"ეზოებში ბავშვებზე მეტი ძაღლია უკვე, ხროვებად დადიან, რამდენიმე მოქალაქეც დაკბინეს..." - რატომ მომრავლდნენ ქუჩის ძაღლები თბილისში და რა არის გამოსავალი? | Allnews.Ge

"ეზოებში ბავშვებზე მეტი ძაღლია უკვე, ხროვებად დადიან, რამდენიმე მოქალაქეც დაკბინეს..." - რატომ მომრავლდნენ ქუჩის ძაღლები თბილისში და რა არის გამოსავალი?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქუ­ჩის ცხო­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო. დე­და­ქა­ლაქ­ში ამ მხრივ ბევ­რად უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ვიდ­რე რე­გი­ო­ნებ­ში, რად­გან თბი­ლის­ში მი­უ­სა­ფარ ცხო­ველ­თა პრობ­ლე­მებ­ზე ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ობს. თუმ­ცა, ცხა­დია, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ უწყე­ბა ყვე­ლა­ფერს სრულ­ყო­ფი­ლად არ­თმევს თავს. გა­მოწ­ვე­ვე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს და ამა­ზე თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა სულ უფრო ხში­რად სა­უბ­რობს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით. "ფე­ის­ბუ­ქის" სხვა­დას­ხვა ჯგუფ­ში მრავ­ლად შეხ­ვდე­ბით ქუ­ჩის ცხო­ვე­ლე­ბით შე­წუ­ხე­ბულ და შე­ში­ნე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­თა პოს­ტებს. ისი­ნი მი­უ­სა­ფა­რი, აგ­რე­სი­უ­ლი ძაღ­ლე­ბის თვალ­ში­სა­ცემ მომ­რავ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და პე­ტი­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას აყე­ნე­ბენ.

"უკვე მუდ­მი­ვი პრობ­ლე­მა გახ­და მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის სა­კი­თხი ჩვენს უბან­ში. ზოგს კბე­ნენ, ზოგს აში­ნე­ბენ, ზოგ­საც უბ­რა­ლოდ არ გვინ­და, რომ ბავ­შვე­ბის სა­თა­მა­შო მო­ედ­ნებ­ზე ამ­დე­ნი და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტა­ნი ცხო­ვე­ლი იყოს. ალ­ბათ, ამ­ჩნევთ, რომ სა­თა­მა­შო მო­ედ­ნებ­ზე ბავ­შვებ­ზე მეტი ძაღ­ლია უკვე. ისიც გა­სა­გე­ბია, რომ ბევ­რს უყ­ვარს, არ აწუ­ხებს და მზა­დაა ცო­ფის და ექი­ნო­კო­კის საფრ­თხე აი­ღოს სა­კუ­თარ თავ­ზე და შვი­ლებ­ზე, მაგ­რამ რად­გან უბ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი თვლის, რომ პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, იქ­ნებ მო­ვა­ბათ თავი პე­ტი­ცი­ის შედ­გე­ნას, რომ გა­და­იჭ­რას ეს სა­კი­თხი. ცხა­დია, რომ ამ­დე­ნი ძაღ­ლი „სა­ო­ცა­რი დამ­თხვე­ვით“ გა­რე­უბ­ნებ­ში გროვ­დე­ბა და ეს უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს რო­გორ­მე. მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლია ამ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის გზე­ბი", - წერს ერთ-ერთი ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

3179496-65080-1627121739.jpg

"გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლეს ქუ­ჩა­ზე და­დი­ან ხრო­ვად ძაღ­ლე­ბი. ლეკ­ვი ჩა­ვიყ­ვა­ნე და 15 ძაღ­ლი გა­მო­მენ­თო. ლა­მის და­მიგ­ლი­ჯეს ძაღ­ლი. ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ვარ, ვე­ღარ გამ­ყავს ში­შით სა­სე­ირ­ნოდ. ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან", - წერს კი­დევ ერთი პირი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნი ცხო­ვე­ლი ცხოვ­რობს ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, არ არ­სე­ბობს. ასე­თი აღ­რი­ცხვა ბო­ლოს 2015 წელს ჩა­ტარ­და და მა­შინ მათი რი­ცხვი 43 000-ს აღ­წევ­და.

სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, სა­მო­მავ­ლოდ, ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ცხო­ველ­თა მა­სობ­რივ აღ­რი­ცხვას გეგ­მა­ვენ. უქ­მნი­ან თუ არა რე­ა­ლუ­რად საფრ­თხეს ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბი თბი­ლი­სის მცხოვ­რე­ბელ­თა ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს და რა შემ­თხვე­ვა­ში არი­ან ისი­ნი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი? - ამ კი­თხვებ­ზე გვი­პა­სუ­ხა ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნიკა ქო­ბუ­ლა­ძემ.

338bade8b18584520c51c7fab9314b7f-65133-1627121849.jpg

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ძაღ­ლთა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა აც­რი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გე­ნენ. გარ­და ამი­სა, მისი თქმით, ცხო­ველ­თა მიერ აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვებ­ში, სა­ა­გენ­ტო მყი­სი­ე­რად რე­ა­გი­რებს და ცდი­ლობს, ეს პრობ­ლე­მა ორი­ვე მხა­რის­თვის უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­დაჭ­რას.

„იმის თქმა, რომ ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან, იგი­ვეა, რაც ვთქვათ, რომ ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნე­ბი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან. ქუ­ჩის არც ერთი ძაღ­ლი არ არის უმი­ზე­ზოდ აგ­რე­სი­უ­ლი. ამის უკან ისევ ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დონე დგას. სა­ერ­თოდ, ცნო­ბი­ლია, რომ ძაღლს აქვს სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ის დაც­ვის ინ­სტიქ­ტი. თუ მი­კედ­ლე­ბულ ძაღლს მუდ­მი­ვად ერთ ად­გი­ლას გა­მოვ­კვე­ბავთ, მას უჩ­ნდე­ბა ამ ად­გი­ლის სა­კუთ­რე­ბის გან­ცდა და ცდი­ლობს, უცხო ცხო­ვე­ლე­ბი, თუ პი­რე­ბი არ მი­ა­კა­როს მას. ამ დრო­ის შე­იძ­ლე­ბა, ეს თავ­დაც­ვის პო­ზი­ცია ძაღლს აგ­რე­სი­ა­ში ჩა­უთ­ვა­ლონ. ამი­ტომ ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ მი­კედ­ლე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გა­მოვ­კვე­ბოთ ხოლ­მე. ასე­ვე, აგ­რე­სი­ის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს წარ­სულ­ში გან­ცდი­ლი ძა­ლა­დო­ბა, რო­მე­ლიც ცხო­ველს და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი აქვს. შე­საძ­ლოა მი­ზე­ზი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც იყოს. მინ­და და­ვამ­შვი­დო თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა და ვუ­თხრა, რომ ქუ­ჩებ­ში მცხოვ­რე­ბი ძაღ­ლე­ბი სა­ში­შე­ბი არ არი­ან. ისი­ნი არა­ნა­ირ საფრ­თხეს არ უქ­მნი­ან მათი და მათი შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს, რად­გან ძაღ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აც­რი­ლი და სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა. თუმ­ცა ვი­საც ეში­ნია ცხო­ვე­ლე­ბის, შე­საძ­ლოა ასე ვერ იფიქ­როს, ჩვენ მათი გვეს­მის. სწო­რედ ამის­თვის არ­სე­ბობს ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტო. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უნდა მოგ­ვმარ­თონ, დაგ­ვირ­ე­კონ ცხელ ხაზ­ზე და აგ­რე­სი­ულ ძაღლს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­რი­დებთ იქე­დან. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ თბი­ლის­ში არც ერთი ცხო­ვე­ლი არ იყოს მი­უ­სა­ფა­რი და ყვე­ლას ჰყავ­დეს პატ­რო­ნი. ცხა­დია, იმას არ ვგუ­ლის­ხმობთ, რომ არც ერთი ცხო­ვე­ლი არ იყოს ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ პერ­სპექ­ტი­ვა­ში ვა­პი­რებთ, რომ ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი იყოს ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი და უსაფრ­თხო", - ამ­ბობს Ambebi.ge-სთან ნიკა ქო­ბუ­ლა­ძე.

24276978571-51a7f5128c-k-65159-1627121928.jpg

ირმა მთი­უ­ლიშ­ვი­ლი ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე წლე­ბია მუ­შა­ობს. მისი შე­ფა­სე­ბით, უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის არარ­სე­ბო­ბაა. ახლა ცხო­ვე­ლე­ბის უფ­ლე­ბებს სსკ-ის ერ­თა­დერ­თი (259-ე) მუხ­ლი არე­გუ­ლი­რებს. ეს რე­გუ­ლა­ცია ცხო­ველ­თა გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბას, წა­მე­ბა­სა და მოკ­ვლას კრძა­ლავს, თუმ­ცა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა შე­ფა­სე­ბით, იგი საკ­მა­რი­სი არ არის.

დიდი სან­ქცი­ით უნდა ის­ჯე­ბო­დეს ცხო­ვე­ლის გაგ­დე­ბა, მი­ტო­ვე­ბა. ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ცხო­ველ­თა დიდ ნა­წილს სწო­რედ ასე­თი ის­ტო­რია აქვთ"

ეს პრობ­ლე­მე­ბი ძი­რი­თა­დად მო­სახ­ლე­ო­ბის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან მო­დის. ამას, თა­ვის მხრივ, გა­ნა­პი­რო­ბებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის არარ­სე­ბო­ბა. ფაქ­ტია, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რაც ვი­თა­რე­ბას მო­ა­წეს­რი­გებ­და. მო­ქა­ლა­ქე­ებს კა­ნო­ნი უნდა ავალ­დე­ბუ­ლებ­დეს, სა­თა­ნა­დოდ იზ­რუ­ნოს იმ ცხო­ვე­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც პატ­რო­ნო­ბენ. დიდი სან­ქცი­ით უნდა ის­ჯე­ბო­დეს, ცხო­ვე­ლის გაგ­დე­ბა, მი­ტო­ვე­ბა. ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ცხო­ველ­თა დიდ ნა­წილს სწო­რედ ასე­თი ის­ტო­რია აქვთ. რაც მთა­ვა­რია, უპატ­რო­ნო ცხო­ვე­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბას უნდა ვებ­რძო­ლოთ ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი მე­თო­დით - კას­ტრა­ცია-სტე­რი­ლი­ზა­ცი­ით და კარ­გი იქ­ნე­ბა, ამა­საც კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებ­დეს. ახლა კას­ტრა­ცია-სტე­რი­ლი­ზა­ცი­ას ქუ­ჩის ძაღ­ლებს სა­ა­გენ­ტო უფა­სოდ უკე­თებს. ამი­ტომ თუ სად­მე და­ი­ნა­ხავთ უბირ­კო ძაღ­ლებს, და­რე­კეთ სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე და აც­ნო­ბეთ. პატ­რო­ნი­ა­ნი ძაღ­ლის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის ხარ­ჯე­ბი თა­ვად პატ­რო­ნებ­მა უნდა გა­ი­ღონ. ზოგი თავს არი­დებს ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და შემ­დეგ გამ­რავ­ლე­ბულ ძაღლს ქუ­ჩა­ში აგ­დებს. თუმ­ცა კარ­გიც ხდე­ბა. უამ­რა­ვი მიმ­კედ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლებ­საც გული შეს­ტკი­ვათ ცხო­ვე­ლებ­ზე და რე­ა­ლუ­რად ზრუ­ნა­ვენ მათ­ზე. სა­სურ­ვე­ლია, შე­მუ­შავ­დეს გარ­კვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად, რად­გან ისი­ნი მარ­თლა დიდ საქ­მეს აკე­თე­ბენ", - გვე­უბ­ნე­ბა ირმა მთი­უ­ლიშ­ვი­ლი.

თუ სად­მე და­ი­ნა­ხავთ უბირ­კო ძაღ­ლებს, და­რე­კეთ სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე და აც­ნო­ბეთ

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­უბ­რო­ბენ თა­ვად ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო­შიც. ნიკა ქო­ბუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ თბი­ლი­სის მას­შტა­ბით მოქ­მე­დებს ცხო­ველ­თა მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წესი, რო­მე­ლიც საკ­რე­ბუ­ლომ და­ამ­ტკი­ცა. მისი შე­სა­ფე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს კა­ნო­ნი მსგავ­სი ში­ნა­არ­სით, რათა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბო­დეს ქუ­ჩის ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბი.

125976206-227121322088650-854249293591213206-n-720x470-65213-1627121993.jpg

"ჩვენ გვაქვს სურ­ვი­ლი, რომ საკ­რე­ბუ­ლოს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ცხო­ველ­თა მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წესი ვრცელ­დე­ბო­დეს მთელ ქვე­ყა­ნა­ზე. ანუ კა­ნო­ნად იქ­ცეს. ამა­ზე ვმუ­შა­ობთ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან ერ­თად, ვმუ­შა­ობთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე და იმე­დი გვაქვს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეს სა­კი­თხიც გა­და­წყდე­ბა. ვცდი­ლობთ, რომ ეფექ­ტუ­რად მო­ვაგ­ვა­როთ ცხო­ველ­თა პრობ­ლე­მე­ბი. ვა­ტა­რებთ სო­ცი­ა­ლურ, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ებს, ვხვდე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას და ვაწ­ვდით მათ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას. მარ­თა­ლია, პან­დე­მი­ამ ეს ტემ­პი შე­ამ­ცი­რა, მაგ­რამ მა­ინც ვა­ხერ­ხებთ. ვცდი­ლობთ, ადა­მი­ა­ნებს ავუხ­სნათ, რომ ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ ვიზ­რუ­ნოთ ცხო­ვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც მო­ვი­ში­ნა­უ­რეთ. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტია, რომ ბოლო დროს, სულ უფრო მაღ­ლდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ამ კუ­თხით და თბი­ლის­ში უკვე უამ­რა­ვი მიმ­კედ­ლე­ბე­ლი ოჯა­ხია, რო­მე­ლიც ცხო­ვე­ლებ­ზე სა­თა­ნა­დოდ ზრუ­ნავს", - ამ­ბობს ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

222495185-3002742256669673-764823005621045547-n-63265-1627122027.jpg

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბას მი­იჩ­ნევს უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მად "სა­ქარ­თვე­ლოს ცხო­ველ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძეც. მისი შე­ფა­სე­ბით, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით ვი­თა­რე­ბა ბევ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და, თუმ­ცა ხარ­ვე­ზე­ბი კვლავ არ­სე­ბობს. სპე­ცი­ა­ლის­ტი კერ­ძო თავ­შე­საფ­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვებ­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

"თუ არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას უახ­ლო­ეს წარ­სულს შე­ვა­და­რებთ, ცხა­დია, უკე­თე­სო­ბა არის. ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბის სა­კი­თხი 2007 წლამ­დე მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურს ება­რა. ისი­ნი და­სუფ­თა­ვე­ბის მან­ქა­ნა­ში სვამ­დნენ ძაღ­ლებს და ე.წ. ბე­ი­კე­რის ორ­მო­ში ყრიდ­ნენ, სა­დაც დე­ნით ხო­ცავ­დნენ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სას­ტი­კე იყო... მა­შინ ჩვენ ავ­ტე­ხეთ დიდი ამ­ბე­ბი და თან­და­თან ეს ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2007-2012 წლებ­ში, შპს "დე­ბი­უ­ტის" ორ­გა­ნი­ზე­ბით, თბი­ლის­ში სულ 85 000 ძაღ­ლი და­ი­ჭი­რეს და ყვე­ლა მოკ­ლეს.

ახლა ბევ­რი კარ­გი რამ კეთ­დე­ბა სა­ა­გენ­ტოს მიერ, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი. მა­გა­ლი­თად, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თავ­შე­საფ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, ერთი თავ­შე­სა­ფა­რი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­თხოვ­ნას. მი­ნი­მუმ კი­დევ ორი მა­ინც უნდა იყოს ქა­ლაქ­ში, რომ ასე თუ ისე მოგ­ვარ­დეს პრობ­ლე­მა. ჩვენ თავ­შე­სა­ფა­რი დავ­ხუ­რეთ გა­სუ­ლი წლის მარ­ტში, ვერ ვი­ტევთ ახალ ცხო­ვე­ლებს. მის მა­გივ­რად და­ვა­არ­სეთ ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბის სახ­ლი, ეს არის ერ­თგვა­რი პან­სი­ო­ნა­ტი ძაღ­ლე­ბის­თვის. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი არ არ­სე­ბობს, თავ­შე­საფ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს ხალ­ხს, რა ხარ­ჯე­ბია ამის­თვის სა­ჭი­რო. თუ არ გყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი, მუდ­მი­ვი ბი­უ­ჯე­ტი, ვერ იარ­სე­ბებ. სა­ქარ­თვე­ლო­ში, არც სა­ხელ­მწი­ფო, არც ბიზ­ნე­სი კერ­ძო თავ­შე­საფ­რებს არ ეხ­მა­რე­ბა. ერ­თა­დერ­თი, დო­ნო­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის იმედ­ზე ვართ, მაგ­რამ რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში არ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ისი­ნიც თავს იკა­ვე­ბენ და­ფი­ნან­სე­ბის­გან", - გვე­უბ­ნე­ბა თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძე.

ambebi.ge

myquiz