"ექსპერტიზის დასკვნით, ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ზედოზირება" - შსს | Allnews.Ge

"ექსპერტიზის დასკვნით, ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ზედოზირება" - შსს

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მა­მუ­კა ჭე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას ცხე­დარ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გვა­მი­დან აღე­ბულ ნი­მუ­შებ­ში აღ­მოჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

ამის შე­სა­ხებ მან შსს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

„ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 200-ზე მეტი საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ა­ტა­რეს, გა­მო­კი­თხუ­ლია 110 პირი, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლია 65 ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია ოჯა­ხის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი. ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გვა­მი­დან აღე­ბულ ნი­მუ­შებ­ში აღ­მოჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, "მორ­ფი­ნი", "კო­დე­ი­ნი", "ტეტ­რა­ჰიდ­რო­კა­ნა­ბი­ნო­ლი", "პენ­ტი­ნი" და "მო­ნო­ა­ცე­ტილ­მორ­ფი­ნი". ექ­სპერ­ტი­ზის მი­ხედ­ვით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა გამ­ხდა­რი­ყო აღ­ნი­შუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ზე­დო­ზი­რე­ბა. ეს დას­კვნა არის შუ­ა­ლე­დუ­რი“, - გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.