"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ, გარდაცვლილი იპოვეს- "50 კაცი მირტყამდა... ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს" | Allnews.Ge

"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ, გარდაცვლილი იპოვეს- "50 კაცი მირტყამდა... ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს"

"ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რი ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა, რო­მე­ლიც 5 ივ­ლი­სის აქ­ცი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, დღეს დი­ლით სა­კუ­თარ სა­წოლ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ქა­ჯა­ია ავ­რცე­ლებს.

"რა უსა­მარ­თლოა ცხოვ­რე­ბა. "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც აქ­ცი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი. - კო­მენ­ტა­რებ­ში კი აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. - არა­ფე­რი ვი­ცით, ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა ახლა".

5 ივ­ლისს რუს­თა­ველ­ზე "თბი­ლი­სის პრა­ი­დის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე, ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­დი­ის ათო­ბით წარ­მო­მად­გე­ნელს - ჟურ­ნა­ლის­ტებს, ოპე­რა­ტო­რებ­სა და ფო­ტოგ­რა­ფებს - ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. რამ­დე­ნი­მე მათ­განს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ ოპე­რა­ცი­აც ჩა­უ­ტარ­და. და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის იყო "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რი ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვაც. არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს უფ­რო­სის ნო­დარ მე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და ად­გილ­ზე, გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­დეგ, სა­ათ­ზე მეტი ხნის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და. ოპე­რა­ტორს "ნიუ-ჰოს­პი­ტალ­სის" კლი­ნი­კა­ში თვალ­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, მას სა­ხე­ზე უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და. ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"უბ­რა­ლოდ კი­ბე­ზე შეგ­ვე­ფეთ­ნენ, ჟურ­ნა­ლისტზე გა­ი­წი­ეს ჯერ და შემ­დეგ ჩამ­ქო­ლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირ­ტყამ­და, მთე­ლი კი­ბის სა­ფე­ხუ­რი, ზედა ნა­წი­ლი, ქვე­და ნა­წი­ლი. რა­ღაც ნა­წი­ლი ავი­და ზე­ვით, და­ვი­წყე გა­ყო­ლა. რამ­დე­ნი­მე სარ­თულ­ზე იყ­ვნენ ესე­ნი, რამ­დე­ნი­მე სარ­თულ­მა მცე­მა. ჩა­მაგ­დეს, ქვე­ვით გა­და­მაგ­დეს და ისე მცე­მეს, ტექ­ნი­კა და­ა­ქუც­მა­ცეს, არ ვიცი, ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ უნ­დო­დათ მე­დია გა­მო­ეყ­ვა­ნათ მწყობ­რი­დან.

ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო სა­წყლად, არ ვიცი, ერთი რა­ტომ იყო, ქვე­ვით ბევ­რი იყო. პო­ლი­ცია იყო თვი­თონ და­სახ­მა­რე­ბე­ლი, პო­ლი­ცი­ის ფუნ­ქცია ვერ გა­ვი­გეთ. ადა­მი­ა­ნე­ბი უმი­სა­მარ­თოდ ამო­დი­ოდ­ნენ და ვი­საც ფე­რა­დი ტან­საც­მე­ლი ეცვა, ვინც იმათ ნორ­მებ­ში არ ჯდე­ბო­და, ყვე­ლას სცემ­დნენ.

ახლა მე მე­ძა­ხი­ან ამოც­ნო­ბა­ზე მო­დიო, მაგ­რამ ორი დღე კი­დევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავ­დი­ვარ და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მო­ვახ­დი­ნო, იმი­ტომ, რომ 50-60 ადა­მი­ა­ნი იყო. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ იქ, თვი­თონ შე­უძ­ლი­ათ, თვი­თონ იცი­ან.

სა­ხის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა მაქვს თვა­ლის გარ­შე­მო, ტვი­ნის შერ­ყე­ვა, და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი, ოპე­რა­ცია გა­მი­კეთ­და ერთი, ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ", - ყვე­ბო­და ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

Allnews.ge ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო, ვუ­სამ­ძიმ­რებთ ჩვენს კო­ლე­გებს, ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს.