რა აღმოუჩინეს იმ ადამიანებს, რომლებიც პლასტმასის ბოთლიდან წყალს სისტემატურად სვამდნენ? | Allnews.Ge

რა აღმოუჩინეს იმ ადამიანებს, რომლებიც პლასტმასის ბოთლიდან წყალს სისტემატურად სვამდნენ?

პლასტმასის ბოთლებიდან წყლის რეგულარულად სმა საზიანოა ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის - ამ დასკვნამდე მივიდნენ საერთაშორისო ექსპერტები ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 1500 მოხალისემ. მათ შორის ორსულებმა და ბავშვებმა.

ექსპერიმენტში მონაწილე ყველა პირს საფუძვლიანი სამედიცინო კვლევა უტარდებოდა. ისინი სხვადასხვა ანალიზს აბარებდნენ. კვლევაში მონაწილე პირებს, რომლებიც უპირატესად ბოთლის წყალს სვამდნენ, შარდში დიდი რაოდენობით აღმოაჩნდათ ორგანიზმისთვის საშიში ნივთიერება ბისფენოლ-A. ეს ნივთიერება იმ პლასტიკატის შემადგენლობაშია, რომლისგანაც ტარა მზადდება.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ბისფენოლ-A ტოქსიკურია და გარკვეულ პირობებში სითხეში ადვილად იხსნება. შესაბამისად, პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყალი ამ მავნე ნივთიერების მცირე რაოდენობით შემცველობის შემთხვევაშიც კი საზიანოა ორგანიზმისთვის, შესაძლოა თავის ტკივილის პროვოცირება მოახდინოს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მიზეზი გახდეს. ამიტომაც გვირჩევენ, წყალი პოლიეთილენის ბოთლებიდან ნაკლებად მივირთვათ.