რა ღირს და რომელ მოდის სახლს ეკუთვნის ანუკი არეშიძის ჩანთა, რომელსაც კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა? | Allnews.Ge

რა ღირს და რომელ მოდის სახლს ეკუთვნის ანუკი არეშიძის ჩანთა, რომელსაც კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად კახა კა­ლა­ძის მო­რი­გი წარ­დგე­ნი­სას, მისი დი­ზა­ი­ნე­რი მე­უღ­ლის ჩან­თას. ბევ­რი ვერ გა­ერ­კვა, ეს ჩან­თა იყო თუ ანუ­კი არე­ში­ძე პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ლუის კე­რო­ლის ცნო­ბი­ლი წიგ­ნით - "ალი­სა სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში" იყო მი­სული, შე­სა­ბა­მი­სად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის აქ­სე­სუ­არს დიდი სჯა-ბა­ა­სი მოჰ­ყვა.

anukiiii1w3-77699-1626928702.jpg

ჩან­თა, რომ­ლი­თაც ანუ­კიმ ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო OLYMPIA LE TAN-ის მო­დის სახ­ლს ეკუთ­ვნის. THELUXURYCLOSET.COM-ზე მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 945 დო­ლარს შე­ად­გენს. მწარ­მო­ებ­ლის წიგ­ნის ფორ­მის ე.წ. ქლა­თჩე­ბი კი მთელ მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი სწო­რედ ის ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მელ­საც ALICE IN WONDERLAN აწე­რია და რომ­ლი­თაც ანუ­კი არე­ში­ძე მე­უღ­ლის თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრო. ცნო­ბის­თვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრენ­დი 2009 წელს OLYMPIA LE TAN-მა და­ა­არ­სა და ამ დრო­ის­თვის ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან და წარ­მა­ტე­ბულ სა­ხე­ლად მი­იჩ­ნე­ვა მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში.

chantaaaaaaaaa-78328-1626928746.jpg

კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ოლიმ­პია ლონ­დონ­ში და­ი­ბა­და, საფ­რან­გეთ­ში გა­ი­ზარ­და და ამ­ბობს, რომ ის ერ­თდრო­უ­ლად ფრან­გი, ინ­გლი­სე­ლი და ვი­ეტ­ნა­მე­ლია. მის­თვის მუ­შა­ო­ბი­სას შთა­გო­ნე­ბის მთა­ვა­რი წყა­რო ლი­ტე­რა­ტუ­რაა. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 80-მდე მა­ღა­ზია აქვს.

myquiz