რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში? | Allnews.Ge

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში?

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 448-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 334 199 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 384 387 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 362 957 , გარდაიცვალა 5 516 პაციენტი.