"საკმაოდ რთული ოპერაცია იყო" - როგორია ლაშა გაბუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობა? | Allnews.Ge

"საკმაოდ რთული ოპერაცია იყო" - როგორია ლაშა გაბუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ობ ლაშა გა­ბუ­ნი­ას დღეს თურ­ქე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ხერ­ხე­მალ­ზე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

"ოპე­რა­ცია რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ დას­რულ­და, ლაშა უკვე ნარ­კო­ზი­დან გა­მო­ვი­და და თავს კარ­გად გრძნობს", - ვკი­თხუ­ლობთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის სერ­ვი­სის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

ლაშა რამ­დე­ნი­მე წლის წინ ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა და არა­ერ­თი ოპე­რა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. აწუ­ხებ­და ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი და ბოლო დროს სკეტ­ჩებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც უჭირ­და. ოპე­რა­ცი­ის თან­ხის შე­საგ­რო­ვებ­ლად მე­გობ­რებ­მა კამ­პა­ნი­აც წა­მო­ი­წყეს.

რო­გო­რია მსა­ხი­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და რო­დის და­უბ­რუნ­დე­ბა სამ­შობ­ლოს და ტე­ლე­ეკ­რანს, Ambebi.ge მის მე­გობ­რებ­სა და კო­ლე­გებს, ნიკა არა­ბი­ძე­სა და თემო ნი­ქა­ბა­ძეს ესა­უბ­რა.

ნიკა არა­ბი­ძე:

- ლა­შას­თან ჯერ არ მი­სა­უბ­რია, მაგ­რამ ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი იქ იმ­ყო­ფე­ბა და რო­გორც მის­გან გა­ვი­გე, ყვე­ლა­ფერ­მა ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა. ეს ლა­შას ბოლო ოპე­რა­ცი­აა და შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა. იმე­დი გვაქვს, რომ კარ­გად იქ­ნე­ბა. ლა­შას ოპე­რა­ცი­ის თან­ხა ბო­ლომ­დე ვერ შეგ­როვ­და, მაგ­რამ ყვე­ლას მად­ლო­ბას ვე­ტყვი ვინც დაგ­ვეხ­მა­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლა­შას გა­ვე­სა­უბ­რე­ბი.

684b695a8bd80c8ee92d5fd7de2e715b-1626236834.jpg

- ბოლო დროს, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და რო­გორც ვი­ცით, სკეტ­ჩებ­შიც უჭირ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა...

- დიახ, ლაშა ყვე­ლა სკეტ­ჩი ვერ იყო, მაგ­რამ „კო­მე­დი შოუ“ გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ წი­ნას­წარ გა­დაგ­ვე­ღო და შემ­დეგ ვა­ნა­წი­ლებ­დით. ახლა მა­ინც არ­და­დე­გე­ბი გვე­წყე­ბა და სექ­ტემ­ბრი­დან პა­ტა­რა დო­ზით მა­ინც იმუ­შა­ვებს, ჯერ­ჯე­რო­ბით ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას ალ­ბათ ვერ შეძ­ლებს.

თემო ნი­ქა­ბა­ძე:

- ლაშა კარ­გად არის, ნარ­კო­ზი­დან გა­მო­ვი­და. ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე ცო­ტას ნერ­ვი­უ­ლობ­და, რად­გან საკ­მა­ოდ რთუ­ლი ოპე­რა­ცია იყო, მაგ­რამ ექი­მიც კმა­ყო­ფი­ლია და წარ­მა­ტე­ბი­თაც დას­რულ­და. ბოლო დროს სე­რი­ო­ზუ­ლი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და, მის­თვის დატ­ვირ­თვა, ბევ­რი მოძ­რა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. გა­ჭირ­ვე­ბით მა­ინც ახერ­ხებ­და სკეტ­ჩებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ნას, იმის გამო, რომ სა­ერ­თო საქ­მე გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ მერე ტკი­ვი­ლებ­მა ძა­ლი­ან შე­ა­წუ­ხა.