"დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან ჰგავს ნო­ემ­ბერს"- რა რეგულაციის დაწესებაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე | Allnews.Ge

"დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან ჰგავს ნო­ემ­ბერს"- რა რეგულაციის დაწესებაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე

"ეპიდსი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ გარ­თუ­ლე­ბუ­ლია - დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან ჰგავს ნო­ემ­ბერს", - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა და მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია.

"ყვე­ლა ინ­დი­კა­ტორ­ში სამ­წუ­ხა­როდ გა­უ­ა­რე­სე­ბა გვაქვს - ინ­ცინ­დენ­ტო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. თუ არ გა­ვი­თა­ვი­სეთ, რომ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას შე­ა­კა­ვებს მხო­ლოდ მა­სობ­რი­ვი აც­რე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა, ისე არა­ფე­რი არ გა­მო­ვა. უნდა და­ვიც­ვათ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე ყველ­გან, და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში ყველ­გან და ღია სივ­რცე­ში იქ, სა­დაც იკ­რი­ბე­ბა 5-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, ასე­ვე ყვე­ლა­ნა­ირ დიდ შეკ­რე­ბებს თავი უნდა ავა­რი­დოთ, იქ­ნე­ბა ეს ქორ­წი­ლი, ქელე­ხი, კონ­ცერ­ტი თუ სხვა - ამა­ზე უარი უნდა ვთქვათ დრო­ე­ბით, ან სა­დაც იქ­ნე­ბა ეს შეკ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ეს არის სე­მი­ნა­რე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და ა.შ. ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა იყ­ვნენ ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლი და ისე არ უნდა და­იშ­ვან, ან უნდა იყ­ვნენ PCR ტეს­ტით უარ­ყო­ფი­თი, ან სწრა­ფი ტეს­ტით 24 სა­ათ­ში უარ­ყო­ფი­თი. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უნდა და­ვიც­ვათ თუ გვინ­და, რომ ეპიდსი­ტუ­ა­ცია უფრო არ გა­უ­ა­რეს­დეს იმი­ტომ, რომ დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან ჰგავს ნო­ემ­ბერს.

ამ ეტაპ­ზე საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ გა­აქ­ტი­ურ­დეს მაქ­სი­მა­ლუ­რად აც­რე­ბი. ახლა ქვე­ყა­ნა­ში 4 ვაქ­ცი­ნაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იაქ­ტი­უ­რონ - ჩა­ე­წე­რონ და აიც­რან და მე­ო­რე მხრივ, უნდა და­ვიც­ვათ ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს.

იქ, სა­დაც იკ­რი­ბე­ბა 5 ადა­მი­ან­ზე მეტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ე­ვა­ლა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ამ­ზა­დოს", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ფა­ი­ზერ­ზე" რე­გის­ტრა­ცია 153 ათას­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­ა­რა და ამ დრო­ის­თვის, 10 000 თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლია დარ­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა რე­გი­ონ­ში.

"გუ­შინ სულ გა­მო­ტა­ნი­ლი იყო "ფა­ი­ზე­რის" 163 ათა­სი ჯავ­შნის ად­გი­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. და­რე­გის­ტრირ­და 153 ათა­სი, ანუ ჯერ კი­დევ არის 10 000 ად­გი­ლი ძი­რი­თა­დად რე­გი­ო­ნებ­ში, თბი­ლის­ში არ არის. ამ 153 ათა­სი­დან 141 ათა­სი და­რე­გის­ტრირ­და პირ­ველ აც­რა­ზე, ხოლო 12 ათა­სი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია მე­ო­რე აც­რა­ზე", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

myquiz