"ექიმებისთვის აცრა უნდა იყოს სავალდებულო... ვისაც არ სურს, გავიდნენ უხელფასო შვებულებაში, აეკრძალოთ პაციენტთან მუშაობა" - შვედეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი | Allnews.Ge

"ექიმებისთვის აცრა უნდა იყოს სავალდებულო... ვისაც არ სურს, გავიდნენ უხელფასო შვებულებაში, აეკრძალოთ პაციენტთან მუშაობა" - შვედეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი

ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, შვე­დე­თის ქა­ლაქ ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფის წევ­რი, ზაალ კო­კა­ია თვლის, რომ ექი­მე­ბის­თვის კო­ვიდ აცრა უნდა იყოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო.

ამის შე­სა­ხებ ის "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

"ჩემი აზ­რით, ექი­მე­ბის­თვის კო­ვიდ აცრა უნდა იყოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ვი­საც არ სურს, აეკ­რძა­ლოს უშუ­ალდ პა­ცი­ენ­ტთან მუ­შა­ო­ბა, ანდა გა­ვიდ­ნენ უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა­ში, მა­ნამ სა­ნამ პან­დე­მია არ დას­რულ­დე­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი უნდა იყოს მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნის შე­მად­გენ­ლო­ბის რო­მე­ლი­მე კომ­პო­ნენტზე, ანდა წინა აც­რა­ზე ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის (და არა ზო­გა­დად ალერ­გი­უ­ლო­ბა), ასე­ვე ორ­სუ­ლო­ბა და სხვა მეც­ნი­ე­რუ­ლად ან კლი­ნი­კუ­რად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი.

ექი­მის მიერ აც­რა­ზე უა­რის თქმა არის სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის, პა­ცი­ენ­ტის და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ან­ტი­ვაქ­ცე­რიზ­მის წა­ხა­ლი­სე­ბა. ეს არის პა­ცი­ენ­ტის­თვის სი­ცო­ცხლის საფრ­თხის შექ­მნა, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია ყვე­ლა ეთი­კურ და მო­რა­ლურ სტან­დარ­ტებ­თან. მეს­მის, რომ არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა არის ად­მი­ა­ნის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უფ­ლე­ბა, მაგ­რამ უმ­თავ­რე­სი უფ­ლე­ბა სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბაა და ამ უფ­ლე­ბის­თვის საფრ­თხის შექ­მნა არის უფრო მეტი ბო­რო­ტე­ბა, ვიდ­რე არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა...

სამ­ყა­რო არის ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ექი­მე­ბი არი­ან ამ ომში მო­წი­ნა­ვე ხაზ­ზე მდგა­რი მე­ომ­რე­ბი... ამი­ტო­მაც, რო­გორც ომის დროს იზღუ­დე­ბა გარ­კვე­ლი უფ­ლე­ბე­ბი, ამ დრო­საც უნდა მოხ­დეს კომ­პრო­მი­სე­ბი. ქვეყ­ნებ­მა და­ი­წყეს ამის გა­აზ­რე­ბა და იმე­დია, სა­ქარ­თვე­ლო­შიც, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დონე კა­ტას­ტრო­ფუ­ლად და­ბა­ლია, მალე მივ­ხვდე­ბით, რომ ეს არის პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის არა­საკ­მა­რი­სი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზომა" - წერს კო­კა­ია.