ვინ არის მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც თავისი ქვეყნის ისტორიის ახალ და განსხვავებულ თავს წერს | Allnews.Ge

ვინ არის მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც თავისი ქვეყნის ისტორიის ახალ და განსხვავებულ თავს წერს

სა­ქარ­თვე­ლოს დღეს უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის პრე­ზი­დენ­ტე­ბი, ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი და მაია სან­დუ ეწ­ვე­ვი­ან. ისი­ნი ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტთან, შარლ მი­შელ­თან ერ­თად ბა­თუ­მის მე-17 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, "ევ­რო­კავ­ში­რის მი­ზი­დუ­ლო­ბის ძალა და რე­გი­ო­ნის ტრანსფორ­მა­ცია“ - მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

სა­ინ­ტე­რე­სოა და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე მაია სან­დუს პერ­სო­ნა, რო­მე­ლიც კი­დევ ერთი პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნის, მოლ­დო­ვის პრე­ზი­დენ­ტია. 48 წლის მაია სან­დუმ მოლ­დო­ვის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა 2020 წლის 24 დე­კემ­ბრი­დან უკა­ვია.

არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის ხმა­თა 100%-ის დათ­ვლის შემ­დეგ, პარ­ტია "მოქ­მე­დე­ბი­სა და სო­ლი­და­რო­ბის“ ლი­დერ­მა ხმა­თა 57.7% მი­ი­ღო, იმ დრო­ის­თვის მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა იგორ დო­დონ­მა კი, რო­მე­ლიც პრო­რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რებ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, 42.2%.

dodoni-59954-1626679998.jpg

ვინ არის მაია სან­დუ?

მოლ­დო­ვის პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი, 1972 წლის 24 მა­ისს და­ი­ბა­და. ის წლე­ბია აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­შია ჩარ­თუ­ლი და თა­ვის სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებ­ში ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამს ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

სწავ­ლობ­და მოლ­დო­ვის ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვე­ბის აკა­დე­მი­ა­ში მე­ნე­ჯმენ­ტის ფა­კულ­ტეტ­ზე, 2010 წელს ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯონ კე­ნე­დის სკო­ლა და­ამ­თავ­რა. სა­უბ­რობს რუ­სულ, ეს­პა­ნურ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე.

sandu2-59974-1626680048.jpg

2010-2012 წლებ­ში ვა­შინგტონ­ში, მსოფ­ლიო ბან­კის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მრჩევ­ლად მუ­შა­ობ­და. 2012-2015 წლებ­ში კი მაია სან­დუ მოლ­დო­ვა­ში დაბ­რუნ­და და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტი და­ი­კა­ვა.

პო­ლი­ტი­კო­სის კა­რი­ე­რა

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრად მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, მან არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა გა­ა­ტა­რა. სწავ­ლის დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად, გა­ამ­კაც­რა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის პრო­ცე­სი, შეც­ვა­ლა სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა და ძი­რე­ულ რე­ფორ­მას და­უ­დო სა­თა­ვე.

2015 წელს მან და­ტო­ვა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტი და ოპო­ზი­ცი­ის რი­გებ­ში გა­და­ვი­და, გახ­და პრო­ევ­რო­პუ­ლი იდე­ე­ბის მქო­ნე პარ­ტი­ის ლი­დე­რი. 2016 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, თუმ­ცა მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

sandu3-60001-1626680105.jpg

სან­დუ 2019 წელს, ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მოლ­დო­ვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში პარ­ლა­მენ­ტმა მის კა­ბი­ნეტს უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­და. ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და­სა­ხელ­და, თუმ­ცა მა­შინ "ბი­ბი­სი" წერ­და, რომ ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა, ყო­ფი­ლი­ყო მოს­კო­ვის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა პრო­და­სავ­ლუ­რი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გამო.

მაია სან­დუს საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ხალ­ხი­სად­მი მი­ცე­მუ­ლი მთა­ვა­რი და­პი­რე­ბე­ბი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მა, ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რა და მოლ­დო­ვის ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბა იყო. ქვე­ყა­ნას ამ ეტაპ­ზე ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­თან­ხმე­ბა აქვს. სან­დუ ამ­ბობს, რომ მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რუ­სეთ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა და ამავდრო­უ­ლად, ევ­რო­პას­თან უფრო მჭიდ­რო კავ­ში­რი.

sandu7-60235-1626680174.jpg

სან­დუს სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა ასე­ვე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ზე და ამ­ბობ­და, რომ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ეს იქ­ნე­ბო­და მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა.

პრო­და­სავ­ლუ­რი მაია სან­დუს გა­მარ­ჯვე­ბას "დო­ი­ჩე ველე“ მოლ­დო­ვის ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი თა­ვის სა­წყის ეტა­პად მი­იჩ­ნევს.

სან­დუს უშუ­ა­ლო და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნებ­თან, რაც მისი "ინ­სტაგ­რა­მის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის ნახ­ვი­თაც თვალ­ში­სა­ცე­მია. უყ­ვარს ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტი. მოლ­დო­ვის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი არ არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და არც შვი­ლე­ბი ჰყავს.

კონ­ფე­რენ­ცია ბა­თუმ­ში

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ბა­თუ­მის სა­ერ­თა­სო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­საც მაია სან­დუ და ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი და­ეს­წრე­ბი­ან, დღეს გა­იხ­სნე­ბა და ჰიბ­რი­დულ ფორ­მატ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი გახ­სნის. ამას­თან, გახ­სნით სე­სი­ას­ზე სი­ტყვით გა­მოვ­ლენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მოლ­დო­ვას, უკ­რა­ი­ნი­სა და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტე­ბი, მაია სან­დუ, ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი და შარლ მი­შე­ლი.

ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა დის­კუ­სია თე­მა­ზე: "ახა­ლი ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა“. აღ­ნიშ­ნულ სე­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ.

სე­სი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი თე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ულ მო­კავ­ში­რე­ებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი.

myquiz