ერთი კვი­რა შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად კრი­ტი­კუ­ლი იქ­ნე­ბა.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, შე­ზღუდ­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი კრი­ტი­კუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის დად­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში.

"ვფიქ­რობ, ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სწრა­ფი წარ­მარ­თვაა. უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ, რო­გო­რი ტემ­პით გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. 8 ათა­სამ­დე სწო­ლი არის ის რა­ოდ­ნე­ო­ბა, რაც ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყოს. ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, ერ­თდრო­უ­ლად 34-35 ათა­სი აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა იმარ­თა ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბრე­ში. შემ­დეგ არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი რე­ზერ­ვი, თუმ­ცა გარ­თულ­დე­ბა მარ­თვის პრო­ცე­სი. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მომ­დევ­ნო ერთი კვი­რა იქ­ნე­ბა კრი­ტი­კუ­ლი“,- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.