რა შეზღუდვები ამოქმედდა დღეიდან საქართველოში? | Allnews.Ge

რა შეზღუდვები ამოქმედდა დღეიდან საქართველოში?

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, დადგენილების თანახმად, დღეიდან:

  • ტრენინგებზე, კონფერენციებზე, სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე
  • იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად
  • 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე
  • ამასთან, როგორც მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, 17 ივლისიდან ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირების საფუძველზე.