ვინ არის ქართველი, რომელმაც საფრანგეთს ოლიმპიური მედალი მოუტანა? - ინტერვიუ ლუკა მხეიძის დასთან | Allnews.Ge

ვინ არის ქართველი, რომელმაც საფრანგეთს ოლიმპიური მედალი მოუტანა? - ინტერვიუ ლუკა მხეიძის დასთან

24 ივ­ლი­სი ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა. საფ­რან­გეთს პირ­ვე­ლი მე­და­ლი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ძი­უ­დო­ის­ტმა, ლუკა მხე­ი­ძემ მო­უ­ტა­ნა. ლუ­კამ ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

"ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რი­ე­ბია. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბულ­მა ლუკა მხე­ი­ძემ, რო­მე­ლიც 2015 წელს საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე გახ­და, ახ­ლა­ხან ტო­კი­ო­ში პირ­ვე­ლი მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მან აირ­ჩია, მი­სით ამა­ყობს", - და­წე­რა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ტვი­ტერ­ში.

lukamxeidze-62625-1627274437.jpg

ლუკა მხე­ი­ძე 60 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის­თვის ას­პა­რე­ზობ­და. მან სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი ჯინ ვონ კიმი იპო­ნით და­ა­მარ­ცხა და ოლიმ­პი­ურ კვარ­ცხლბეკ­ზე ავი­და. 25 წლის ძი­უ­დო­ის­ტი უკვე მე-6 წე­ლია საფ­რან­გე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს. ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დამ­დე მისი ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა ევ­რო­პის 2021 წლის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ლი­სა­ბონ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ვერ­ცხლის მე­და­ლი იყო.

luka-62651-1627274474.jpg

ლუკა მხე­ი­ძე, 1996 წლის 5 იან­ვარს, თბი­ლის­ში, და­ი­ბა­და. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ჩემ­პი­ონ­მა ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო 2009 წელს, 12 წლის ასაკ­ში და­ტო­ვა. რვა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხი პო­ლო­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და, 2010 წელს პა­რიზ­ში ჩა­ვიდ­ნენ, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტუ­სით თავ­შე­სა­ფა­რი ითხო­ვეს. საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ლუ­კამ 2015 წელს მი­ი­ღო.

2018 წელს იგი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე ტურ­ში რუ­სე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის სპორ­ტსმენ­მა რო­ბერტ მშვი­დო­ბა­ძემ სძლია. 2021 წელს ლუკა მხე­ი­ძემ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 60 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში, ეს­პა­ნე­ლი ფრან­სის­კო გა­რი­გო­სი და­ა­მარ­ცხა.

საფ­რან­გე­თი ზა­ფხუ­ლის 32-ე ოლიმ­პი­ა­და­ზე ტო­კი­ო­ში 398 სპორ­ტსმე­ნი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ქარ­თვე­ლი ლუკა მხე­ი­ძე პირ­ვე­ლი მათ­გა­ნია, ვინც ფრან­გებს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა.

ლუკა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ არის. მას სამი და ყავს. მე­სა­მე, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი და საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და.

lukasojaxi-62583-1627274511.jpg

ლუ­კას ბავ­შვო­ბის ფოტო - მშობ­ლებ­თან და დებ­თან ერ­თად

დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­ში უფ­რო­სი ვეკო მხე­ი­ძეა. ლუ­კას შე­სა­ხებ უფრო მე­ტის გა­სა­გე­ბად, ambebi.ge ვე­კოს საფ­რან­გეთ­ში და­უ­კავ­შირ­და.

ვეკო მხე­ი­ძე:

- ლუკა საფ­რან­გეთ­ში 2010 წლი­დან ცხოვ­რობს, ოჯახ­თან ერ­თად. საფ­რან­გეთ­ში ჩა­მოს­ვლამ­დე ერთი წელი პო­ლო­ნეთ­ში გა­ვა­ტა­რეთ. ჩემ­მა ძმამ თბი­ლის­ში, ერთ-ერთ კლუბ­ში, 7 წლის ასაკ­ში და­ი­წყო ვარ­ჯი­ში. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ჰქონ­და მის­წრა­ფე­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ნიჭი და სხვა ის თვი­სე­ბე­ბი, რა­მაც ხელი შე­უ­წყო მის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და სა­ბო­ლო­ოდ მი­იყ­ვა­ნა ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლო­ბამ­დე, საფ­რან­გე­თის სა­ხე­ლით.

ლუკა ყო­ველ­თვის ამა­ყობს თა­ვი­სი წარ­მო­შო­ბით, რად­გან სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ე­ყა­რა ფეს­ვე­ბი მის კა­რი­ე­რას. სამ­შობ­ლო­ში ჰყავს ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი და მისი ოჯა­ხის ნა­წი­ლიც ისევ იქ ცხოვ­რობს. ისი­ნი ხში­რად სტუმ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთს. მას წარ­მო­უდ­გე­ნი­ლი შრო­მის ფა­სად და­უჯ­და ამ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბით ჭი­და­ობ­და, საფ­რან­გეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან და­ი­წყო.

lukadziudo-76232-1627274561.jpg

ლუკა მშობ­ლებ­თან და დებ­თან ერ­თად

გა­და­ლა­ხა ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა, ფი­ნან­სუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი. 2015 წელს, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის და სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბებ­ში და უფრო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო სპორ­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით.

დღეს, რო­გორ საფ­რან­გე­თი, ისე სა­ქარ­თვე­ლო ამა­ყობს მისი წარ­მა­ტე­ბით, იღებს მო­ლოც­ვებს ორი­ვე ქვეყ­ნი­დან. მას არას­დროს ავი­წყდე­ბა სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი და ყო­ველ­თვის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ ბავ­შვო­ბას.

luka2-62729-1627274607.jpg

მე საფ­რან­გეთ­ში და­ვო­ჯახ­დი, წელს პა­ტა­რა შე­მე­ძი­ნა და ბი­ძის სა­ხე­ლი ლუკა და­ვარ­ქვი. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ლუ­კას ვე­სა­უბ­რეთ. ფიქ­რობს, რომ სპორ­ტსმე­ნის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ სა­ფე­ხურს მი­აღ­წია, რაც უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა. ამ გა­მარ­ჯვე­ბას უძღვნის იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დში ედგნენ და მისი სჯე­რო­დათ.

myquiz