"ეკლესიის სათავეში მყოფი გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე. არსებობს დიდი ეჭვი, რომ ისინი პრორუსულად განწყობილი ჯგუფებია" - ექსპერტი | Allnews.Ge

"ეკლესიის სათავეში მყოფი გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე. არსებობს დიდი ეჭვი, რომ ისინი პრორუსულად განწყობილი ჯგუფებია" - ექსპერტი

ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში 5 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნე­ბი მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლიო მე­დი­ის გან­ხილ­ვის თე­მად იქცა. "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, კარ­გა ხნის წინ და­ა­ნონსდა, თუმ­ცა რა­დი­კა­ლურ-ძა­ლა­დობ­რივ­მა ჯგუ­ფებ­მაც მზა­დე­ბა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ასე­ვე კარ­გა ხნით ადრე და­ი­წყეს. შე­სა­ბა­მი­სად, მათი მოქ­მე­დე­ბე­ბიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გახ­ლდათ. რაც ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნედ მა­ს­მე­დი­ის მუ­შა­კე­ბი იქ­ცნენ - და­შავ­და 50-ზე მეტი ჩვე­ნი კო­ლე­გა, მათ შო­რის მძი­მედ და­შავ­დნენ "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ორი ოპე­რა­ტო­რი და ფო­ტოგ­რა­ფი. მო­ძა­ლა­დე­ე­ბის თავ­დას­ხმი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რი ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა. სა­ბო­ლო­ოდ რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის კონ­ტრაქ­ცია ან­ტი­და­სავ­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბად იქცა, სა­დაც ცხა­დად გა­მოჩ­ნდა რუ­სუ­ლი ხელი. ვინ მო­ი­გო მომ­ხდა­რით და რა ბედი ელის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ულ კურსს? - ამ კი­თხვით მივ­მარ­თეთ ექ­სპერტ სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძეს და მომ­ხდა­რის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ:

- ნება მო­მე­ცით სა­უ­ბა­რი სამ­ძიმ­რით და­ვი­წყო. გი­სამ­ძიმ­რებთ თქვენ, ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ეს დიდი ტრა­გე­დი­აა. გა­მო­ძი­ე­ბა ისე უნდა წა­რი­მარ­თოს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეჭ­ვე­ბი არ დარ­ჩეს, რად­გან პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვე­ბი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მღელ­ვა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რაც ქვე­ყა­ნას აზა­რა­ლებს. საკ­მა­რი­სია, ამ ქვე­ყა­ნა­ში ში­შით სი­ა­რუ­ლი შე­ღე­ბი­ლი თმის, პირ­სინ­გი­სა თუ ტა­ტუს გამო, ადა­მი­ა­ნე­ბის ქუ­ჩა­ში დევ­ნა, სას­წრა­ფოდ უნდა აღიკ­ვე­თოს და ეს არის მთავ­რო­ბის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. თუ დრო­უ­ლად არ მო­უვ­ლი­ან ამას, მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა შე­იც­ვა­ლოს.

sandrotvalchrelidze-64838-1626163776.jpg

მე­დი­ა­ზე თავ­დას­ხმა პირ­და­პი­რი დარ­ტყმაა დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე. თქვენ ხართ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტი ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­რა­ფერს ვი­ზამთ, რაც უნდა ვიყ­ვი­როთ, რად­გან ჩვე­ნი ხმა უთ­ქვე­ნოდ ვერ­სად მი­აღ­წევს. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა, პარ­ლა­მენ­ტთან ჩა­ტა­რე­ბულ აქ­ცი­ას. ნა­ხეთ, ვინ გა­მო­ა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნა? - ნიკა გვა­რა­მი­ამ... უფრო დიდი ცი­ნიზ­მი არა­ფე­რი მგო­ნია, რო­დე­საც ამას პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ის რე­ვან­შის­ტუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, ეს ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 5 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნებ­ზე მთავ­რო­ბის პა­სუ­ხი იყო დი­ლე­ტან­ტუ­რი და ყოვ­ლად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი.

ვთქვათ, გა­დად­გნენ ბა­ტო­ნე­ბი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და გო­მე­ლა­უ­რი, ვინ უნდა მო­ვიდ­ნენ მათ ად­გი­ლას? რა­ღა­ცის შეც­ვლა რომ მო­ინ­დო­მო, ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ხომ უნდა არ­სე­ბობ­დეს? ვინ­მეს სჯე­რა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბას უმ­ცი­რე­სო­ბას ჩა­ა­ბა­რებს? ჩემი აზ­რით, ეს ყოვ­ლად ფუჭი და არა­რე­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბია. ჯო­ბია ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ უმ­კაც­რე­სად და­ი­სა­ჯონ არა მარ­ტო ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი, არა­მედ ამ ყვე­ლა­ფე­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბიც. რაც უნდა აღ­მოჩ­ნდეს ამ ახალ­გაზ­რდა კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, თუნ­დაც ზე­დო­ზი­რე­ბა, რის დამ­ტკი­ცე­ბა­საც ცდი­ლობს შსს, მთა­ვა­რი მი­ზე­ზია ის უმო­წყა­ლო ცემა, რა­მაც ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და­მარ­თოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნუ ჰგო­ნია, ამ ვერ­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­იხ­სნის...

რაც შე­ე­ხე­ბა 5 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნე­ბის ზო­გად შე­ფა­სე­ბას, შექ­სპი­რის ცნო­ბილ პი­ე­სას გა­ვიხ­სე­ნებ, იმ ეპი­ზოდს, რო­დე­საც ჰამ­ლე­ტი ამ­ბობს, რა­ღაც დალ­პა და­ნი­ის სა­მე­ფო­შიო... დიახ, სა­მე­ფო, სა­დაც რა­ღაც დალ­პა, სა­ბო­ლო­ოდ შიდა კონ­ფლიქ­ტებს გა­დაჰ­ყვა, შე­დე­გად კი ის ნორ­ვე­გი­ელ­მა ფორ­ტინბ­რას­მა დიდი ჯა­რი­სა და ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე აიღო.

2004 წელს სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ი­სა და აკა­დე­მი­ის 24-მა სტუ­დენ­ტმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ღია წე­რი­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ იმ­ჟა­მად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სთხო­ვა მე­დი­ას, რომ წე­რი­ლი არ გა­ეხ­მა­უ­რე­ბი­ნათ და შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მე­ბი, რა­ზეც სტუ­დენ­ტე­ბი წერ­დნენ, უყუ­რა­დღე­ბოდ დარ­ჩა. არა­და, ეს იყო სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რდე­ბის გუ­ლის­ტკი­ვი­ლით და­წე­რი­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებ­და, თუ რა ხდე­ბო­და ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­ში იმ­ჟა­მად, რომ ყუ­რა­დღე­ბა­მი­საქ­ცე­ვი იყო მო­ძღვარ­თა ნა­წი­ლის უვი­ცო­ბა, მრევ­ლის ნა­წი­ლის მლიქ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლიც არ კი­თხუ­ლობს სა­ხა­რე­ბას და ტლუდ მის­დევს რა­ღაც რჩე­ვებს. ასე­ვე ლა­პა­რა­კი იყო კო­რუფ­ცი­ულ საფრ­თხე­ებ­ზეც ეკ­ლე­სი­ა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, მაქვს პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა რო­გორც ეკ­ლე­სი­ის ყოვ­ლად უწიგ­ნურ მსა­ხურ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, ასე­ვე მი­ნა­ხავს იმგვა­რი ვი­თა­რე­ბაც, რაც ბუ­ნებ­რი­ვად აღ­მიძ­რავ­და კო­რუფ­ცი­ის არ­სე­ბო­ბის ეჭვს. მა­გა­ლი­თად, მი­ნა­ხავს ერთ-ერთი მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის პირი, რო­მე­ლიც ახლა ხში­რად ლა­პა­რა­კობს ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით, რო­გორ მას­პინ­ძლობ­და რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მი­ა­ცი­ლებ­და მათ ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე ად­გი­ლას უძ­ვირ­ფა­სე­სი მან­ქა­ნით და თან დაჰ­ყვე­ბო­და ასე­ვე ძვირ­ფა­სი ჯი­პე­ბის­გან შემ­დგა­რი დაც­ვის ეს­კორ­ტი.

თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად, მი­ნა­ხავს მო­ნა­ზო­ნი, რო­მე­ლიც 47 კი­ლო­მეტრს გა­დი­ო­და ტვირ­თით ხელ­ში, რათა ერთ-ერთ მო­ნას­ტერ­ში საკ­ვე­ბი ჩა­ე­ტა­ნა. ის­მის კი­თხვა, პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი იერ­არ­ქე­ბის­თვის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის შე­ძე­ნის ფული თუ აქვს სა­პატ­რი­არ­ქოს, მარ­თლა პა­ტი­ო­სა­ნი, გულ­წრფე­ლად მორ­წმუ­ნე ბერ-მო­ნაზვნე­ბის­თვის ცო­ტა­ო­დე­ნი თან­ხა რა­ტომ არ ემე­ტე­ბა, რათა ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში ფე­ხით მა­ინც არ ია­რონ?! ასე­თი უთა­ნას­წო­რო­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში ქმნის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო პრე­ცე­დენ­ტებს. დღეს, რო­დე­საც ცოტა და­სუს­ტდა ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი, ეკ­ლე­სია ძა­ლი­ან მძი­მე გზას გა­დის. უკვე ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ეკ­ლე­სი­ის სა­თა­ვე­ში მყო­ფი გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი აცხა­დე­ბენ პრე­ტენ­ზი­ას ქვეყ­ნის მარ­თვა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბობს დიდი ეჭვი, რომ ისი­ნი პრო­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ჯგუ­ფე­ბია. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა