"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ აც­რას 30 დღის შემ­დეგ შეძ­ლე­ბენ"- როდიდან იქნება რეგისტრაცია შესაძლებელი? | Allnews.Ge

"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ აც­რას 30 დღის შემ­დეგ შეძ­ლე­ბენ"- როდიდან იქნება რეგისტრაცია შესაძლებელი?

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ აც­რას 30 დღის შემ­დეგ შეძ­ლე­ბენ.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის ამ ჯგუ­ფის ადა­მი­ა­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცია სა­ვა­რა­უ­დოდ, ორ­შა­ბა­თი­დან და­ი­წყე­ბა.

"ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ტარ­დეს 30 დღის გას­ვლის­თა­ნა­ვე. ვი­ნა­ი­დან, პირ­ველ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა­ში გვქონ­და ვაქ­ცი­ნე­ბის მცი­რე დო­ზე­ბი, შე­მო­ვი­ღეთ 120-დღი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლი.

დღეს ეს პრობ­ლე­მა აღ­მო­ფხვრი­ლია და ამ­დე­ნად, ეს ინ­ტერ­ვა­ლი შემ­ცირ­დე­ბა 30 დღემ­დე, რო­გორც არის ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია.

ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც გა­და­ი­ტა­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სი, ერთი თვის შემ­დეგ ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­რე­გის­ტრირ­დეს და აიც­რას. ამ კვი­რის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა ბრძა­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა. სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე და იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭო­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია, ექპერ­ტე­ბის ჯგუ­ფი მხარს უჭერს. ვფიქ­რობ, ორ­შა­ბა­თი­დან რე­გის­ტრა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამ ჯგუ­ფის­თვი­საც“,- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

myquiz