"არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები და სიძეები, რომლებიც "სინოფარმით" არიან აცრილები" - იმნაძის თქმით, დაცვა ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი აქვს | Allnews.Ge

"არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები და სიძეები, რომლებიც "სინოფარმით" არიან აცრილები" - იმნაძის თქმით, დაცვა ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი აქვს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი ინ­დურ, ე.წ. „დელ­ტა“ შტამ­ზე ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტუ­რო­ბას აჩ­ვე­ნებს.

თუმ­ცა, რო­გორც იმ­ნა­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გან­მარ­ტა, ეს არ ეხე­ბა ლე­ტა­ლო­ბის­გან და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რის­გან დაც­ვას. მი­სი­ვე თქმით, აქ გან­სხვა­ვე­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა.

„ჩემი ყვე­ლა კო­ლე­გა, ვი­საც ჭკუა მო­ე­კი­თხე­ბა, ამ­ბობს იმას, რომ მთა­ვა­რი დაც­ვა არის ის, რომ ადა­მი­ა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში არ მოხ­ვდეს და არ გარ­და­იც­ვა­ლოს. ეს დაც­ვა ყვე­ლა ვაქ­ცი­ნას თით­ქმის თა­ნა­ბა­რი აქვს. არის პა­ტა­რა გან­სხვა­ვე­ბა სიმპტო­მა­ტურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში, სა­დაც უფრო ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს ზო­გი­ერ­თი ვაქ­ცი­ნა. არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბად არ მიყ­ვარს ჩემი შვი­ლე­ბი და სი­ძე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც „სი­ნო­ფარ­მით“ არი­ან აც­რი­ლე­ბი.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, „დელ­ტა“ შტა­მი აღ­მოჩ­ნდა ისე­თი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა ვაქ­ცი­ნას აქვს ცოტა ნაკ­ლე­ბი ეფექ­ტუ­რო­ბა, მაგ­რამ ეს არ ეხე­ბა ლე­ტა­ლო­ბის­გან დაც­ვას და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რის­გან დაც­ვას. იქ გან­სხვა­ვე­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

myquiz