"გაწერის წინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, დამაკმაყოფილებელ ვითარებაში გაეწერა" - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი ლექსო ლაშქარავას შესახებ | Allnews.Ge

"გაწერის წინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, დამაკმაყოფილებელ ვითარებაში გაეწერა" - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი ლექსო ლაშქარავას შესახებ

პა­ცი­ენ­ტი 8 ივ­ნისს და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ ვი­თა­რე­ბა­ში გა­ე­წე­რა - ამ წუ­თას შემ­თხვე­ვას რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სწავ­ლობს, რო­მელ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, - ამის შე­სა­ხებ „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა გარ­დაც­ვლი­ლი „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კი­დან გა­წე­რა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სტან­დარ­ტის დაც­ვით მოხ­და.

„ვეხ­მა­უ­რე­ბით სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას. პა­ცი­ენ­ტი ჩვენ­თან მკურ­ნა­ლობ­და 5-დან 8 რი­ცხვამ­დე. 8 რი­ცხვში გა­ე­წე­რა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ ვი­თა­რე­ბა­ში. ჩა­უ­ტარ­და ყვე­ლა სა­ჭი­რო ჩა­რე­ვა და მა­ნი­პუ­ლა­ცია. ამ წუ­თას შემ­თხვე­ვას სწავ­ლობს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, რო­მელ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, გავ­დი­ვართ, ვა­ა­ნა­ლი­ზებთ პრო­ცესს და ჩვე­ნი მხრი­დან არის სრუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ვაძ­ლევთ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას.

გა­წე­რას რაც შე­ე­ხე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, არა­ფე­რი მანდ უც­ნა­უ­რი არ არის. ასეა სტან­დარ­ტი მი­ღე­ბუ­ლი და ასე ეწე­რე­ბი­ან ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენს ეს არის თე­ო­რი­ე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მხო­ლოდ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მსჯე­ლო­ბა. გა­წე­რის წინ ჩა­უ­ტარ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს, თბი­ლი­სი პრა­ი­დის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის გა­შუ­ქე­ბის დროს, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცია „სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ 1“-ის ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის, ძა­ლა­დო­ბი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­კა­ვე­ბუ­ლია 4 პირი.