ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობს - მოქალაქეები „ფაიზერის“ ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ | Allnews.Ge

ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობს - მოქალაქეები „ფაიზერის“ ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეებს 15:00 საათიდან „ფაიზერზე“ რეგისტრაცია უნდა დაეწყოთ, შეფერხებით მუშაობს. შესაბამისად, აცრის მსურველები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ.

საქართველოში „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა დღეს შემოვიდა. აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.