მედიის წარმომადგენლები პარლამენტში ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ | Allnews.Ge

მედიის წარმომადგენლები პარლამენტში ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ

პარლამენტში მედიის წარმომადგენლები "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.

ამით ისინი გამოხატავენ პროტესტს ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ასევე 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ მომხდარ ძალადობაზე.

მედიის წარმომადგენლები ფოტოებით პარლამენტის სხდომათა დარბაზის შესასვლელთან განლაგდნენ და გეგმავენ ამ პერფორმანსის ფონზე შეაცილონ "ქართული ოცნების" დეპუტატები სხდომაზე.