ჩინური ვაქცინით ავიცრა თუ "ფაიზერს" დაველოდო?" - რას პასუხობს შეკითხვას ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი | Allnews.Ge

ჩინური ვაქცინით ავიცრა თუ "ფაიზერს" დაველოდო?" - რას პასუხობს შეკითხვას ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი

ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ნევ­რო­ლო­გი, და­ვით მრე­ლაშ­ვი­ლი ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­რიგ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს. აი, რას წერს ექი­მი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:

"შე­კი­თხვა: რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნით ავიც­რა - ჩი­ნუ­რით, თუ "ფა­ი­ზერს" და­ვე­ლო­დო. ვი­საც უბ­რა­ლო შე­ჯა­მე­ბა აინ­ტე­რე­სებს, მათ­თვის მარ­ტი­ვად ვი­ტყვი:

"სი­ნო­ვა­კით" აცრა (რაც უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია) დღეს, გა­ცი­ლე­ბით (!) უკეთ და­გი­ცავთ სიკ­ვდი­ლის­გან წლის ბო­ლომ­დე, ვიდ­რე თუნ­დაც ორი კვი­რის მერე "ფა­ი­ზე­რით" აცრა. ის, ვის­თვი­საც ეს და­უ­ჯე­რებ­ლად ჟღერს, ქვე­მოთ ავ­ხსნი მე-8 კლა­სის მა­თე­მა­ტი­კის დო­ნე­ზე.

ეს დას­კვნა ეფუძ­ნე­ბა გარ­კვე­ულ ფაქ­ტებს. და ეს ფაქ­ტე­ბი არის დღეს არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან რო­გო­რე­ბი­ცაა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, New England Journal of Medicine.

ეს ფაქ­ტე­ბი და დაშ­ვე­ბე­ბია შემ­დე­გი:

- "ფა­ი­ზე­რი" უფრო ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნაა და უკეთ (უფრო მეტ პრო­ცენ­ტში) იცავს ხალ­ხს კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის­გა­ნაც და მის­გან სიკ­ვდი­ლის­გან, ვიდ­რე ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა. ეს ნამ­დვი­ლად ასეა, ვერ­ცერ­თი ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი ვერ იტყვის, რომ ჩი­ნუ­რი უფრო ეფექ­ტუ­რი­აო არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. სწო­რედ ამ სი­მარ­თლეს შეჰ­ყავს შეც­დო­მა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვინც "ფა­ი­ზერს" „ელო­დე­ბი­ან“.

- უახ­ლე­სი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ერთი და იმა­ვე ქვე­ყა­ნა­ში და პო­პუ­ლა­ცი­ა­ში და იმა­ვე დრო­ის პე­რი­ოდ­ში (რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის­თვის) შე­დარ­და "ფა­ი­ზე­რის" და "სი­ნო­ვა­კის" (ჩი­ნუ­რი) ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, "ფა­ი­ზე­რი" უფრო ეფექ­ტუ­რი იყო ვიდ­რე სი­ნო­ვა­კი.

- მაგ­რამ რო­გორც ამე­რი­კე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ - „ეშ­მა­კი დე­ტა­ლებ­შია და­მა­ლუ­ლი“. ეს გან­სხვა­ვე­ბა ამ ორ ვაქ­ცი­ნას შო­რის ძი­რი­თა­დად იყო მსუ­ბუ­ქი ფორ­მე­ბის ხარ­ჯზე. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - სიკ­ვდი­ლის­გან და კრი­ტი­კუ­ლი ფორ­მე­ბის­გან დაც­ვა­ში გან­სხვა­ვე­ბა გა­ცი­ლე­ბით მცი­რე და­ახ­ლო­ე­ბით 5 პრო­ცენ­ტი იყო: 91% დაც­ვა "ფა­ი­ზე­რის­გან" და 86% "სი­ნო­ვა­კის­გან".

ეს უკა­ნას­კნე­ლი კვლე­ვა ჩი­ლე­ში ჩა­ტარ­და, სა­დაც ბრა­ზი­ლი­უ­რი შტა­მია დო­მი­ნან­ტუ­რი, თუმ­ცა მა­ნამ­დე არ­სე­ბულ კვლე­ვებ­შიც (სხვა შტა­მებ­ზე) მსგავ­სი პრო­პორ­ცი­ე­ბია - "ფა­ი­ზე­რი" ლი­დე­რობს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად სიმპტო­მუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში, თუმ­ცა მძი­მე ფორ­მებ­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა­ზე "სი­ნო­ვა­კი" (და სხვა ვაქ­ცი­ნე­ბიც) საკ­მა­ოდ უახ­ლოვ­დე­ბა მას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნამ­დვი­ლად ლო­გი­კუ­რია, რომ დელ­ტა შტამ­ზეც მსგავ­სი პრო­პორ­ცი­ე­ბი იყოს და­ცუ­ლი (ამ არ­გუ­მენ­ტში გვეხ­მა­რე­ბა დღე­ვან­დე­ლი დიდი ბრი­ტა­ნე­თის სი­ტუ­ა­ცია, სა­დაც თით­ქმის 100% დელ­ტა შტა­მია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა - "ას­ტრა­ზე­ნე­კას" მიერ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის 90%-ით შემ­ცი­რე­ბა).

- ვაქ­ცი­ნის „ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე“ რომ სა­უბ­რო­ბენ, სტან­დარ­ტუ­ლად იგუ­ლის­ხმე­ბა სიმპტო­მუ­რი ინ­ფექ­ცი­ის­გან პრო­ცენ­ტუ­ლი დაც­ვა (რომ­ლის დიდი პრო­ცენ­ტიც მსუ­ბუ­ქი ფორ­მაა). ამას გარ­კვე­ულ წი­ლად შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს ხალ­ხი, რად­გან მგო­ნი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვაქ­ცი­ნა სიკ­ვდი­ლის­გან და­ი­ცავს თუ არა, ვიდ­რე ის რომ მსუ­ბუ­ქი სურ­დოს მსგავ­სი ინ­ფექ­ცია ექ­ნე­ბა თუ არ ექ­ნე­ბა.

- ვაქ­ცი­ნის­გან სრუ­ლი დაც­ვა (ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი პრო­ცენ­ტე­ბი) სა­ერ­თა­შო­რი­სოდ მი­ღე­ბუ­ლია რომ ყა­ლიბ­დე­ბა მე­ო­რე დო­ზი­დან 2 კვი­რის შემ­დეგ.

ახლა კი მა­თე­მა­ტი­კა­ზე გა­და­ვი­დეთ:

პი­რო­ბი­თად რომ ავი­ღოთ, რომ ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე (და­უც­ვე­ლი) გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი *ყო­ველ­თვი­უ­რად* 100%-ია (ან 100, მარ­ტი­ვი გა­მოთ­ვლის­თვის). ეგ ნიშ­ნავს, რომ "ფა­ი­ზე­რით" ორ­ჯერ აც­რილ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში ეს იქ­ნე­ბა 9 ადა­მი­ა­ნი (91%-ში იცავს სიკ­ვდი­ლის­გან, 100-91 = 9). "სი­ნო­ვა­კის" შემ­თხვე­ვა­ში ეს იქ­ნე­ბა 14 (100-86 = 14)

ეს ნიშ­ნავს, რომ ახლა (ივ­ლი­სის შუ­ა­ში) რომ აიც­რას ადა­მი­ა­ნი და შემ­დეგ მე­ო­რე დოზა აგ­ვის­ტოს 15-ში, 1 სექ­ტემ­ბრის­თვის უკვე სრუ­ლი დაც­ვა ექ­ნე­ბა. ანუ სექ­ტემ­ბე­რი, ოქ­ტომ­ბე­რი, ნო­ემ­ბე­რი დე­კემ­ბე­რი - თვი­თო­ე­ულ თვე­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა იქ­ნე­ბა 14. სულ 14+14+14+14= 56 (ნაც­ვლად აუც­რე­ლე­ბის 400-სა იგივ­ბე პე­რი­ოდ­ში)

ორი კვი­რით რომ „და­ვე­ლო­დოთ“ და მერე "ფა­ი­ზე­რით" ავიც­რათ (და­უ­ჯე­რებ­ლად კარგ შემ­თხვე­ვა­ში რომ "ფა­ი­ზე­რი" იქ­ნე­ბა იმ დროს) სუ­რა­თი ასე­თია. სექ­ტემ­ბრის პირ­ვე­ლი ორი კვი­რა ჯერ კი­დევ და­უც­ვე­ლია პა­ცი­ენ­ტი. ანუ, თუ მთელ სექ­ტემ­ბერ­ში აუც­რე­ლი პა­ცი­ენ­ტი 100 კვდე­ბო­და, პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მოკ­ვდე­ბა 50, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში 4.5 (ცხრის ნა­ხე­ვა­რი), ნუ, და­ვამ­რგვა­ლოთ "ფა­ი­ზე­რის" სა­სარ­გებ­ლოდ 4. ოქ­ტომ­ბერ, ნო­ემ­ბერ, დე­კემ­ბერ­ში 9-ები. ანუ სულ ჯამ­ში: 50 + 4 + 9 + 9 + 9 = 81 შე­დე­გი ასე­თია.

თქვენ დღეს რომ აიც­რათ ჩი­ნუ­რით, 45%-ით მე­ტად ხართ და­ცუ­ლი წლის ბო­ლომ­დე კო­რო­ნა­თი სიკ­ვდი­ლის­გან. ( (81 – 56 ) / 56 *100= 45%).რა თქმა უნდა ეს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი გა­მოთ­ვლაა, რომ პოს­ტი წა­კი­თხვა­დი იყოს, და მრა­ვა­ლი წვრილ­მა­ნი ფაქ­ტო­რის და­მა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა (მა­გა­ლი­თად ნა­წი­ლობ­რი­ვი დაც­ვა პირ­ვე­ლი დო­ზის­გან ორი­ვე ვაქ­ცი­ნის შემ­თხვე­ვა­ში). თუმ­ცა რომც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის წვრილ­მა­ნე­ბი - ამ­ხე­ლა 45%-ს დი­დად ვერ შეც­ვლის. იმა­ზე აღარ მაქვს ლა­პა­რა­კი, რომ ორ კვი­რა­ზე მეტი ხანი, ვინც ელო­დე­ბა "ფა­ი­ზერს", ეს ციფ­რი გა­ცი­ლე­ბით იზ­რდე­ბა (ერთ თვე­ში უკვე 100%-ზე მე­ტია).

მე აქ რო­მე­ლი­მე ვაქ­ცი­ნას კი არ ვუ­წევ აგი­ტა­ცი­ას - უბ­რა­ლოდ ის ერთი შე­ხედ­ვით „უხი­ლა­ვი“ ციფ­რე­ბი გა­მომ­ყავს სა­აშ­კა­რა­ო­ზე, მათ­თვის, ვინც დაბ­ნე­უ­ლია, და ვი­საც ჯერ­ჯე­რო­ბით არ უნდა ღმერ­თთან (ან უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში ეშ­მაკ­თან) შეხ­ვედ­რის კო­რო­ნა-ლა­ტა­რია მო­ი­გოს, რა­საც ყო­ველ­თვი­უ­რად 600 ადა­მი­ა­ნი იგებს სა­ქარ­თვე­ლო­ში".