შეიძლება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ დაბანა? | Allnews.Ge

შეიძლება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ დაბანა?

ზოგადად, ვაქცინაციის შემდეგ, ექიმები ურჩევდნენ დაბანისაგან თავის შეკავებას. რატომ არ შეიძლება დაბანა? ასეთი სიფრთხილის მიზეზები პრაქტიკულად არ ახსნილა. ბევრი ექსპერტი მსგავს ზომებს საბჭოთა მემკვიდრეობად ხსნის.

სხვა ქვეყნებში ექიმები ამგვარ რეკომენდაციას არ იძლევიან აცრებთან დაკავშირებით.

შესაძლებელია დაბანისაგან თავის შეკავების რეკომენდაცია აიხსნას იმ ფაქტით, რომ კორონავირუსის აცრის ადგილის დასველებით შესაძლებელია განვითარდეს ანთებითი პროცესი, რადგანაც ნანემსარის ადგილზე კანი დაზიანებულია და აღინიშნება ჭრილობა. შესაბამისად ნებისმიერი მანიპულაციები, სჯობს რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე.

ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ნანემსარის ადგილზე წყლის ზემოქმედების დამადასტურებელი სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.

ვაქცინაციიდან პირველი სამი დღის განმავლობაში არაა რეკომენდებული ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, საუნა, მაგრამ შხაპის მიღება თავისუფლად შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ, თემაზე- ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება თუ არა ბანაობა- დისკუსია არც მიმდინარეობს და ეს სრულიად დასაშვებია.