"სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს" - როგორია ეპიდვითარება აფხაზეთში? | Allnews.Ge

"სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს" - როგორია ეპიდვითარება აფხაზეთში?

აფხა­ზე­თი­დან გად­მოყ­ვა­ნილ 1 წლამ­დე ჩვილს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ახალ კლი­ნი­კა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, კო­რო­ნა­ვირუ­სის დელ­ტა შტა­მი და­უ­დას­ტურ­და. ჩვილს ქარ­თულ მხა­რეს გად­მოყ­ვა­ნამ­დე, სო­ხუ­მის რე­ბპუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­ბის გამო, ის თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

"აფხა­ზეთ­ში მე­სა­მე ტალ­ღა, პა­ცი­ენ­ტე­ბის მას­შტა­ბუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით გარ­და­უ­ვა­ლია..." - ამ­ბობს დგი­ლო­ბირვ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში სო­ხუ­მე­ლი ექი­მი-თე­რა­პევ­ტი ას­ტან­და თხა­გუ­ში.

მისი თქმით, აფხა­ზეთ­ში ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის გავ­რცე­ლე­ბა ძალ­ზე სა­ხი­ფა­თო სა­ზღვრებს იძენს, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბა რე­გუ­ლა­ცი­ებს არ იცავს, აკ­რძალ­ვებს არ ემორ­ჩი­ლე­ბა და არც ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბებ­ზე ამ­ბობს უარს.

"ისი­ნი მარ­თა­ვენ მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ქორ­წი­ლებს, იკ­რე­ბე­ბი­ან კა­ფე­ე­სა და ბა­რებ­ში, არ ატა­რე­ბენ პირ­ბა­დეს, არ იცა­ვენ დის­ტან­ცი­ას... არ ეს­მით და არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ რჩე­ვებს, რომ ვირუ­სის ეს შტა­მი უფრო მარ­ტი­ვად ვრცელ­დე­ბა, სა­ხი­ფა­თო შე­დე­გე­ბი აქვს და არც ბავ­შვებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მარ­ტო­ვად..." - ამ­ბობს თხა­გუ­ში, რომ­ლის ინ­ტერ­ვი­უ­საც ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა abkhaz-auto.ru ავ­რცე­ლებს.

"ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ტურსტე­ბი არც ამ­ბო­ბენ, რომ ინ­ფი­ცი­რებ­ლი არი­ან, რად­გან თუ რო­მე­ლი­მე სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ეტყვი­ან, რომ კო­ვი­დი აქვს და იზო­ლა­ცი­ა­ში უნდა იყოს, მთლი­ა­ნად სას­ტუმ­როს მო­უ­წევს მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­როს, და­ი­ხუ­როს და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვი­დეს. ეს კი, არც ერთ მხა­რეს არ აწყობს.... არა­და, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით, წინა ნა­კად­თან შე­და­რე­ბით, პა­ცი­ენ­ტე­ბი ბევ­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით შე­მოჰ­ყავთ და სამ­წუ­ხა­როდ, ესა მო­ზარ­დებ­საც ეხე­ბათ..." - აცხა­დებს აფხა­ზი ექი­მი.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გაფრ­თხი­ლე­ბას, მათ შო­რის, ჩვი­ლი პა­ცი­ენ­ტის თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნის ფაქტს, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აზ­რთა სხვადსხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. მით უფრო, რომ გუ­შინ, აფხა­ზე­თის ე.წ. ჯან­დაც­ვის უწყე­ბამ გა­ნა­ცხად, რომ რუს ტუ­რის­ტებს ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უფა­სოდ უმ­კურ­ნა­ლებნდნენ.

"ის პა­ტა­რა ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის შვი­ლია... მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თველ ექი­მებს ასე­თი თა­ნად­გო­მის­თვის. მე პო­ლი­ტი­კა არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ახლა ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის შვი­ლი სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის და ვხე­დავ, რომ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი მას სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ... ეს რომ არ მეთ­ქვა, სინ­დი­სი არ მო­მას­ვე­ნებ­და" - წერს "ახრა გაგ­რინ­სკი.

"ვირუ­სი თავ­ში აქვთ, ქარ­თველ ექი­მებ­საც და ჩვენს ვი­თომ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­საც, მსოფ­ლიო მა­ფი­ო­ზებს აჰ­ყვნენ და უნდა შიმ­ში­ლით დაგ­ვხო­ცონ. რა უნდა ვქნათ, თუ ტუ­რის­ტი არ შე­მო­ვი­და, მო­ვი­პა­როთ?" - კი­თხუ­ლობს ად­გი­ლობ­რი­ვი მი­რან­და ქვარ­ცხა­ვა.

"გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სულ მალე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­რეფ­ნებ­შიც აღარ იქ­ნე­ბა ად­გი­ლი. სუ­რა­თი ისე სწრა­ფად მძიმ­დე­ბა, რომ თბი­ლის­ში წაყ­ვა­ნილ იმ ერთ პა­ტა­რას, შე­საძ­ლოა, ბავ­შვე­ბის არ­მია მიჰ­ყვეს. ქარ­თველ ექი­მებს კი მო­უ­წევთ აფხაზ პა­ცი­ენ­ტებს შო­რის არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ" - ვა­რა­უ­დობს პა­პუ­ნა გროზ­ნი.

"თა­ვაც ექი­მი ვარ და ყო­ველ­დღე ვხე­დავ რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. კლი­ნი­კე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლია. ვი­ლო­ცოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მა­ინც აკონ­ტრო­ლოს ეს შტა­მი, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი რთუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­და­ვიყ­ვა­ნოთ. სტა­ტის­ტი­კის შე­ხედ­ვის მე­ში­ნია, რად­გან ვიცი, რომ ხვალ-ზეგ უა­რე­სი ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბა, რად­გან რე­გუ­ლა­ცი­ებს არა­ვინ იც­ვას, არც სა­ზღვრის ჩა­კეტვის პერ­სპექ­ტი­ვა ჩანს. ეს ხალ­ა­ხი ტუ­რის­ტე­ბის გა­რე­შე რომ დარ­ჩეს სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყე­ბა..." - წე­რას სო­ხუ­მე­ლი ესმა არ­შბა.

ambebi.ge