შსს-მ "სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია "პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავა - ის მოძალადე ჯგუფების ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტია | Allnews.Ge

შსს-მ "სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია "პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავა - ის მოძალადე ჯგუფების ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტია

შსს-მ "სირ­ცხვი­ლი­ას” ოფის­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის“ გა­დამ­ღებ ჯგუფ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე კი­დევ 1 პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის, ძა­ლა­დო­ბი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.კ. და­ა­კა­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ძალ­დე ჯგუ­ფე­ბის ერთ-ერთი აქ­ტი­ვის­ტი და­ვით კუ­ტა­ლა­ძეა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სი­ძულ­ვი­ლის რი­ტო­რი­კით სავ­სე ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს სა­კა­მოდ ხში­რად აქ­ვეყ­ნებს, გან­სა­უთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­და "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს, ბრალ­დე­ბულ­მა - დ.კ.-მ, ორ­გა­ნი­ზა­ცია "სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის“ გა­დამ­ღებ ჯგუფს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე -2, 156-ის მე -2 ნა­წი­ლის "ა" და 225-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

5 ივ­ლისს, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სულ 20 პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის - 5 ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის“ გა­დამ­ღებ ჯგუფ­ზე ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის.

"და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პირ­თა დად­გე­ნა-და­კა­ვე­ბის მიზ­ნით გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო-ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ შსს-ში.