რა ვიცით კორონავირუსის "ლამბდა" ვარიანტის შესახებ და რამდენად სახიფათოა ის? | Allnews.Ge

რა ვიცით კორონავირუსის "ლამბდა" ვარიანტის შესახებ და რამდენად სახიფათოა ის?

მსოფ­ლიო 2020 წლის 11 მარ­ტი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვირუს­მა არა­ერ­თი მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და. დღეს უკვე არ­სე­ბობს ვირუ­სის სხვა­დას­ხვა შტა­მე­ბი. ამ დრო­ის­თვის უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ვა­რი­ან­ტად "დელ­ტა" შტა­მი სა­ხელ­დე­ბა, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში მე­დი­კო­სე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო კო­ვიდ-19-ის კი­დევ ერ­თმა, "ლამბდა" შტამ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტი უმე­ტეს­წი­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რია შემ­თხვე­ვე­ბი პე­რუ­ში. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ ეს ვა­რი­ან­ტი ჯერ კი­დევ შარ­შან აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მას "სა­ყუ­რა­დღე­ბო შტა­მი“ უწო­და.

ივ­ნი­სის შუა რი­ცხვებ­ში ჯან­მომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა მოხ­სე­ნე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ ეს ვა­რი­ან­ტი სწრა­ფად იწყებს გავ­რცე­ლე­ბას და მას უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­ეთ­მოს.

ჯან­მოს ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე "ლამბდა" ვა­რი­ან­ტი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს 29 ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლა­ზე უფრო ხში­რად ის გვხვდე­ბა სამ­ხრეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო პე­რი­ოდ­ში პე­რუ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის 81% სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ შტამს უკავ­შირ­დე­ბა.

dreamstime-xl-175815984-scaled-1626876921.jpg

პე­რუს გარ­და "ლამბდა“ ვა­რი­ან­ტი გა­მოვ­ლე­ნი­ლია შემ­დეგ ქვეყ­ნებ­ში - ჩილე, არ­გენ­ტი­ნა, ეკ­ვა­დო­რი, ბრა­ზი­ლია, კო­ლუმ­ბია, აშშ, კა­ნა­და, გერ­მა­ნია, ეს­პა­ნე­თი, ის­რა­ე­ლი, საფ­რან­გე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი და სხვ.

არის თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის ლამბდა ვა­რი­ან­ტი უფრო სა­ხი­ფა­თო?ამ ეტაპ­ზე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ჯან­დაც­ვის სხვა ორ­გა­ნო­ე­ბი სწავ­ლო­ბენ აღ­ნიშ­ნულ ვა­რი­ანტს და ადა­რე­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სის სხვა შტა­მებს.

სწავ­ლო­ბენ ასე­ვე იმას თუ რამ­დე­ნად გა­დამ­დე­ბია და რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი მის წი­ნა­აღ­მდეგ. ჯან­მოს წი­ნას­წა­რი მოკ­ვლე­ვის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა ეს ვა­რი­ან­ტი შე­ი­ცავ­დეს რამ­დე­ნი­მე მუ­ტა­ცი­ას, რის გა­მოც უფრო გა­დამ­დე­ბი იყოს და ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი ნაკ­ლებ იმუ­ნუ­რო­ბას ავ­ლენ­დეს მის მი­მართ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ აღ­ნიშ­ნულ შტამ­ში არ­სე­ბულ "სპე­ცი­ფი­კურ მუ­ტა­ცი­ებს“ ექ­სპერ­ტე­ბი "უჩ­ვე­უ­ლოს“ უწო­დე­ბენ. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ "ლამბდა" შტამ­ზე ზუს­ტი წარ­მოდ­გე­ნის შე­საქ­მნე­ლად ჯერ კი­დევ არა­ერ­თი კვლე­ვაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, ამ დრო­ის­თვის მეც­ნი­ე­რე­ბი სწავ­ლო­ბენ ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი შტა­მის მი­მართ.

myquiz