"შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი" - "პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმასი ბრალდებული | Allnews.Ge

"შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი" - "პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმასი ბრალდებული

ჩემ წარ­სულს თუ გა­და­ხე­დავთ, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბას მი­უ­ძღვე­ნი. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ თავ­დას­ხმა არ გან­მი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია, - ამის შე­სა­ხებ "პირ­ვე­ლი არ­ხის“ ოპე­რა­ტო­რის, ილი­კო თვა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი მაღ­რა­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს და აცხა­დებს, რომ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ არ უძა­ლა­დია.

"არ ვე­თან­ხმე­ბი პრო­კუ­რორს. მან სა­ერ­თოდ არ იცის ჩემი ცხოვ­რე­ბა, მე რა ადა­მი­ა­ნი ვარ და რო­გორ მი­ცხოვ­რია. იქ მოხ­და რა­ღაც შეხ­ლა-შე­მოხ­ლა. მე შემ­თხვე­ვით ვარ იმ ად­გილ­ზე მოხ­ვედ­რი­ლი. მე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ მსგავ­სი რა­ღაც არ გა­მი­კე­თე­ბია. ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მო­მიკ­ვდა ბე­ბია დავ­ტო­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. დე­და­ჩემს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რო­მე­ლიც ჩემ­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩემ წარ­სულს თუ გა­და­ხე­დავთ, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბას მი­უ­ძღვე­ნი. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ თავ­დას­ხმა არ გან­მი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია" , - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის ოპე­რა­ტო­რის, ილი­კო თვა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი მაღ­რა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ და­ვით კურ­ტა­ნი­ძემ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 5 ივ­ლისს, „თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის დროს, ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე გი­ორ­გი მაღ­რა­ძე და მას­თან ერ­თად მყო­ფი პი­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით და შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, თავს და­ესხნენ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის ოპე­რა­ტორს ილი­კო თვა­ლი­აშ­ვილს. კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ოპე­რა­ტორს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბი­თა და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფით, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტას აი­ძუ­ლებ­დნენ, რათა მისი მხრი­დან არ მომ­ხდა­რი­ყო ბრალ­დე­ბულ­თა მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გა­და­ღე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა.

გი­ორ­გი მაღ­რა­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით), 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა პრო­ფე­სი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) და 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4 წლი­დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ დრო­ის­თვის, ბრა­ლი 22 პირს წა­რედ­გი­ნა.

ამ ეტაპ­ზე, საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია 36 პირი, მათ შო­რის, 30 ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი.