გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია | Allnews.Ge

გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია

+100 წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი აიღო. ფინალში თუშიშვილი ჩეხეთის წარმომადგენელთან, ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ჩეხმა ძიუდოისტმა ზედიზედ მეორე ოლიმპიადა მოიგო - 2016 წელს რიოში მან 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

თუშიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ტაჯიკეთის წარმომადგენელ რახიმოვს დამაჯერებლად სძლია. მეოთხედფინალში კი ბრაზილიის ნაკრების წევრი და 2-გზის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, რაფაელ სილვა გაფრთხილებებით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში თუშიშვილმა რუს ტამერლან ბაშაევს სძლია.