"ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში 20 წუთის განმავლობაში, უმოწყალოდ ურტყამდნენ, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი..." - რას ყვებოდა 5 ივლისის თავდასხმაზე მირანდა ბაღათურია | Allnews.Ge

"ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში 20 წუთის განმავლობაში, უმოწყალოდ ურტყამდნენ, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი..." - რას ყვებოდა 5 ივლისის თავდასხმაზე მირანდა ბაღათურია

"ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ამ, რო­მე­ლიც 5 ივ­ლისს მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის დროს, გარ­დაც­ვლილ ოპე­რა­ტორ­თან, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, თავდსხმის დე­ტა­ლე­ბი იმა­ვე დღეს ტე­ლე­გა­და­ცე­მა­ში გა­იხ­სე­ნა.

ჟურ­ნა­ლის­ტმა მოჰ­ყვა, თუ რო­გორ გა­უს­წორ­დნენ მათ ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი "სირ­ცხვი­ლი­ას" ოფის­ში. მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ას თქმით, მას­ზე პირ­ველ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა იძა­ლა­და. "პირ­ვე­ლე­ბის" კო­რეს­პონ­დენ­ტმა გა­იხ­სე­ნა, რომ "სირ­ცხვი­ლი­ას" ოფის­ში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი ად­გილ­ზე არ გა­მო­ი­ძა­ხა.

"პირ­ვე­ლად როცა შე­მო­იჭრ­ნენ, პირ­ვე­ლი წიხ­ლი მომ­ხვდა მე, გა­მიზ­ნუ­ლი წიხ­ლი და მერე უკ­ნი­დან თმა მომ­ქა­ჩა მა­მა­ომ და მი­თხრა, ეხლა მა­ინც ძლივს გა­გა­ჩუ­მე­ბო, ჩემ­მა ოპე­რა­ტორ­მა უთხრა, რას აკე­თებ ჟურ­ნა­ლის­ტი­აო, ვი­ყა­ვით ჩა­კე­ტი­ლე­ბი მე და ჩემი ოპე­რა­ტო­რე­ბი, ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან და­უც­ვე­ლი, იყო და­უც­ვე­ლი ასე­ვე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ჩემი ოპე­რა­ტო­რი იყო სის­ხლის გუ­ბე­ში 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, უმო­წყა­ლოდ ურტყამ­დნენ, მე ვყავ­დი კი­ბის მო­ა­ჯირ­ზე 15 კაცს გა­კა­ვე­ბუ­ლი, ვკი­ო­დი, არ მოკ­ლათ-მეთ­ქი, მჩქმეტ­დნენ და წიხ­ლებს მირ­ტყამ­დნენ, ტე­ლე­ფო­ნი გა­და­მიგ­დეს და 20-მა კაც­მა ჩა­ით­რია ლექ­სო და არ ჩან­და. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­საც სცემ­დნენ", - გა­იხ­სე­ნა მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ამ.

5 ივ­ლისს ძა­ლა­დობ­რი­ვი და ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი მე­დი­ის ათე­უ­ლო­ბით წარ­მო­მად­გე­ნელს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ტვ პირ­ვე­ლის ოპე­რა­ტორ­მა, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვამ თვა­ლის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, მას სა­ხის ძვლე­ბი ჰქონ­და დამ­სხვრე­უ­ლი და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და. ოპე­რა­ტორ­მა კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე დღე გა­ა­ტა­რა. დღეს დი­ლით ის სა­კუ­თარ სა­წოლ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად, მიმ­დი­ნა­რე­ობს ექ­სპერ­ტი­ზა.

ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა­სა და მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე 8 ივ­ლისს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­კა­ვა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.