"ფაიზერით" ვაქცინაცია 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი" - თამარ გაბუნია განმარტავს, როდის დაიწყება რეგისტრაცია და პორტალის გარდა, კიდევ როგორ შეგეძლებათ დარეგისტრირება | Allnews.Ge

"ფაიზერით" ვაქცინაცია 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი" - თამარ გაბუნია განმარტავს, როდის დაიწყება რეგისტრაცია და პორტალის გარდა, კიდევ როგორ შეგეძლებათ დარეგისტრირება

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, "ფა­ი­ზერ­ზე“ რე­გის­ტრა­ცია პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც პორ­ტა­ლის, ასე­ვე ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით.

რო­გორც გა­ბუ­ნია აღ­ნიშ­ნავს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­დაც "ფა­ი­ზერ­ზე“ აცრა ჩა­ტარ­დე­ბა, გა­იზ­რდე­ბა და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 37 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ არა მხო­ლოდ დიდ ქა­ლა­ქებ­ში, არა­მედ რე­გი­ო­ნულ და რა­ი­ო­ნულ დო­ნე­ზე მი­მარ­თონ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. რაც შე­ე­ხე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის და­წყე­ბის დროს, რო­გორც გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­სახ­ლე­ო­ბა მი­ი­ღებს მას შემ­დეგ, რაც "ფა­ი­ზე­რი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვა.

"რე­გის­ტრა­ცია იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის პორ­ტა­ლის, ასე­ვე 1522 ცხე­ლი ხა­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმის­თვის, რომ ერ­თი­ა­ნი რიგი და­ვიც­ვათ, შემ­დეგ იქ­ნე­ბა ისევ შე­საძ­ლე­ბე­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­გის­ტრა­ცი­აც, ასე რომ, მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ვერ მო­ა­ხერ­ხებს პორ­ტალ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ას, ან 1522- ზე, შე­უძ­ლია მი­ვი­დეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ამის­თვის 37 და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა შერ­ჩე­უ­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ეტა­პობ­რი­ვად გა­იზ­რდე­ბა იმის­თვის, რომ არ შე­იქ­მნას რიგი და ყვე­ლა მსურ­ვე­ლი დაკ­მა­ყო­ფილ­დეს მოკ­ლე ხან­ში.პირ­ვე­ლი დოზა ვინც გა­ი­კე­თა "ფა­ი­ზე­რის“ გა­სუ­ლი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ­თვის რე­გის­ტრა­ცია ძა­ლი­ან მალე და­ი­წყე­ბა და ამა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­დე­ბა, არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა ამ პი­რებს არ ექ­ნე­ბათ.

-0:07 დო­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში რო­გორც ხე­დავთ, იქ­ნე­ბა შე­უ­ზღუ­და­ვი, ჩვენ კი­დევ ვე­ლო­დე­ბით მო­წო­დე­ბას ძი­რი­თა­დი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც მი­ლი­ონ­ზე მეტი დო­ზის მო­წო­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ასე რომ, დო­ზებ­ზე შე­ფერ­ხე­ბა არა­ვის შე­ექ­მნე­ბა.

"ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გა­იზ­რდე­ბა, თუ ეს ადრე იყო მხო­ლოდ 7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და სამ დიდ ქა­ლაქ­ში, ახლა "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა 37 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ რე­გი­ო­ნულ და რა­ი­ო­ნულ დო­ნე­ზეც ჩა­ი­ტა­რონ ვაქ­ცი­ნა­ცია,"- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ის მთავ­რო­ბის მიერ სა­ჩუქ­რად გად­მო­ცე­მუ­ლი "ფა­ი­ზე­რის" ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დოზა სა­ქარ­თვე­ლო­ში 24 ივ­ლისს შე­მო­ვა.

myquiz