ქართულ სექტორზე სწავლა შეიძლება საინგილოს კიდევ ერთ სკოლაში გაუქმდეს- "დღემდე შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევა გვეკრძალება" | Allnews.Ge

ქართულ სექტორზე სწავლა შეიძლება საინგილოს კიდევ ერთ სკოლაში გაუქმდეს- "დღემდე შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევა გვეკრძალება"

სა­ინ­გი­ლო­ში (ის­ტო­რი­უ­ლი ჰე­რე­თი), ზა­ქა­თა­ლის რა­ი­ო­ნის დაბა ალი­ა­ბა­დის (ელი­სე­ნი) სკო­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ერ­თში შე­მორ­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რი გა­უქ­მე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე დგას. წლე­ვან­დე­ლი სექ­ტემ­ბრის­თვის ქარ­თულ მო­სამ­ზა­დე­ბელ კლას­ში არ­ცერ­თი ბავ­შვი არ ჰყავთ.

ცნო­ბის­თვის, დღეს სა­ინ­გი­ლოს შე­რე­ულ სკო­ლებ­ში ოთხგან არის ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რი (კა­ხის რა­ი­ონ­ში - კა­ხინ­გი­ლო, ზა­ქა­თა­ლის რა­ი­ონ­ში - ალი­ა­ბა­დი და მო­სუ­ლი, ბე­ლაქ­ნის რა­ი­ონ­ში - ითი­თა­ლა) და 6 ქარ­თუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლაა, კა­ხის რა­ი­ო­ნის მთლი­ა­ნად ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბით და­სახ­ლე­ბულ სოფ­ლებ­ში. სულ რო­გორც სკო­ლებ­ში, ისე ქარ­თულ სექ­ტორ­ზე 2500-მდე მოს­წავ­ლე ირი­ცხე­ბა. რე­გი­ო­ნის დაც­ლი­სა მიმ­დი­ნა­რე ასი­მი­ლა­ცი­ის პრო­ცე­სის გამო, სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა.ინ­გი­ლო ქარ­თვე­ლე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით, ზა­ქა­თა­ლა-ბე­ლაქ­ნის გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლის) ასი­მი­ლა­ცი­ის პრო­ცე­სი ბოლო 30 წე­ლია აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუ­ფალ­თა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი უყუ­რა­დღე­ბო­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რიგ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბით, მალე შე­იძ­ლე­ბა ისე მოხ­დეს, რომ ამ კუ­თხე­ში ქარ­თუ­ლად სა­უბ­რი აღარ ის­მო­დეს.

ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რი დაბა ალი­ა­ბა­დის ოთხ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, თუმ­ცა ახლა მხო­ლოდ ერ­თშია და ისიც გა­უქ­მე­ბის პი­რა­საა. არა­და, დე­და­ე­ნა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას ხომ გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბის, ცნო­ბი­ე­რე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

თა­ვის დრო­ზე, სა­ინ­გი­ლოს იმ სოფ­ლებ­ში, სა­დაც ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი და­ი­ხუ­რა ან ვერ გა­იხ­სნა, დღეს მხო­ლოდ მო­ხუ­ცე­ბი თუ ლა­პა­რა­კო­ბენ ქარ­თუ­ლად.

ambebi.ge ად­გი­ლობ­რივ სკო­ლის პე­და­გოგს და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც მი­სი­ვე თხოვ­ნით არ ვა­სა­ხე­ლებთ:

ნუგ­ზარ ვ:

- ბოლო წლებ­ში მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, რომ ქარ­თუ­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კლა­სის­თვის ბავ­შვე­ბი არ გვყავს. მშობ­ლე­ბიც ისე­თე­ბი იყ­ვნენ, მათ­თან მის­ვლა-თხოვ­ნას აზრი არც ჰქონ­და. გვე­უბ­ნე­ბი­ან, - სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი ჩა­კე­ტი­ლია, თბი­ლის­ში ად­რინ­დე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ღა­ვა­თე­ბი აღარ გვაქვს, მერე აღე­ბულ დიპ­ლომ­საც ბა­ქო­ში არ გვიმ­ტკი­ცე­ბენ, მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე ვრჩე­ბით, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ქარ­თულ სექ­ტორ­ზე ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი არ გაქ­ვთო...

- ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი მარ­თლა არ გაქვთ?

- დიახ, არ გვაქვს და წლე­ბია ამას საშ­ვე­ლი არ და­ად­გა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე - 10- მე - 11 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი ერთ და იმა­ვე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით სწავ­ლო­ბენ. თბი­ლის­ში შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­ში ჩვე­ნი არა­ერ­თი თხოვ­ნა-მუ­და­რა უშე­დე­გოდ რჩე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს ვერ გად­მო­აქვს, ვერ გვა­მა­რა­გებს, ხოლო ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზღვარ­ზე გა­და­ტა­ნის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. ვინ­მემ თუ ეს პარ­ტი­ზა­ნუ­ლად გა­ბე­და, მე­ბა­ჟე­ე­ბი არ­თმე­ვენ და წიგ­ნებს იქვე სა­ზღვარ­ზე გა­მო­ყო­ფილ სივ­რცე­ში აპა­ტიმ­რე­ბენ.

აქამ­დე ზა­ფხუ­ლო­ბით ბავ­შვე­ბი მა­ინც მიჰ­ყავ­დათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ნა­კებ­ში, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო ესეც შე­წყვე­ტი­ლია. ხოლო სკო­ლა, რო­გორც გი­თხა­რით, წლე­ბია სრულ უპატ­რო­ნო­ბა­შია. წიგ­ნე­ბის გარ­და, ქარ­თუ­ლის პე­და­გო­გებს აღარ ახ­სოვთ ტრე­ნინ­გე­ბი რო­დის გა­ი­ა­რეს, ამ მხრივ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­მორ­ჩე­ნაა. უწყვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე მოს­წავ­ლეს რა უნდა გა­დას­ცე? აქ სკო­ლა ინარ­ჩუ­ნებ­და დღემ­დე ქარ­თულ სულს (კულ­ტუ­რის კე­რე­ბი აქ ისე­დაც ამო­ძირ­კვუ­ლია), ისიც სულს ღა­ფავს და მშვე­ლე­ლი არა­ვი­ნაა.

- შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სა­ვალს რაში ხე­დავთ?

- სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დრო­უ­ლად ყუ­რა­დღე­ბა უნდა მოგ­ვაქ­ცი­ოს, თო­რემ კა­ტას­ტრო­ფა გარ­და­უ­ვა­ლია. დაბა ალი­ა­ბად­ში ქარ­თუ­ლი სკო­ლის გა­დარ­ჩე­ნა-შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან აქ თუ გა­უქ­მდა, ხვალ და ზეგ სოფ­ლე­ბის - მო­სუ­ლის და ითი­თა­ლის (ბე­ლაქ­ნის რა­ი­ო­ნი) ჯე­რიც დად­გე­ბა. ჩვენ გა­რე­შე მა­თაც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სექ­ტო­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ასე, ნელ-ნელა ვიქ­ნე­ბით მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბი­ვით (ენ­გი­ა­ნი, ძა­გე­მი, თას­მა­ლო, შო­თა­ვა­რი და ა.შ.), სა­დაც დღეს მხო­ლოდ მო­ხუ­ცებს ახ­სოვთ, რომ ოდეს­ღაც ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ.

ნუთუ ის მა­ინც არა­ვის ეს­მის, რომ სა­ინ­გი­ლო­ში ის­ტო­რი­უ­ლი ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა - გაძ­ლი­ე­რე­ბას უპირ­ვე­ლე­სად ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის ენი­ჭე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა? თან იმ ფონ­ზე, როცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­მო ქარ­თუ­ლის დი­ას­პო­რას არ­ცერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ყუ­რა­დღე­ბას არ აკ­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­სა­ვალს, თბი­ლის­ში სა­ინ­გი­ლოს ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თუ სა­მე­დი­ცი­ნო შე­ღა­ვა­თე­ბი უნდა აღ­დგეს, ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი რომ იყო დაშ­ვე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ას­თან სა­ინ­გი­ლოს სა­შე­ფო კო­მი­სია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, რო­მელ­საც ბო­ლოს ნო­დარ ამაღ­ლო­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მე­ებს აკე­თებ­და. ასე­თი ქმე­დი­თი კო­მი­სია ახ­ლაც სას­წრა­ფოდ აღ­სად­გე­ნია გარ­კვე­უ­ლი ფორ­მით, რად­გან სა­გა­რეო სა­მი­ნის­ტროს დი­ას­პო­რის დე­პარ­ტა­მენ­ტი, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, თა­ვის ფუნ­ქცი­ას სა­თა­ნა­დოდ ვერ ას­რუ­ლებს. უნდა შე­იქ­მნას დე­ტა­ლუ­რი პროგ­რა­მა კუ­თხეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში და სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით შეს­რულ­დეს, რათა შევ­ძლოთ მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz