"მინდა, ემიგრანტი ბებია და დეიდა ჩამოვიყვანო საქართველოში" - ლაშა ბექაურის პასუხი კითხვაზე, რაში დახარჯავს მილიონს | Allnews.Ge

"მინდა, ემიგრანტი ბებია და დეიდა ჩამოვიყვანო საქართველოში" - ლაშა ბექაურის პასუხი კითხვაზე, რაში დახარჯავს მილიონს

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი, 21 წლის ლაშა ბე­ქა­უ­რი ამ­ბობს, რომ სურს, ემიგ­რა­ცი­ი­დან ბე­ბია და დე­ი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნოს. ამის შე­სა­ხებ ბე­ქა­ურ­მა "ტვ პირ­ვე­ლის"ეთერ­ში ტო­კი­ო­დან ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

ბე­ქა­ურს ჰკი­თხეს, თუ რაში აპი­რებს იმ მი­ლი­ო­ნის და­ხარ­ჯვას, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან მი­ი­ღებს.

"ბე­ბი­ა­ჩე­მი და დე­ი­და­ჩე­მი არი­ან სა­ბერ­ძნეთ­ში, იქ მუ­შა­ო­ბენ, ემიგ­რან­ტე­ბი არი­ან და მინ­და, რომ ისი­ნი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნო სა­ქარ­თვე­ლო­ში. ზო­გა­დად, არ მი­ფიქ­რია რას ვუ­ზამ მი­ლი­ონს.

დედა ყო­ველ­თვის ეკ­ლე­სი­ა­ში არის ხოლ­მე ჩემი შე­ჯიბ­რის დღეს, ვერ მი­ყუ­რებს ხოლ­მე. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და ახ­ლაც", - ამ­ბობს ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი.

ცნო­ბის­თვის ლა­შამ სა­ქარ­თვე­ლოს ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა. ის 90კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზობს. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში რუსი, ხოლო ფი­ნალ­ში გერ­მა­ნე­ლი მე­ტო­ქე და­ა­მარ­ცხა და ოქ­როს მე­დალს და­ე­უფ­ლა.