პარლამენტთან დღეს აქცია "გადადგეს მკვლელი მთავრობა" დაანონსდა | Allnews.Ge

პარლამენტთან დღეს აქცია "გადადგეს მკვლელი მთავრობა" დაანონსდა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ცია - "გა­დად­გეს მკვლე­ლი მთავ­რო­ბა" და­ა­ნონსდა. აქ­ცია 18:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მო­თხოვ­ნე­ბია: ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გო­მა; მომ­ხდა­რის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა; ყვე­ლა იმ მო­ძა­ლა­დის და­კა­ვე­ბა და კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით დას­ჯა, რომ­ლე­ბიც ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას და­ესხნენ თავს, ასე­ვე, ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მი­ცე­მას.

„ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115 მუხ­ლით და­ი­წყო. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს, თბი­ლი­სი პრა­ი­დის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის გა­შუ­ქე­ბის დროს, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცია „სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ 1“-ის ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის, ძა­ლა­დო­ბი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­კა­ვე­ბუ­ლია 4 პირი.