ქორწილსა და სხვა სუფრაზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ - უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით" - ამირან გამყრელიძე | Allnews.Ge

ქორწილსა და სხვა სუფრაზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ - უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით" - ამირან გამყრელიძე

"იმის ნაც­ვლად, რომ დღეს წა­ვი­დეთ ქორ­წილ­ში და სხვა სუფ­რა­ზე, წა­ვი­დეთ და ავიც­რათ", - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლი არ არის, აღ­ნიშ­ნულ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კი ყვე­ლამ, მათ შო­რის, თა­ვა­დაც უნდა აი­ღოს.

"თქვენ მხარს და­უ­ჭერთ იმას, რომ დღეს გა­მო­ცხად­დეს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა და მკაც­რი "ლოკ­და­უ­ნი“ ქვე­ყა­ნა­ში? თუ ჩვენ, მე, თქვენ, შე­ვას­რუ­ლებთ იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, ანუ არ წა­ვალთ ქორ­წილ­ში, არ ჩა­ვა­ტა­რებთ დიდ წვე­უ­ლე­ბას, არ აღ­ვნიშ­ნავთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის და სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის დიდ თავ­ყრი­ლო­ბებს, თუ არ წა­ვალთ და არ ვიქ­ნე­ბით მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, სა­დაც 10 000 ადა­მი­ა­ნი იკ­რი­ბე­ბა, კუს ტბა­ზე, ლი­სის ტბა­ზე და ა.შ. თუ ამას გა­ვი­თა­ვი­სებთ ყვე­ლა, რომ ცე­ცხლს ვე­თა­მა­შე­ბით დღეს, მა­შინ, არ გვექ­ნე­ბა. იმის ნაც­ვლად, რომ დღეს წა­ვი­დეთ ქორ­წილ­ში და სხვა სუფ­რა­ზე, წა­ვი­დეთ და ავიც­რათ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.