"ღმერ­თმა არ ქნას, მაგ­რამ ვი­ცით, ადრე თუ გვი­ან ეს მოხ­დე­ბა. შე­დე­გი უა­რე­სი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე აქამ­დე მომ­ხდა­რა"- რა გააჩერებს საეჭვოდ გრანდიოზულ მშენებლობებს ვერეს ხეობაში | Allnews.Ge

"ღმერ­თმა არ ქნას, მაგ­რამ ვი­ცით, ადრე თუ გვი­ან ეს მოხ­დე­ბა. შე­დე­გი უა­რე­სი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე აქამ­დე მომ­ხდა­რა"- რა გააჩერებს საეჭვოდ გრანდიოზულ მშენებლობებს ვერეს ხეობაში

2015 წლის 13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მშე­ნებ­ლო­ბე­ბი გაგ­რძელ­და, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ის დაკ­ვე­თით, მა­შინ­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებ­მა და­დეს ცალ­სა­ხა დას­კვნა, რომ ქა­ო­სუ­რი პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა არაფ­რით შე­იძ­ლე­ბო­და. ის კი არა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­წყე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის დე­მონ­ტა­ჟიც უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ერთხელ გა­ი­ა­რეთ ხე­ო­ბა­ში, მის მო­მიჯ­ნა­ვედ და დარ­წმუნ­დე­ბით, რო­გორ შეს­რულ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

ვე­რეს გარ­შე­მო თით­ქმის ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა იცის, რომ მარ­ცხე­ნა, ყო­ფი­ლი ხი­ლი­ა­ნის (ჩი­ქო­ვა­ნის ქუჩა) მხა­რე კლდო­ვა­ნია, ხოლო მარ­ჯვე­ნა, ვაკე-ყიფ­ში­ძის ქუ­ჩის მი­და­მო­ე­ბი, პი­რი­ქით რბი­ლი, ფხვი­ე­რია. თან კონ­კრე­ტუ­ლად ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის უკა­ნა, ვე­რას­კენ დაღ­მარ­თი არე­ა­ლი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის და­საყ­რე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და (სპე­ცი­ა­ლის­ტებს ეცო­დი­ნე­ბათ, ეს რის­თვის კე­თე­ბო­და). დღეს ზუს­ტად ამ ად­გილ­ზე უზარ­მა­ზა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი შენ­დე­ბა და ეშ­მაკ­მა უწყის სა­ეჭ­ვო პრო­ცე­სი სა­დამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ამ თე­მა­ზე ambebi.ge -ს პრო­ფე­სო­რი, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ცირა ელი­საშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა:

cira-elisa-36627-1626939914.jpg

- ვე­რეს ხე­ო­ბა­ში გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ტემ­პი დღეს სხვა­ნა­ი­რია, ვიდ­რე 2015-ში ტრა­გე­დი­ის დატ­რი­ა­ლე­ბი­სას იყო. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად რა შე­ფა­სე­ბე­ბიც უნდა გა­ვა­კე­თოთ, არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის მიერ შექ­მნი­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც წყალ­დი­დო­ბის შემ­დეგ თვი­თონ მე­რი­ის დაკ­ვე­თით გა­კეთ­და. ექ­სპერ­ტე­ბი სამი ტი­პის რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ოდ­ნენ ვე­რეს ხე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

ირ­ვე­ლი - შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბა;

მე­ო­რე - აღარ გა­ცე­მუ­ლი­ყო ნე­ბარ­თვე­ბი ამ არე­ალ­ში;

მე­სა­მე უკვე გრძელ­ვა­დი­ა­ნი პერ­სპექ­ტი­ვა, რომ ყვე­ლა აშე­ნე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბის დე­მონ­ტა­ჟი მომ­ხდა­რი­ყო.

მაგ­რამ იმ­ჟა­მინ­დე­ლი მე­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას პი­რო­ბებ­ში (რო­დე­საც დას­კვნა შედ­გა), გა­ი­ცა ნე­ბარ­თვე­ბი, რაც რბი­ლად რომ ვთქვათ არას­წო­რია.

ასე­ვე, ჩვენ წა­მოგ­ვე­წია თბი­ლი­სის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა, რო­მე­ლიც უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტია. გენ­გეგ­მის სა­ჯა­რო რუ­კებ­ზე სა­ზღვრე­ბი რომ მი­უ­თი­თოთ, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ეს არის დატ­ბორ­ვის ტე­რი­ტო­რია; არა რა­ღაც რის­კის მქო­ნე, პირ­და­პი­რი დატ­ბორ­ვის არე­ა­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­ცა მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბი.

mshenebloba4-36457-1626939952.jpeg

თუკი თე­მა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ვსა­უბ­რობთ (სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტუ­ლი დას­კვნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით), ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სულ სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, ვიდ­რე ამ კრი­ტი­კულ არე­ალ­ში მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბის შე­თან­ხმე­ბა და ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მაა.

- იგი­ვე ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს (ყო­ფი­ლი მე­ცხრე) უკა­ნა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ადრე სა­ნაგ­ვე იყო და უკონ­ტრო­ლოდ წყლე­ბი იღ­ვრე­ბო­და, დღეს უზარ­მა­ზა­რი კორ­პუ­სე­ბი შენ­დე­ბა და ჩანს გაგ­რძელ­დე­ბა. რა შეგ­დე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს ეს უკონ­ტრო­ლო პრო­ცე­სი?

- ვერე მთის მდი­ნა­რეა, რო­მელ­საც აქვს მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნის­გან მთის მდი­ნა­რე ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა და­ზღვე­უ­ლი. ახლა რომ იქ ნე­ბარ­თვე­ბია გა­ცე­მუ­ლი, მდი­ნა­რის­თვის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი ვერ იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა ათ წე­ლი­წად­ში, შე­იძ­ლე­ბა ასში იგი­ვე გან­მე­ორ­დეს და უა­რეს შე­დე­გამ­დე მი­ვალთ; რად­გან დატ­ბორ­ვის არე­ა­ლი ხე­ვის თვალ­საზ­რი­სით უფრო გა­ნი­ე­რი იყო, ვიდ­რე ახლა არის. მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გარ­და, მი­წით არის ამოვ­სე­ბუ­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც, მა­გა­ლი­თად, ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ას ეკუთ­ვნო­და.

ღმერ­თმა არ ქნას, მაგ­რამ ვი­ცით, ადრე თუ გვი­ან ეს მოხ­დე­ბა. შე­დე­გის თვალ­საზ­რი­სით უა­რე­სი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე აქამ­დე მომ­ხდა­რა. აღ­ნიშ­ნულ გზა­ზე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ბადე ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­ა­კა­ვებს მი­წის მა­სებს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იგი­ვე ფერ­დი­დან ოდეს­მე წა­მო­ვი­დეს.

ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა აეღო იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ნე­ბარ­თვე­ბი არ გა­ე­ცა. რად­გან გა­ი­ცა, უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის მო­მენ­ტია, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, არ გუ­ლის­ხმობს რა­ი­მე ტი­პის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ვი­ცით, ამ თვალ­საზ­რი­სით ქა­ლა­ქი მი­ნუს ნიშ­ნით რო­გორ შე­იც­ვა­ლა. ამ დროს ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, რო­მელ­მაც ამ გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბის და უსა­ხუ­რი შე­ნო­ბე­ბის ჩად­გმით რა­ი­მე ტიპს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ნი­ცა­და; ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ან სის­ხლის სა­მარ­თლის, ზო­გა­დად სა­მარ­თლებ­რი­ვი, რა­ი­მე ტი­პის შე­ფა­სე­ბით კუ­თხით. პი­რი­ქით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი.

mseneblobaaaaa-36483-1626940005.jpg

ამი­ტომ ეს პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია, რაც ათწლე­უ­ლე­ბია გრძელ­დე­ბა არამ­ხო­ლოდ თბი­ლის­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ბა­თუმ­შიც იგი­ვე ხდე­ბა. ამ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა იყოს მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე, აქ­ტი­უ­რობ­დეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მარ­ტო სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­უ­რო­ბის პრო­ცესს არ ვგუ­ლის­ხმობ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ხით. მჯე­რა, რომ ერთი ადა­მი­ა­ნიც ცვლის სამ­ყა­როს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz