"რისი იმედი გაქვთ? ამდენ მეზოთერაპიას და სახის ჯიჯგვნას, ერთი ტორტის ნაჭერი ჭამეთ, უფრო დაიტკბობთ ცხოვრებას" - თეა გვასალია | Allnews.Ge

"რისი იმედი გაქვთ? ამდენ მეზოთერაპიას და სახის ჯიჯგვნას, ერთი ტორტის ნაჭერი ჭამეთ, უფრო დაიტკბობთ ცხოვრებას" - თეა გვასალია

90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თეა გვა­სა­ლია ქალ­ბა­ტო­ნე­ბის იმ ნა­წილს მი­მარ­თავს, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად იყე­ნე­ბენ პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას, კოს­მე­ტო­ლო­გი­ურ ჩა­რე­ვებ­სა და დი­ე­ტებს.

"სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე მივ­ხვდი, რომ კარგ ნამ­ცხვარ­ზე არ ვი­ტყო­დი უარს . მან­ქა­ნის გა­მოყ­ვა­ნაც კი არ და­მე­ზა­რა, ჩა­ვირ­ბი­ნე ქვე­მო წყნეთ­ში, ერთ კარგ სა­ცხობ­ში და სულ­ზე მი­ვუს­წა­რი რამ­დე­ნი­მე ნა­ჭერ გემ­რი­ე­ლო­ბას, ჩემ­ზე მსუ­ნა­გებს სულ გა­მო­ეპ­რი­ა­ლე­ბი­ნათ იქა­უ­რო­ბა. მივ­დი­ვარ მან­ქა­ნის­კენ, ხელ­ში ნამ­ცხვრის ყუთი მი­ჭი­რავს, პირი გა­ს­ა­სინ­ჯად მო­კბე­ჩი­ლი ბე­ზეს, ქიშ­მი­ში­სა და ნიგვზის ნა­ზა­ვით მაქვს სავ­სე, ჩუ­მად ვკრუ­სუ­ნებ სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან და „რო­გორ და­ვემ­დუ­რო ბედს, როცა შენ ჩემს გვერ­დით ხარ­თქო“, გულ­ში ვღი­ღი­ნებ.

და ვხე­დავ მო­დის ერთი ჩემი ძვე­ლი ნაც­ნო­ბი ქალი. რაც თავი მახ­სოვს, ქან­ცის გა­წყვე­ტამ­დე ვარ­ჯი­შობს დარ­ბაზ­ში, პერ­სო­ნა­ლუ­რი ტრე­ნე­რი, დი­ე­ტო­ლო­გი და პი­ლა­ტე­სის ინ­სტრუქ­ტო­რი ჰყავს, დარ­ბა­ზი­დან სო­ლა­რი­უმ­ში გარ­ბის, სო­ლა­რი­უ­მი­დან ეს­თე­ტი­კის კა­ბი­ნე­ტებ­ში, ხან ბო­ტოქსს შე­იშ­ხა­პუ­ნებს, ხან ფი­ლე­რით შე­ივ­სებს სა­ხის ჩაღ­რმა­ვე­ბულ ად­გი­ლებს, ხან ტუჩს და­ი­ბე­რავს, ხან კანს გა­და­ი­ჭი­მავს და ყუ­რებს უკან და­ის­ტეპ­ლე­რებს.

ძი­რი­თა­დად სა­ლა­თის ფურ­ცლე­ბით და იმ იმე­დით იკ­ვე­ბე­ბა, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, წყნე­თის ორ­ღო­ბე­ში მე კი არ გა­და­ვეყ­რე­ბი ნამ­ცხვრით პირ­გა­მო­ტე­ნი­ლი, არა­მედ კე­ვინ კოსტნე­რი­სა და ჰიუ ჯეკ­მა­ნის ნაჯ­ვა­რი, აბ­რა­მო­ვი­ჩის ქო­ნე­ბი­თა და ახალ­გაზ­რდა ვერ­ტე­რის ვნე­ბე­ბით . და ეს აფ­რო­დი­ტა, ჩემი და­ნახ­ვის სი­ხა­რულ­მა რომ გა­უ­ა­რა, მე­კი­თხე­ბა, სად ვარ­ჯი­შობ, რა ფორ­მა­ში ხარო, არა, კი არ მე­ნა­ნე­ბა, ვას­წავ­ლი სას­წა­ულ ვარ­ჯიშს, დღე­ში 8-9 სა­ა­თი უნდა იჯდე და ეს­პა­ნუ­რის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ატა­რო, შუ­ა­ლე­დებ­ში ნამ­ცხვრე­ბი და შო­კო­ლა­დი და­ა­ყო­ლო და ხში­რად გა­ხე­დო ხოლ­მე დი­დის ამ­ბით ნა­ყიდ და დე­კო­რა­ცი­ად ქცე­ულ სარ­ბენ ბი­ლიკს. რაც უფრო ხში­რად და სი­ნა­ნუ­ლით გა­ხე­დავ, მით მეტ კი­ლოს იკ­ლებ.

მეც მქონ­და ერთი კი­თხვა, მაგ­რამ ეწყი­ნე­ბო­და. არა­და, მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, რისი გუ­ლის­თვის იკ­ლა­ვენ ასე­თე­ბი თავს? კარ­გი, და­ი­ყე­ნე პან­ტე­რას ტანი, გა­დაწ­ვი სო­ლა­რი­უ­მის ნა­თუ­რე­ბი და სან­ტო დო­მინ­გო­ე­ლი კრე­ო­ლი ქა­ლის ფერი მი­ი­ღე და გა­მო­გა­ყო­ლა ქუ­ჩა­ში ვი­ღაც ალფა მა­ჩომ მიბ­ნე­დი­ლი მზე­რა. მერე? მაგ­რამ ალ­ბათ მე ჩა­მოვ­რჩი ცხოვ­რე­ბას, უფრო სწო­რად მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში ჩავ­რჩი, სა­დაც პი­რი­ქით ხდე­ბო­და, კა­ცე­ბი ცდი­ლობ­დნენ ქა­ლე­ბის­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბას და დღემ­დე ეს მი­მაჩ­ნია ნორ­მად. აგერ ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი აი­ღეთ, ქა­ლის იდე­ა­ლი, სულ რომ სას­წა­ულ ფორ­მა­შია, ბოლო კლი­პი ვნა­ხე, პირი დამ­რჩა ღია და რას მი­აღ­წია?

ამ­დე­ნი იხ­ტუ­ნა, იმ­ღე­რა, მი­ლი­ო­ნე­ბი აგ­რო­ვა, ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ქა­ლე­ბის ტოპ ათე­უ­ლის ქვე­მოთ არ ჩა­მო­დის და ისევ 10 თუ 20 წლის წინ და­შო­რე­ბულ, გა­ლო­თე­ბულ ბენ აფ­ლექს და­უბ­რუნ­და, თან გვა­ტყუ­ებს, ასე­თი ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა­ში არ ვყო­ფილ­ვა­რო. ჰოდა, ოქ­როს და ბრი­ლი­ან­ტის ჯეი ლომ რომ ამ ღი­პი­ან და მე­ო­რად ბენ აფ­ლექ­ზე უკე­თე­სი ვე­რა­ვინ იპოვ­ნა, თქვენ რისი იმე­დი გაქვთ? ამ­დენ მე­ზო­თე­რა­პი­ას, რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ას და სა­ხის ჯიჯგვნას, ერთი კარ­გი ტორ­ტის ნა­ჭე­რი ჭა­მეთ, არ გირ­ჩევ­ნი­ათ? უფრო და­იტ­კბობთ ცხოვ­რე­ბას" - წერს გვა­სა­ლია.

myquiz