ეს არის გას­რო­ლი­ლი ტყვია, რო­მე­ლიც ბრმად მი­დის, მთა­ვა­რია, ვის უკა­ვია ია­რა­ღი ხელ­ში- რას ამბობს ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ ინტერვიუში | Allnews.Ge

ეს არის გას­რო­ლი­ლი ტყვია, რო­მე­ლიც ბრმად მი­დის, მთა­ვა­რია, ვის უკა­ვია ია­რა­ღი ხელ­ში- რას ამბობს ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ ინტერვიუში

"მთა­ვა­რი არხი" აქ­ვეყ­ნებს უკა­ნას­კნელ ინ­ტერ­ვი­უს "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტორ­თან, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას­თან. ინ­ტერ­ვიუ 9 ივ­ლის­საა ჩა­წე­რი­ლი. ოპე­რა­ტო­რი იხ­სნებს იმ წუ­თებს, როცა მო­ძა­ლა­დე­თა ჯგუ­ფი მას და ჟურ­ნა­ლისტ მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ას თავს და­ეს­ხა.

"ვე­ღარ ჩა­ვი­სუნ­თქე და ამო­ვი­სუნ­თქე, უკ­ნი­დან მხვდე­ბა ქვე­ბი და მუხ­ლე­ბი, ანუ სა­ი­დან რა ავი­ფა­რო, ვე­ღარ გა­ვი­გე. მარ­ტო თავ­ში მირ­ტყამ­დნენ ფე­ხებს, ვე­ღარ ვგრძნობ­დი ვე­რა­ფერს, გა­ბუ­ჟე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ტან­ში რომ მო­ერ­ტყათ, ალ­ბათ, ვიგ­რძნობ­დი, მაგ­რამ მარ­ტო თავ­ში და სა­ხე­ში...მერე თვი­თონ­ვე შე­წყვი­ტეს, ოღონდ ასე - გე­ყოო რა. ტიპ­მა გა­ა­ჩე­რა, წა­მო­მა­ყე­ნა, ჩა­მომ­ფერთხა, გე­ყოო რა, სა­კა­ი­ფოდ ხარო...

ახლა მაქვს ტვი­ნის შერ­ყე­ვა, ფუ­ძის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, თვა­ლის ძვლის ჩამ­ტვრე­ვა, 30% მაქვს ახლა მხედ­ვე­ლო­ბა. აღ­დგე­ნა­დია, იმე­დი მაქვს, ჯერ არ ვიცი.

50-მდე ჩვე­ნი კო­ლე­გა ასე და­ზა­რალ­და იმ დღეს. მე და მი­რან­და ბა­ღა­თუ­რია გა­ვე­დით გა­და­ღე­ბა­ზე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე იყო, ვი­ცო­დით, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და პრა­იდ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­ცო­დით, რომ იქ­ნე­ბო­და რა­ღაც შეხ­ლა-შე­მოხ­ლა....

ამ რე­ჟიმ­ში ვართ და შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აქ­ტი­ვის­ტე­ბი სირ­ცხვი­ლი­ას ოფის­ში წა­ვიდ­ნენ. წინ ავ­დი­ვარ და მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ას, ჟურ­ნა­ლისტს უკ­ნი­დან ვი­ღა­ცამ წიხ­ლი ჩა­არ­ტყა, მი­რან­და­ზე და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი და გად­მო­ვი­და მერე ჩემ­ზე, მი­რან­დას ტე­ლე­ფო­ნი წა­არ­თვეს, თვალ­წინ და­უმტვრი­ეს, კა­მე­რა წა­მარ­თვეს, შე­მო­მა­ხი­ეს ყვე­ლა­ფე­რი.

არ ვიცი, რამ­დენ ხანს გრელ­დე­ბო­და, დრო­ის აღ­ქმა სა­ერ­თოდ არ მქონ­და. ესე­ნი იყ­ვნენ ფა­ნა­ტი­კო­სე­ბი, სვა­ნუ­რად ლა­პა­რა­კობ­დნენ . თა­ვი­დან ყუ­რა­დღე­ბა რა­მაც მი­ი­პყრო, ის იყო, რომ როცა კი­ბე­ზე ამო­დი­ოდ­ნენ, სვა­ნუ­რად ლა­პა­რა­კობ­დნენ.

ვი­საც უნდა ეზ­რუ­ნა ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, კი არ იზ­რუ­ნა, პი­რი­ქით იზ­რუ­ნა, რო­გორ გავ­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ყა­ვით, დაგ­ვსა­ჯეს რა...

მე­ლა­პა­რა­კა ჩემი ად­ვო­კა­ტი, რო­გორც ვიცი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი უკვე მო­ნი­ჭე­ბუ­ლი მაქვს, ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მი­რან­და ბა­რა­თუ­რი­ამ მი­თხრა, ვი­ღა­ცე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ა­ნო.

ეს არის გას­რო­ლი­ლი ტყვია, რო­მე­ლიც ბრმად მი­დის, მთა­ვა­რია, ვის უკა­ვია ია­რა­ღი ხელ­ში, ვინ გა­ის­რო­ლა ეს ტყვია, ეს ხალ­ხი არ­სად არ გამ­ქრა­ლა და რამ­დე­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი 7, 8, 15 თუ 20, ეს მო­დელს არ ცვლის იმი­ტომ, რომ აქ არ იყო 100 კაცი და აქ არ იყო 200 კაცი, ეს არის მარ­თუ­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც ფა­ნა­ტუ­რად, ასე მი­დი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ “ტვ პირ­ვე­ლის” ოპე­რა­ტო­რი, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. ლაშ­ქა­რა­ვას 5 ივ­ლისს "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.