რას ფიქრობენ ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ქართულ კამპუსზე, რომელიც უნივერისტეტის პრეზიდენტის მისაღებად ემზადება | Allnews.Ge

რას ფიქრობენ ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ქართულ კამპუსზე, რომელიც უნივერისტეტის პრეზიდენტის მისაღებად ემზადება

მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად ქართველ ახალგაზრდებს უცხოეთში წასვლა აღარ მოუწევთ. 2022 წელს ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი პირველ სტუდენტებს მიიღებს. კამპუსის რემონტი უკვე დასრულებულია და საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტის მისაღებად ემზადებიან.

ვებსტერის უნივერსიტეტის რეგიონალური კამპუსი საქართველოში სტუდენტებს სასწავლო პროგრამებს სამი მიმართულებით შესთავაზებს. საბაკალავრო საფეხურზე იგეგმება პროგრამების განხორციელება საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის, მასკომუნიკაციების მიმართულებით; სამაგისტრო საფეხურზე კი - საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მედიის კვლევების მიმართულებით. ამ მიმართულებებით უმაღლესი დონის განათლების მიღება უკვე საქართველოში ხდება შესაძლებელი. ქართული კამპუსი ღია იქნება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ რეგიონის სტუდენტებისთვის.

ვებსტერის უნივერსიტეტის სხვადასხვა კამპუსში ამ დროისთვის განათლება არაერთ ქართველს აქვს მიღებული. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოში ამერიკული აკრედიტაციის მქონე სასწავლო პროგრამის არსებობა და ამერიკული დიპლომის ადგილობრივად მიღების შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული სიახლე ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ირინკა მირიანაშვილი, ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული: „ვებსტერის დონის ამერიკული უნივერსტეტის გახსნა საქართველოში, თანაც რეგიონში პირველად, განსაკუთრებულად სასიხარულო და საამყოა. მსოფლიოში, ვებსტერის უნივერსტეტი გამოირჩევა, როგორც აკადემიური პერსონალით, ასევე კურიკულუმით. ყველა ვებსტერის კამპუსში, მათ შორის საქართველოშიც, აკადემიური პერსონალი წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნებიდან; თითოული მათგანი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და მოწინავე პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. ასეთი მრავალფეროვანი და ძლიერი აკადემიური პერსონალი ცხადია, უმაღლესი სწავლის ხარისხის ერთ-ერთი წინაპირობაა. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, კურიკულუმი; ვებსტერის ყველა პროგრამა, იქნება ეს ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები, თუ სხვა, გამოირჩევა სწორად და საინტერესოდ შერჩეული კურსებისგან. ყველა პროგრამა, სტუდენტს იმ ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეულ ცოდნას აძლევს, რაც საჭიროა კურსდამთავრებულისთვის, რომ მას საკუთარი პროფესიის მიმართულებით გზა გაეხსნას და წარმატებას მიაღწიოს.

დარწმუნებული ვარ, ვებსტერ საქართველოც აუცილებლად მოიზიდავს საერთაშორისო სტუდენტებს, განსაკუთრებით, რეგიონიდან, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს საქართველოში განათლების რეგიონალური ჰაბის ფორმირების პროცესს და ქართველ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ისწავლონ საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად, აქ საქართველოში და არა, მის ფარგლებს გარეთ.“

ნინი ბაგაშვილი, ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული: ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნა საქართველოში პირველ რიგში ხარისხიანი საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობას ნიშნავს ქართველი სტუდენტებისთვის. თუმცა, ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი თბილისში იქნება რეგიონის მასშტაბით წარმატებული სტუდენტების მიზიდვის საგანმანათლებლო ცენტრი, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის კონკურენციასა და განათლების ხარისხს.

პირადი გამოცდილებით, ვებსტერის უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ მომცა შესაძლებლობა, ჩემი პროფესიის საკვანძო საკითხებზე მიმეღო თეორიული, ფართო ცოდნა, პრაქტიკისა და კონტექსტის გათვალისწინებით, რაც მოგვიანებით, პროფესიული საქმიანობისას, სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობისას, დამეხმარა კონკრეტული დავალებებისა და გამოწვევების სწორ გაანალიზებასა და ეფექტიან გადაჭრაში.“

გვანცა გედენიძე, ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული: „ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ საქართველოში პირველად იხსნება Webster-ის უნივერსიტეტის კორპუსი. მე ვსწავლობდი ვენის Webster-ის უნივერსტეტში, სადაც დავამთავრე ბაკალავრი ფსიქოლოგიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში და მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობებში. Webster-ის უნივერსტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. საერთაშორისო დონის დიპლომის გარდა ის დამეხმარა განათლების ცხოვრებისეული გამოცდილებისა და უამრავი ჩემთვის ახლო ადამიანის შეძენაში. Webster-ის უნივერსიტეტის განათლება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ახალგაზრდებისთვის და დაეხმარება თვით საქართველოს განათლების საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრირებაში.

Webster-ის უნივერსტეტი თავის სტუდენტებს აძლევს საშუალებას სემესტრული განათლებამიიღონ სხვადასხვა ქვეყნებში, რაც ხელს შეუწყობს კულტურულ და იდეოლოგიურ მიმოცვლას, სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავისდამკვიდრებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც Webster-ის უნივერსტეტს აირჩევს, საუკეთესო ინვესტიციას ჩადებს საკუთარ მომავალში.

მარიამ შალიკაშვილი, ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული: ქალაქ ვენაში, Webster-ის უნივერსიტეტში 2006 წელს ჩავაბარე. ვენის კამპუსში საქართველოდან ერთ-ერთი პირველი ვიყავი. აღნიშნულ უნივერსიტეტზე არჩევანი რამდენიმე მიზეზის გამო გავაკეთე. პირველ რიგში, მისი ინტერნაციონალურობის გამო, ეს არ არის მხოლოდ ამერიკული უნივერსიტეტი. ეს არის მულტიკულტურული სივრცე, სადაც სტუდენტებს და პროფესორებს მთელი მსოფლიოდან შეხვდებით. გარდა ამისა, ვიცოდი, რომ საბოლოოდ მექნებოდა ამერიკასა და ევროპაში აკრედიტირებული დიპლომი, რაც სამომავლოდ ბევრ შესაძლებლობას გამიხსნიდა. მასწავლიდა რჩეული აკადემიური პერსონალი. გარდა ამისა უნივერსიტეტი საშუალებას გვაძლევდა რამდენიმე თვით სწავლა სხვა ქვეყნების კამპუსებში გაგვეგრძელებინა. ასევე, გვქონდა ძალიან საინტერესო გასვლითი კურსები, მაგალითად, პირადად მე ავიღე საზაფხულო კურსი იტალიაში, სირაკუზაში, სადაც ლექტორებთან ერთად გავემგზავრეთ და ფოტოგრაფიის კურსი გავიარეთ. ჩემს ცხოვრებაში „უებსტერი“ ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება და გამოცდილებაა, მიღებულმა ცოდნამ რაც გულისხმობდა წერის, პირდაპირ ეთერში მუშობის, გადაღების, მონტაჟის, სრულყოფილი რეპორტაჟის მომზადების ტექნიკას, მომცა იმის საშუალება ძალიან მარტივად დავსაქმებულიყავი ტელევიზიაში. ვებსტერიდან შემდგარ ჟურნალისტებს უშვებენ. მას შემდეგ გავიარე არაერთი სტაჟირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ვისწავლე ნიუ იორკის კინოაკადემიაში, თუმცა ვებსტერი ჩემთვის განსაკუთრებულ სენტიმენტებთან არის დაკავშირებული.“

ვებსტერის უნივერსიტეტმა, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებამდე, მასშტაბური კვლევა ჩაატარა. გაანალიზებულ იქნა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცე და შრომის ბაზარი, ბიზნეს გარემო, ეკონომიკური მაჩვენებლები, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ა.შ.

ვებსტერი აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონალურ საგანმანათლებლო ცენტრად მოიაზრებს, სადაც სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან სწავლის გაგრძელებით დაინტერესდებიან. საქართველომ შექმნა მეგობრული გარემო საერთაშორისო ბიზნესისთვის, სტარტაპებისთვის და ინოვაციებისთვის. ინგლისური ენის ცოდნითაც, საქართველოს მაჩვენებელი წინ უსწრებს რეგიონის სხვა ქვეყნებს. ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ სტუდენტებს სჭირდებათ საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც შრომის ბაზრის შესაბამის ცოდნას მისცემს მათ და საბოლოოდ ჯამში გაზრდის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპს.

(R)

myquiz