"გონების დაკარგვამდე მთვრალი ხალხი, 90-იანი წლების მსგავსი დისკოთეკები და დაჭაობებული რიწა..." - რას წერს რუსი ბლოგერი აფხაზურ ტურიზმზე? | Allnews.Ge

"გონების დაკარგვამდე მთვრალი ხალხი, 90-იანი წლების მსგავსი დისკოთეკები და დაჭაობებული რიწა..." - რას წერს რუსი ბლოგერი აფხაზურ ტურიზმზე?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლო რუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად მა­ტუ­ლობს. კრემ­ლის­ტუ­რი გა­მო­ცე­მა lenta.ru აქ­ვეყ­ნებს yandex.ru-ს ბლო­გე­რის რე­პორ­ტა­ჟის შე­მოკ­ლე­ბულ ვა­რი­ანტს, სა­დაც ავ­ტო­რი რე­გი­ო­ნის 4 ძი­რი­თად უარ­ყო­ფით მხა­რე­ზე წერს, მათ შო­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რია ის, რომ "აფხა­ზეთ­ში ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რია".

"არა­და, აქ ად­რეც ვი­ყა­ვი და მა­შინ სხვებ­საც ვუ­წევ­დი რე­კო­მენ­და­ცი­ას... ახლა კი, ყვე­ლა­ფე­რი უა­რე­სო­ბის­კენ შეც­ვლი­ლა".

გა­მო­ცე­მის ბლო­გერ­თან სა­უ­ბარ­ში რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას აღ­წე­რენ.

ისი­ნი 45-წლამ­დე ადა­მი­ა­ნებს აფხა­ზეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლას არ ურ­ჩე­ვენ, ოღონდ ეს იმათ ეხე­ბათ, ვინც ნარ­კო­ტიკს არ მო­იხ­მარს.

რაც შე­ე­ხე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს, მსუ­ბუ­ქი იქ­ნე­ბა თუ "მძი­მე", მათ­თვის დიდი არ­ჩე­ვა­ნია, ისე­ვე, რო­გორც ალ­კოჰო­ლის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის. აქ არის ჭაჭა, ღვი­ნო, სომ­ხუ­რი კო­ნი­ა­კი" - ჰყვე­ბი­ან რუსი ტუ­რის­ტე­ბი.

"უკვე მე­ო­რედ ვწერ აფხა­ზეთ­ში დას­ვე­ნე­ბა­ზე და იმ ოთხ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მხა­რე­ზე უნდა ვი­სა­უბ­რო, რო­მელ­საც 2021 წელს აფხა­ზეთ­ში გა­და­ვა­წყდი - რო­გორ გა­ტყუ­ე­ბენ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ზე; ეს არის მთა­ვა­რი სა­კი­თხი, რა­შიც გა­მო­უც­დელ ტუ­რის­ტებს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ატყუ­ე­ბენ. სა­ნამ თა­ვად არ გა­და­ვა­წყდი ამ პრობ­ლე­მას, მა­ნამ­დე მეც ყვე­ლას ვენ­დო­ბო­დი. "ბუ­კინგზე" ულა­მა­ზე­სი სახ­ლე­ბი და ბი­ნე­ბი ძა­ლი­ან ია­ფად არის, თუმ­ცა ჩახ­ვალ და სხვა რე­ა­ლო­ბა გხვდე­ბა...

იმ­დე­ნად შე­უ­სა­ბა­მო ოთა­ხი დამ­ხვდა, წას­ვლა მინ­დო­და, მაგ­რამ რო­დე­საც მე მკბე­ნა­რებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა­ზე უარი ვთქვი და წას­ვლა და­ვა­პი­რე, ფუ­ლიც არა­ვინ და­მიბ­რუ­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვებს ჯავ­შა­ნი და მომ­სა­ხუ­რე­ბის წე­სე­ბი, სა­ერ­თოდ არ აღელ­ვებთ. პერ­სო­ნალ­თან ვრე­კავ­დი და არც ეგ აინ­ტე­რე­სებ­დათ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ია­ფი­ან სას­ტუმ­რო­ში ხარ თუ ძვი­რი­ან­ში" - წერს ავ­ტო­რი.

მი­სი­ვე თქმით, ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სრუ­ლე­ბი­თაც არ არი­ან კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ტუ­რის­ტე­ბის მი­მართ, რაც ბო­ლოს ტუ­რის­ტებ­ზე თავ­დას­ხმით გა­მო­ი­ხა­ტა.

"ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის კვალ­დაკ­ვალ, არა­ერ­თი კონ­ფლიქ­ტი მქონ­და ტუ­რის­ტებ­თა­ნაც. ასე­თი უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა ვნა­ხე - ჩა­მოვ­ლენ, თავი იქა­უ­რო­ბის ბა­ტონ-პატ­რო­ნი ჰგო­ნი­ათ და მერე დე­ბოშს აწყო­ბენ. რა­ტომ­ღაც მი­აჩ­ნი­ათ, რომ ისი­ნი აფხა­ზეთ­ში ფულს "ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­სას­ჯე­ლად" ხარ­ჯა­ვენ და ამი­ტომ შე­უძ­ლი­ათ ისე მო­იქ­ცნენ, რო­გორც მო­ე­სურ­ვე­ბათ.

ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ღვი­ნო სწრა­ფად ათ­რობთ. ამი­ტომ, ხში­რად ნა­ხავთ ქუ­ჩა­ში გო­ნის და­კარ­გვამ­დე მთვრალ და არა­ა­დეკ­ვა­ტურ ტუ­რის­ტებს... ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც არ ვურ­ჩევ ახალ­გაზ­რდებს ის ჩას­ვლას, ესეც არის, რომ იქ მთვრალ ტუ­რის­ტებს შო­რის მუდ­მი­ვად არის ჩხუ­ბი. გო­გო­ნებ­საც კი არ ინ­დო­ბენ, ერ­თა­დერ­თი, პენ­სი­ო­ნე­რებს არ ეხე­ბი­ან..." - წერს რუსი ბლო­გე­რი.

ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზე­თი მოს­კო­ვი და სოჭი კი არა, მიყ­რუ­ე­ბუ­ლი ლა­ზა­რევ­სკის მსგავ­სიც კი არ არის.

"გარ­თო­ბა ნული. ზი­ხარ ნო­მერ­ში, ცუდი ვაი-ფაის იმე­დად და მაქ­სი­მუ­მი, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თო, არის სა­ღა­მოს სა­ნა­პი­რო­ზე სე­ირ­ნო­ბა და სად­მე რეს­ტო­რან­ში წა­ხემ­სე­ბა. ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის არა­ვი­თა­რი გა­სარ­თო­ბი არ არ­სე­ბობს, ექ­სკურ­სი­ებს თუ არ ჩავ­თვლით, რო­მე­ლიც ამ სი­ცა­რი­ე­ლეს ვერ ავ­სებს. სას­ტუმ­რო­ებ­ში სა­ღა­მო­ო­ბით წვე­უ­ლე­ბე­ბი, ძა­ლი­ან ჰგავს 90-იანი წლე­ბის დის­კო­თე­კებს, ისევ და ისევ მთვრა­ლი ტუ­რის­ტე­ბით და აგ­რე­სი­უ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბით" - წერს ის.

რუსი ბლო­გე­რი წერს, რომ ექ­სკურ­სი­ა­ზე ან ჯი­პე­ბით დაჰ­ყავთ, ან ავ­ტო­ბუ­სე­ბით, ახალ ათონ­სა და რი­წა­ზე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის და­ბა­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მა­შინ­ვე აფუ­ჭებს.

"ფო­ტო­ებს ათ­ვა­ლი­ე­რებ და ფიქ­რობ, რომ იქ ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა და სი­ლა­მა­ზე დაგ­ხვდე­ბა, მაგ­რამ ად­გილ­ზე ბინ­ძუ­რი, დან­გრე­უ­ლი და გა­ოხ­რე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა გხვდე­ბა... ამი­ტო­მაც უწო­დებ­და უამ­რა­ვი ბლო­გე­რი რი­წას ჭა­ობს, ასეც არის. ახალ­გაზ­რდებ­მა იქ რა უნდა გა­ა­კე­თონ - სმა-ჭამა ხომ სახ­ლშიც შე­იძ­ლე­ბა. ამ გან­წყო­ბის კომ­პენ­სი­რე­ბას ზღვა ვერ ახერ­ხებს", - წერს ავ­ტო­რი.

მის ინ­ტერ­ნეტ-პორ­ტალს 40 ათა­სამ­დე გა­მომ­წე­რი ჰყავს. აფხა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ პუბ­ლი­კა­ცი­ას გა­ეცვნენ, წე­რენ, რომ "სი­ნამ­დვი­ლე­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბი თურ­მე იმა­ზე მეტ არა­კე­თილ­გან­წყო­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ, ვიდ­რე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან იღე­ბენ, რად­გან ძა­ლი­ან უმა­დუ­რე­ბი არი­ან".

სხვე­ბის თქმით, რუსი ტუ­რის­ტი რე­ა­ლო­ბას აღ­წერს, რად­გან "რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად უა­რე­სო­ბის­კენ მი­დის და დამ­სვე­ნე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მუდ­მი­ვად იკ­ლებს".

myquiz