"ტურისტის დაჭრის საღამოდან რომ დაიწყო ჯავშნების გაუქმება, ამ დრომდე გრძელდება" - პოლონეთის მოქალაქის დაჭრა უკვე აისახა ტურისტულ ბიზნესზე | Allnews.Ge

"ტურისტის დაჭრის საღამოდან რომ დაიწყო ჯავშნების გაუქმება, ამ დრომდე გრძელდება" - პოლონეთის მოქალაქის დაჭრა უკვე აისახა ტურისტულ ბიზნესზე

სას­ტუმ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტის დაჭ­რა უკვე აი­სა­ხა მათ ბიზ­ნეს­ზე. "Old town Tbilisi” - ის მე­ნე­ჯე­რის, ირაკ­ლი გვე­ტა­ძის თქმით, ბოლო ორი დღეა მათ სას­ტუმ­რო­ში ჯავ­შა­ნი არ შე­სუ­ლა, ხოლო აქამ­დე და­ჯავ­შნი­ლი ნომ­რე­ბი დამ­სვე­ნებ­ლებ­მა გა­ა­უქ­მეს.

"სხვა დღე­ებს რომ შე­ვა­და­როთ, გა­უქ­მე­ბუ­ლი და შე­მო­სუ­ლი ჯავ­შნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, იმ­დე­ნად დიდი სხვა­ო­ბაა, აშ­კა­რად ვა­კავ­ში­რებთ ტუ­რის­ტის დაჭ­რას­თან. ყო­ველ­დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 10 ჯავ­შა­ნი შე­მოგ­ვდი­ო­და, ბოლო ორი დღეა, ერ­თიც კი არ შე­მო­სუ­ლა. გა­უქ­მე­ბუ­ლი ჯავ­შნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც ბევ­რია. ტუ­რის­ტის დაჭ­რის სა­ღა­მო­დან რომ და­ი­წყო ჯავ­შნე­ბის გა­უქ­მე­ბა, ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. და­ხუ­რულ ჯგუ­ფებ­შიც წე­რენ სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ მა­თაც იგ­რძნეს უკვე ზა­რა­ლი. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რო­გორ უყუ­რებს ტუ­რის­ტი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს: რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის­გან ის­მის რა­დი­კა­ლუ­რი მო­წო­დე­ბე­ბი, ამას ქუ­ჩებ­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა მოს­დევს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ჭრი­ან უცხო­ელ ტუ­რისტს... უკა­ნას­კნელ ორ დღე­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა უკონ­ტრო­ლოს და­ემ­სგავ­სა. ჩვენ კი ვი­ცით, რომ სულ ასე არ იქ­ნე­ბა და რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ლაგ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ალ­ბათ გა­სა­გე­ბია, რას ფიქ­რობს ტუ­რის­ტი. ისე­დაც შარ­შან­დე­ლი წელი, კო­ვი­დის გამო, შიშ­ში გა­ა­ტა­რა და ახლა აღარ უნდა სად­მე და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­დეს და ვინ­მემ იქ მუ­ცელ­ში დანა გა­უ­ყა­როს", - ეუბ­ნე­ბა ambebi.ge -ს ირაკ­ლი გვე­ტა­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ასო­ცი­ა­ცი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნინო კე­კე­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­ჭირ­დე­ბა გა­უმკლავ­დეს იმ დიდ დარ­ტყმას, რაც უცხო­ელ ტუ­რისტზე თავ­დას­ხმამ ქვეყ­ნის იმიჯს უკვე მი­ა­ყე­ნა.

"და­ხუ­რულ ტუ­რის­ტულ ჯგუ­ფებ­ში, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბიც არი­ან გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი, აქ­ტი­უ­რად იწე­რე­ბა ამ სა­ვა­ლა­ლო ფაქ­ტის შე­სა­ხებ. არ ვიცი, რო­გორ უნდა გა­მო­ვი­დეს ქვე­ყა­ნა ამ რთუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის­გან, კრი­ტი­კის­გან, რაც უკვე წა­მო­ვი­და უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­გან. ვი­სურ­ვებ­დი, სა­მო­მავ­ლოდ მე­ტად მო­ზო­მი­ლე­ბი და ფრთხი­ლე­ბი ვი­ყოთ, რათა ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბით არ და­ვა­ზა­რა­ლოთ ქვეყ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­დუსტრია. ისე­დაც დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა პან­დე­მი­ამ ტუ­რიზ­მის სფე­როს და მას შემ­დეგ ძა­ლი­ან ფრთხი­ლი და მო­ზო­მი­ლი ნა­ბი­ჯე­ბით მი­ვი­წევთ წინ. ყვე­ლას უნდა ეს­მო­დეს, რომ ძა­ლა­დო­ბას­თან და რა­სიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი პირ­და­პირ აზა­რა­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს იმიჯს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ რუ­კა­ზე“, - ამ­ბობს ნინო კე­კე­ლი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, 5 ივ­ლისს თბი­ლის­ში პო­ლო­ნე­ლი ტუ­რის­ტი დაჭ­რეს. მა­მა­კაცს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი გულ-მკერ­დის არე­ში მი­ა­ყე­ნეს. პა­ცი­ენტს რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა სტა­ბი­ლუ­რია. შსს-მ მომ­ხდა­რი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა და ერთი პირი და­ა­კა­ვა.